add_action('wp_footer', function () { ?>

სრული აღწერა:

ტრიამ-დენკი 40 ინექცია არის ანთების საწინააღმდეგო და ანტიალერგიულ პრეპარატი (გლუკოკორტიკოსტეროიდი).

ტრიამ-დენკი 40 ინექცია გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:

ინტრამუსკულარული ინექცია:

–          როდესაც საჭიროა კორტიკოსტეროიდებით მკურნალობა დიდი დოზებით, მათ შორის ზოგიერთი ტიპის ალერგია და დერმატოლოგიური და შემართებელი ქსოვილის დაავადებები;

–          სეზონური ალერგიების დროს შესაძლებელია მთელი პერიოდის განმავლობაში მიაღწიონ სიმპტომების რემისიას ერთი ინტრამუსკულარული ინექციის საშუალებით;

ინტრა-არტიკულური ინექცია:

–          ტკივილის და შეშუპების შესამცირებლად, მოძრაობის მნიშვნელოვან გაუმჯობესებასთან ერთად;

–          რევმატოიდული ართრიტით, ოსტეოართრიტით და პოდაგრის დროს მიმდინარე მწვავე ართრიტით გამოწვეული სახსრის ტკივილის, შეშუპების და რიგიდობის შემსუბუქება.

ადგილობრივი ინექცია:

–          მწვავე და ქვემწვავე ბურსიტი, ეპიკონდილიტი, ტენდინიტი და მწვავე, არასპეციფიკური ტენოსინოვიტი.

შემადგენლობა:

  •         აქტიურ ნივთიერებას წარმოადგენს ტრიამცინოლონის აცეტონიდს. ერთი ცალი 2 მლ-იანი ამპულა 1 მლ სუსპენზიით შეიცავს, 40 მგ ტრიამცინოლონის აცეტონიდს.
  •         სხვა დამხმარე ნივთიერებებია ბენზილის სპირიტი 10 მგ/1 მლ, პოლიეთილენ-გლიკოლი 4000, კარბოქსიმეთილცელულოზას ნატრიუმი, პოლისორბატ 80, ნატრიუმის ქლორიდი, მეთილის პ-ჰიდროქსიბენზოატი, პროპილ პ-ჰიდროქსიოქსიბენზოატი, საინექციო წყალი.

შესაძლო გვერდითი ეფექტები:

ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

გვერდითი ეფექტების სიხშირე დახარისხებულია შემდეგნაირად:

ძალიან ხშირი:           უფრო მეტი ვიდრე 10-ში 1;

ხშირი: მეტი ვიდრე 100-ში 1, მაგრამ ნაკლები ვიდრე 10-ში 1

არახშირი:    მეტი ვიდრე 1 1000-ში, მაგრამ ნაკლები ვიდრე 100-ში 1

იშვიათი:       მეტი ვიდრე 10 000-ში ერთი, მაგრამ ნაკლები ვიდრე ერთი 1000-ში

ძალიან იშვიათი:      1 ან ნაკლები 10 000, ინდივიდუალური შემთხვევების ჩათვლით

უცნობი სიხშირით:  არსებული მონაცემების საფუძველზე ვერ მოხერხდა შეფასება

სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ:

ზომიერი ლეიკოციტოზი, ლიმფოპენია, ეოზინოფილია, პოლიგლობულია.

იმუნური სისტემის მხრივ

იმუნური სისტემის დასუსტება, ინფექციის შენიღბვა. ოპორტუნისტული ინფექციები, ტუბერკულოზის რეციდივი, ჰიპერმგრძნობელობა, სისუსტე.

ენდოკრინოლოგიური დარღვევები:

ხანგრძლივი მკურნალობის ყველაზე დიდ რისკს წარმოადგენს თირკმელზედა ჯირკვლის სუპრესია და კუშინგოიდური სიმპტომების გამოწვევა (მთვარისებრი სახე, ტორსის სიმსუქნე). ზრდის შეჩერება ბავშვებში და მოზარდებში, სქესობრივი ჰორმონების სეკრეციის დარღვევა (მენტსტრუაციის შეწყვეტა, სხეულის ჭარბთმიანობა, იმპოტენცია). ჰირსუტიზმი, გლუკოზის ტოლერანტობის დაქვეითება, დიაბეტი.

მეტაბოლიზმი და საკვებ-მომნელებელი სისტემის მხრივ დარღვევები:

წონის მომატება, აზოტის ნეგატიური ბალანსი, ნატრიუმის შეკავება და შეშუპების განვითარება, კალიუმის ექსკრეციის გაზრდა (სიფრთხილე: გულის რითმის დარღვევა).

ფსიქიატრიული დარღვევები:

ეიფორია, ფსიქოლოგიური დამოკიდებულება, დეპრესია, უძილობა. შიზოფრენიის მიმდინარეობის გაუარესება, გაღიზიანება, ენერგიისა და მადის გაძლიერება.

ნერვული სისტემის მხრივ:

იდიოპათიური ინტრაკრანიალური ჰიპერტენზია, ლატენტური ეპილეფსიის გამოვლენა, ნევრიტი, პარესთეზია. ინტრაკრანიალური ჰიპერტენზია გამოვლინდა ბავშვებში სტეროიდებით ხანგრძლივი დროის განმავლობაში მკურნალობის შეწყვეტის დროს.

გულის მხრივ დარღვევები:

ჰიპერტენზია, გულის წასვლა, გულის უკმარისობა, გულის რითმის დარღვევა.

დარღვევები სისხლძარღვების მხრივ:

მანეკტროზებელი ანგიიტი, არტერიოსკლეროზის და თრომბოზის განვითარების გაზრდილი რისკი, სისხლძარღვების ანთება (ვასკულიტი; იგი ასევე ვლინდება მოხსნის სინდრომის დროს ხანგრძლივი დროის განმავლობაში მკურნალობის შემდეგ).

თვალის მხრივ დარღვევები:

გაზრდილი თვალშიდა წნევა, პაპილოედემა, რქოვანას ან სკლერას გათხელება, თვალის ვირუსული დაავადების გამწვავება. კატარაქტა, გლაუკომა, ეგზოფთალმი, რქოვანას პერფორაცია. სიბრმავე გამოვლინდა თვალის გარშემო მიდამოში ინექციისას. სისტემური კორტიკოსტეროიდებით მკურნალობისას გამოვლინდა ბადურის ქვეშ სითხის დაგროვების რისკის მომატება, რის დროსაც ასევე იზრდება ბადურის ჩამოშლის ალბათობა (ცენტრალური სეროზული ქორიორეტინოპათია).

გასტროინტესტინალური ტრაქტის მხრივმხრივ დარღვევები:

გულისრევა, დისპეპსია, პეპტიური წყლული პერფორაციის ან ჰემორაგიის რისკით, მუცლის შებერილობა, საყლაპავის დაწყლულება, საყლაპავის კანდიდოზი, მწვავე პანკრეატიტი.

კანი და კანქვეშა ქსოვილის მხრივ დარღვევები:

კანის შეხორცების დარღვევა, კანის ატროფია, დალურჯება, სტრიები, ტელანგიექტაზია, აკნე, კანზე ბუშტუკების გაჩენა (მილიარია), სხეულის თმიანობის მომატება (ჰიპერტრიქოზი), თმის ფოლიკულების ანთება (ფოლიკულიტი), პიგმენტური ცვლილებები, ოფლიანობის გაძლიერება, კანის და ლორწოვანი გარსების სისხლჩაქცევები (პეტექია, ეკხიმოზი), კანის ანთება პირის გარშემო (პერიორალური დერმატიტი).

არახშირად: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მაგალითად ეგზანთემა.

ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილების მხრივ დარღვევები:

ოსტეოპოროზი (ხანმოკლე და დაბალ დოზიანმა მკურნალობამაც კი შესაძლებელია გამოიწვიოს ძვლოვანი მასის შემცირება), ხერხემლის და ლულოვანი ძვლების მოტეხილობები, არტერიოსკლეროზი, მყესის გაგლეჯა, კუნთოვანი ატროფია და ადინამია, ასეპტიკური ოსტეონეკროზი (მხრის და თეძოს ძვლის თავის).

ზოგადი დარღვევები:

არახშირად: შესაძლებელია განვითარდეს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (მათ შორის ანაფილაქსიური რეაქციები), როგორიც არის სიწითლე, კანზე ბუშტუკების გაჩენა და კარდიოვასკულარული რეაქციები, რაც არ არის დამოკიდებული შეყვანის გზაზე და სიხშირეზე.

ინტრა-არტიკულური ინექცია:

ტკივილი და სხვა სახის ადგილობრივი სიმპტომები შესაძლებელია გაგრძელდეს მცირე ხანი მანამ, სანამ არ მოხდება სიმპტომების ეფექტური შემსუბუქება, თუმცა სახსარში დისკომფორტის შეგრძნება იშვიათია. შესაძლებელია განვითარდეს ადგილობრივი ცხიმოვანი ქსოვილის ატროფია, თუ ინექციის შეყვანა არ მოხდება სახსრის სივრცეში, თუმცა იგი დროებითია და ქრება რამდენიმე კვირის ან თვის შემდეგ.

ინტრადერმული ინექცია:

შესაძლებელია გამოვლინდეს ადგილობრივი გაღიზიანების და აუტანლობის ნიშნები (სიცხის შეგრძნება, კანის გაღიზიანება, მუდმივი ტკივილი). გამოვლინდა სტერილური აბსცესი, ჰიპერ და ჰიპოპიგმენტაცია და კანქვეშა და კანის ატროფია (რაც ჩვეულებრივ ქრება, თუ თავად ძირითადი დაავადების პროცესი არ არის ატროფიული).

სხვა შესაძლო გვერდითი ეფექტები:

იშვიათად: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები შესაძლებელია განვითარდეს ბენზილის სპირტის გამო. მეთილ პ-ჰიდროქსიბენზოატმა და პროპილ პ-ჰიდროქსიბენზოატმა შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები (შესაძლებელია დაგვიანებული), და განსაკუთრებით, ბრონქოსპაზმი

მიღების წესი:

მოზრდილები და 16 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები:

სავარაუდო საწყისი დოზა შეადგენს 40 მგ (1 მლ), რომელიც შეჰყავთ ღრმად, დუნდულა კუნთის ზედა, გარეთა მეოთხედში (არა ინტრავენურად ან კანქვეშ). მომდევნო დოზები დამოკიდებულია პაციენტის რეაქციაზე და სიმპტომების შემსუბუქების პერიოდზე. მძიმე შემთხვევებში შესაძლებელია საჭირო გახდეს 80 მგ-მდე ტრიამცინოლონის აცეტონიდის დოზის შეყვანა. დუნდულა კუნთში ღრმა ინექციისას ხდება ქსოვილოვანი ატროფიისგან თავის არიდება, რაც შესაძლებელია განვითარდეს სხვა შემთხვევაში. ინექციის შემდეგ სტერილური ტამპონი მჭიდროდ უნდა დაეჭიროს ინექციის ადგილას 1-2 წუთის განმავლობაში, რათა თავიდან იქნას აცილებული სუსპენზიის უკუდინება ინექციის ადგილიდან.

პაციენტებს, რომელთაც აღენიშნებათ ალერგიული რინიტი ან ყვავილის მტვერით გამოწვეული ასთმა (პოლინოზი) და რომელიც არ ექვემდებარება ზოგად მკურნალობას, 40 მგ დოზის შეყვანის შემდეგ შესაძლებელია აღენიშნებოდეთ სიმპტომების რემისია, რაც შესაძლებლია გაგრძელდეს მთელი ყვავილობის სეზონის განმავლობაში. თუ რამდენიმე ინექცია არის საჭირო, მაშინ ინექციებს შორის ინტერვალი უნდა იყოს სულ მცირე 4 კვირა.

Status

რეცეფტული

ამ პროდუქტის დეტალები არ არის ხელმისაწვდომი.