სრული აღწერა:
ლოსარტანი მიეკუთვნება პრეპარატის კლასს, რომლებიც ცნობილია ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორის ანტაგონისტების სახელით. ნივთიერება ანგიოტენზინ II წარმოიქმნება ადამიანის სხეულში და ხელს უწყობს არტერიული წნევის დარეგულირებას. ის უერთდება სისხლძარღვების რეცეპტორებს და ავიწროვებს მათ. ეს იწვევს არტერიული წნევის მომატებას. როდესაც, არტერიული წნევა მაღალია, ანგიოტენზინ II გარკვეულწილად მონაწილეობს მომატებული არტერიული წნევის შენარჩუნებააში. ლოსარტანი ხელს უშლის ანგიოტენზინის II-ის მიერთებას თავიანთ რეცეპტორებზე, შესაბამისად ეს იწვევს სისხლძარღვების მოდუნებას და არტერიული წნევის დაწევას.
ლოსარტანი აფერხებს თირკმლის დაზიანებას იმ პაციენტებში, ვისაც აღენიშნება მაღალი არტერიული წნევა და მე-2 ტიპის დიაბეტი.
შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება არის ლოსარტანის კალიუმი.
ლოსარ-დენკ 50-ის თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 50 მგ ლოსარტანის კალიუმს, რაც ექვივალენტურია 45.8 მგ ლოსარტანის.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, პრეჟელატინირებული სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი [მცენარეული], ჰიდროქსიპროპილის ცელულოზა, ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი.
შესაძლო გვერდითი ეფექტები:
სხვა პრეპარატების მსგავსად, ლოსარ-დენკ 50-მაც შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვლინდება.
თუ პაციენტს გამოუვლინა ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელიმე, მაშინ ლოსარ-დენკი 50-ით მკურნალობა უნდა შეწყდეს და დაუყოვნებლივ მიემართოს მკურნალ ექიმს ან უახლოეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებას ან საავადმყოფოს:
მწვავე ალერგიული რეაქციები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გამონაყარი, ქავილი, ასევე სახის, ტუჩების, პირის ღრუს ან ხახის შეშუპება, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს ყლაპვის და სუნთქვის გაძნელებასთან.
ეს არის სერიოზული, თუმცა იშვიათი გვერდითი რეაქცია, რომელიც ვლინდება 10,000-დან 1-ზე მეტ პაციენტში და 1,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში. პაციენტს შესაძლებელია დასჭირდეს სასწრაფო სამედიცინო ჩარევა ან ჰოსპიტალიზაცია.
ლოსარტანის მიღებისას გამოვლინდა შემდეგი, ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტები:
ხშირი (შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1 პაციენტში)
– თავბრუსხვევა;
– დაბალი არტერიული წნევა (განსაკუთრებით ორგანიზმიდან წყლის ჭარბი დაკარგვის შემდეგ, მაგ: პაციენტებში, გულის მწვავე უკმარისობით ან შარდმდენების მაღალი დოზებით მკურნალობისას);
– დოზასთან დაკავშირებული ორთოსტატული ეფექტები, როგორიცაა: არტერიული წნევის დაქვეითება, მწოლიარე ან მჯდომარე პოზიციიდან ადგომისას;
– სისუსტე;
– დაღლილობის შეგრძნება
– გლუკოზის ძალიან დაბალი დონე სისხლში (ჰიპოგლიკემია);
– კალიუმის მომატებული დონე სისხლში (ჰიპერკალემია);
– თირკმლის ფუნქციის ცვლილებები, მათ შორის თირკმლის უკმარისობა;
– სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ანემია);
– სისხლში შარდოვანას, შრატში კრეატინინის და შრატის კალიუმის მომატება, გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში.
არახშირი (შეიძლება გამოვლინდეს 100-დან 1 პაციენტში)
– ძილიანობა;
– თავის ტკივილი;
– ძილის დარღვევა;
– გულის ფრიალი ან გახშირებული გულისცემა;
– ძლიერი ტკივილი გულმკერდის მიდამოში (სტენოკარდია);
– სუნთქვის უკმარისობა (დისპნოე);
– მუცლის ტკივილი;
– ყაბზობა,
– ფაღარათი,
– გულისრევა;
– ღებინება;
– ჭინჭრის ციება (ურტიკარია)
– ქავილი (პრურიტუსი)
– გამონაყარი
– ლოკალიზებული შეშუპება
– ხველა
იშვიათი (შეიძლება გამოვლინდეს 1,000-დან 1 პაციენტში)
– ჰიპერმგრძნობელობა;
– მწვავე ალერგიული რეაქცია, რომელიც ხასიათდება გამონაყარით, ქავილით, სახის, ტუჩების, პირის ღრუს და ყელის შეშუპებით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება (ანგიოედემა);
– სისხლძარღვების ანთებითი დაზიანება (ვასკულიტი, მათ შორის ჰენოქ-შოენლეინის პურპურა),
– დაბუჟების ან ჩხვლეტის შეგრძნება (პარესთეზიები);
– გულის წასვლა (სინკოპე).
– სწრაფი გულიცემა და არითმიები (მაგ. წინაგულების ფიბრილაცია),
– ინსულტი;
– ღვიძლის ანთებითი დაზიანება (ჰეპატიტი),
– ალანინ ამინოტრანსფერაზების დონის მომატება (ALთ; სისხლის ტესტები ღვიძლის ფუნქციის შესამოწმებლად) სისხლში, ის ხშირად ისევ იკლებს მკურნალობის შეწვეტის შემდეგ.
უცნობი სიხშირით: (არსებული მონაცემების საფუძველზე, სიხშირე ვერ შეფასდება)
– თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია),
– შაკიკი,
– ღვიძლის ფუნქციის დარღვევა,
– კუნთების და სახსრების ტკივილი,
– გრიპის-მსგავსი სიმპტომები,
– ზურგის ტკივილი და საშარდე გზების ინფექციები
– მომატებული მგრძნობელობა მზის სხივების მიმართ, შესაძლოა გამოიწვიოს სიწითლე მზეზე ყოფნის შემდეგ (ფოტომგრძნობელობა),
– კუნთების აუხსნელი ტკივილი, მუქი (ჩაის ფერის) შარდით (რაბდომიოლიზი),
– იმპოტენცია
– პანკრეასის ანთება (პანკრეატიტი)
– ნატრიუმის დაბალი დონე სისხლში (ჰიპონატრიემია)
– დეპრესია
– ზოგადად ცუდად ყოფნა (სისუსტე)
– ყურებში შუილის, ზუზუნის, ხმაურის ან წკაპუნის შეგრძნება (ტინიტუსი)
– გემოვნების დარღვევა (დისგეუზია).
ბავშვებში გვერდითი მოვლენები მსგავსია მოზრდილებში არსებულის.
მიღების წესი:
ლოსარ-დენკ 50 ყოველთვის მიიღება მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, მან უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
მკურნალი ექიმი შეარჩევს შესაბამის დოზას პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით და იქიდან გამომდინარე ჯერ კიდევ იღებს თუ არა პაციენტი სხვა მედიკამენტებს. მნიშვენელოვანია რომ ლოსარ-დენკ 50-ით მკურნალობა გაგრძელდეს მკურნალი ექიმის მიერ მითითებული ხანგრძლივობით, რათა შეუფერხებლად მოხდეს არტერიული წნევის გაკონტროლება.







