add_action('wp_footer', function () { ?>

სრული აღწერა:
ფლუკონა-დენკ 100 მიეკუთვნება „სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების“ ჯგუფს. აქტიურ ნივთიერებას წარმოადგენს ფლუკონაზოლი. ფლუკონა-დენკ 100 მიიღება სოკოს მიერ გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ და ასევე შესაძლებელია გამოყენებული იქნას კანდიდოზური ინფექციის პროფილაქტიკის მიზნით. სოკოვანი ინფექციების ყველზე ხშირი გამომწვევია საფუარის სოკო სახელწოდებით კანდიდა.

შემადგენლობა:
– აქტიური ნივთიერება არის ფლუკონაზოლი. თითოეული მყარი კაფსულა შეიცავს 100 მგ ფლუკონაზოლს.
– სხვა ნივთივთიერებებია: ლაქტოზის მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის ლაურილ სულფატი, ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი, რკინის ყვითელი ოქსიდი.

შესაძლო გვერდითი ეფექტები:
ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება. დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც რამდენიმე პაციენტს განუვითარდა ალერგიული რეაქციები, თუმცა სერიოზული ალერგიული რეაქციები ძალიან იშვიათია. რაიმე გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი აღნიშნულ გამოყენების ინსტრუქციაში. დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს, თუ გამოვლინდა ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელიმე:
 მოულოდნელი ხიხინი, სუნთქვის გაძნელება ან გულმკერდის არეში მოჭერის შეგრძნება
 ქუთუთოების, სახის ან ტუჩების შეშუპება
 მთელი სხეულის ქავილი, კანის შეწითლება ან ქავილი წითელი ლაქები
 კანზე გამონაყარი
 კანის მწვავე რეაქციები, როგორიც არის ბუშტუკოვანი გამონაყარი (შეიძლება გამოვლინდეს პირის ღრუსა და ენაზე)
ფლუკონაზოლმა შეიძლება იმოქმედოს პაციენტის ღვიძლის ფუნქციაზე. ღვიძლის პრობლემების სიმპტომები მოიცავს:
 დაღლილობა
 მადის დაკარგვა
 ღებინება
 კანის ან თვალების თეთრი გარსის გაყვითლება (სიყვითლე)
თუ გამოვლინდა რომელიმე აღნიშნულიდან, უნდა შეწყდეს ფლუკონა-დენკ 100-ის მიღება და უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს დაუყოვნებლივ.

სხვა გვერდითი ეფექტები:
დამატებით, თუ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტი მიიღებს სერიოზულ სახეს, ან თუ გამოვლინდება ნებისმიერი გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის მოცემული გამოყენების ინსტრუქციაში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ხშირი გვერდითი ეფექტებია (შესაძლებელია გავლენა მოახდინოს 10 პაციენტიდან 1 პაციენტში):
 თავის ტკივილი
 დისკომფორტი მუცლის არეში, დიარეა, ავადმყოფობის შეგრძნება, ღებინება
 სისხლის ანალიზებში ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების მომატება
 გამონაყარი
არახშირი გვერდითი ეფექტებია (შესაძლებელია გავლენა მოახდინოს 100 პაციენტიდან 1 პაციენტში):
 სისხლში წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კანის გაფერმკრთალება, სისუსტე ან ქოშინი.
 მადის დაქვეითება
 უძილობა, ძილიანობის შეგრძნება
 კრუნჩვა, თავბრუსხვევა, ტრიალის შეგრძნება, ყურებში ხმაურის შეგრძნება, ჩხვლეტის ან დაბუჟების შეგრძნება, გემოს შეგრძნების ცვლილება
 ყაბზობა, გართულებული მონელება, გაზების დაგროვება, პირის სიმშრალე
 კუნთების ტკივილი
 ღვიძლის დაზიანება, კანის და თვალების გაყვითლება (სიყვითლე)
 ხიხინი, ბუშტუკების წარმოქმნა (ჭინჭრის ციება), ქავილი, მომატებული ოფლიანობა
 დაღლილობა, ზოგადად ცუდად ყოფნის შეგრძნება, ცხელება

იშვიათი გვერდითი ეფექტებია (შესაძლებელია გავლენა მოახდინოს 1000 პაციენტიდან 1 პაციენტში):
 სისხლის თეთრი უჯრედების ნორმაზე ნაკლები რაოდენობა, რომელიც იცავს ინფექციებისგან და სისხლის უჯრედები, რომლებიც ხელს უწყობენ სისხლდენის შეჩერებას
 კანის წითელი ან იასამნისფერი გაუფერულება, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს თრომბოციტების ნაკლებობით, სისხლის სხვა უჯრედების ცვლილებები
 სისხლის ქიმიური ცვლილებები (სისხლში ქოლესტერინის, ცხიმების მაღალი დონე)
 სისხლში კალიუმის დაბალი დონე
 ციებ-ცხელება
 უჩვეულო ელექტროკარდიოგრამა (EჩG), გულის შეკუმშვათა სიხშირეს ან რითმის მხრივ ცვლილება
 ღვიძლის უკმარისობა
 ალერგიული რეაქციები (ზოგ შემთხვევაში მწვავე), მათ შორის ფართოდ გავრცელებული ბუშტუკოვანი გამონაყარი და კანის აქერცვლა, კანის მწვავე რეაქციები, ტუჩების ან სახის შეშუპება
 თმის ცვენა

სიხშირე არ არის ცნობილი, თუმცა შესაძლებელია გამოვლინდეს (არ შეიძლება შეფასდეს ხელმისაწვდომი მონაცემებით):
ჰიპერმგრძნობიარე რეაქცია კანის გამონაყარით, ციებ-ცხელებით, შესიებული ჯირკვლებით, სისხლში თეთრი უჯრედების რაოდენობის გაზრდით (ეოზინოფილია) და შინაგანი ორგანოების ანთება (ღვიძლის, ფილტვების, გულის, თირკმლებისა და მსხვილი ნაწლავის) (წამლისმიერი რეაქცია ან გამონაყარი ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DღEშშ))

მიღების წესი:
აღნიშნული მედიკამენტი ყოველთვის მიიღება ექიმის რეკომენდაციის ზუსტი დაცვით. რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
კაფსულა უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, ჭიქა წყალის მიყოლებით. უმჯობესია კაფსულების მიღება მოხდეს ყოველ დღე ერთადაიგივე დროს.

Status

რეცეფტული

ამ პროდუქტის დეტალები არ არის ხელმისაწვდომი.

ფლუკონა–დენკი 100მგ 10 ტაბლეტი
14.00

In stock