სრული აღწერა:
გრანი-დენკ 1მგ/მლ შეიცავს ნივთიერება გრანისეტრონს. იგი მიეკუთვნება ე.წ “5-HT3 რეცეპტორების ანტაგონისტების”, იგივე ღებინების საწინააღმდეგო პრეპარატების ჯგუფს.
გრანი-დენკ 1მგ/მლ გამოიყენება სხვა პრეპარატებით, მათ შორის სიმსივნის სამკურნალოდ ჩატარებული ქიმიოთერაპიით ან სხივური თერაპიით გამოწვეული ან ოპერაციის შემდეგ განვითარებული გულისრევის და ღებინების პრევენციის ან მკურნალობის მიზნით.
საინექციო ან საინფუზიო ხსნარი შეიძლება დაინიშნოს მოზრდილებსა და ბავშვებში 2 წლის ასაკიდან.
შემადგენლობა:
– აქტიური ნივთიერება არის გრანისეტრონი (ჰიდროქლორიდის სახით).
თითოეული 1მლ ამპულა შეიცავს 1მგ გრანისეტრონს, გრანისეტრონის ჰიდროქლორიდის სახით 1მლ სტერილურ ხსნარში.
თითოეული 3მლ ამპულა შეიცავს 3მგ გრანისეტრონს, გრანისეტრონის ჰიდროქლორიდის სახით 3მლ სტერილურ ხსნარში.
– სხვა დამხმარე ინგრედიენტებია: ნატრიუმის ქლორიდი, ლიმონის მჟავას მონოჰიდრატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი და საინექციო წყალი.
შესაძლო გვერდითი ეფექტები:
ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ მედიკამენტსაც შესაძლებელია ჰქონდეს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
თუ პაციენტს გამოუვლინდება ქვემოთ მითითებული პრობლემები, მან დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს:
– ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსია). მისი ნიშნებია ხორხის, სახის, ენის და პირის ღრუს შეშუპება, სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება.
სხვა გვერდითი ეფექტები, რაც შესაძლებელია განვითარდეს აღნიშნული პრეპარატის მიღების დროს:
ძალიან ხშირი (ვლინდება 10-დან 1 მომხმარებელთან):
– თავის ტკივილი;
– ყაბზობა. მკურნალი ექიმი გააკონტროლებს პაციენტის მდგომარეობას.
ხშირი (ვლინდება 1-დან 10-მდე მომხმარებელთან 100 პაციენტიდან):
– პრობლემები ძილის მხრივ (უძილობა);
– ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების ცვლილება, რაც შესაძლებელია გამოვლინდეს სისხლის ანალიზებით;
– ფაღარათი.
არახშირი (ვლინდება 1-დან 10-მდე მომხმარებელთან 1,000 პაციენტიდან):
– გამონაყარი ან კანის მხრივ გამოვლენილი ალერგიული რეაქციები ან ჭინჭრის ციება (ურტიკარია). მისი ნიშნები შეიძლება იყოს სიწითლე, ქავილის გამომწვევი ამობურცული ადგილები;
– ცვლილებები გულისცემის (რითმის) და ეკგ-ს მხრივ (გულის ელექტრული აქტივობის ჩანაწერი);
– უჩვეულო, უნებლიე მოძრაობები, მათ შორის კანკალი, კუნთების რიგიდობა და კონტრაქტურები;
– სეროტონინის სინდრომი. ნიშნები შეიძლება მოიცავდეს: დიარეა, გულისრევა, ღებინება, მაღალი ტემპერატურა და არტერიული წნევა, ჭარბოფლიანობა და უჩვეულო გულის რითმი, აღგზნება, დაბნეულობა, ჰალუცინაციები, კანკალი, კუნთის კანკალი, შეკუმშვა ან დაჭიმულობა, კოორდინაციის დაკარგვა და მოუსვენრობა.
მიღების წესი:
ინექცია კეთდება მხოლოდ ექიმის ან ექთნის მიერ. გრანი-დენკ 1მგ/მლ-ის დოზა ცვალებადობს პაციენტის მიხედვით. იგი დამოკიდებულია პაციენტის ასაკზე, წონასა და იმაზე, იღებს თუ არა პრეპარატს, რომელიც გამოიყენება გულისრევის და ღებინების პრევენციის/მკურნალობის მიზნით. ექიმი შეარჩევს პაციენტისათვის შესაბამის დოზას.
გრანი-დენკ 1მგ/მლ ინიშნება ვენაში ინექციის სახით (ინტრავენურად).







