სრული აღწერა:
მეტფორმინ დენკი 850 შეიცავს მეტფორმინს, დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტს. იგი მიეკუთვნება ბიგუანიდის სახელწოდებით ცნობილ მედიკამენტების ჯგუფს.
ინსულინი არის პანკრეასის მიერ გამომუშავებული ჰორმონი, რომელიც აიძულებს ორგანიზმს სისხლის გლუკოზის (შაქრის) მიღებას. ორგანიზმი იყენებს გლუკოზას ენერგიის გამომუშავებისათვის ან ინახავს მას მომავალი გამოყენებისთვის.
დიაბეტის დროს, პანკრეასი ვერ გამოიმუშავებს საკმარისი რაოდენობით ინსულინს, ან სხეულს არ შესწევს უნარი გამომუშავებული ინსულინი სწორედ გამოიყენეოს, რაც იწვევს გლუკოზის დონის მომატებას სისხლში. მეტფორმინ დენკ 850 ხელს უწყობს სისხლში გლუკოზის შემცირებას, ჩვეულ ნიშნულამდე.
თუ პაციენტი არის ჭარბწონიანი ზრდასრული და მოიხმარს მეტფორმინ დენკ 850-ს დიდი ხნის განმავლობაში, ასევე მცირდება დიაბეტით გამოწვეული გართულების განვითარების რისკი. მეტფორმინ დენკ 850 ხელს უწყობს სხეულის წონის შენარჩუნებას ან უმნიშვნელოდ ამცირებს მას.
მეტფორმინ დენკი 850 გამოიყენება 2 ტიპის შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში (ე/წ არა-ინსულინზე დამოკიდებული დიაბეტი), როცა მხოლოდ დიეტა ან ფიზიკური დატვირთვა შესაბამისად ვერ არეგულირებს გლუკოზის დონეს. იგი ძირითადად გამოიყენება ჭარბწონიან პაციენტებში.
მოზრდილებში მეტფორმინ დენკ 850 შესაძლებელია მიღებული იქნას როგორც მონოთერაპიის, ასევე კომბინირეული თერაპიის სახით ანტიდიაბეტურ საშუალებებთან ერთად (პერორალურად მისაღები ან ინსულინი).
10 წლიდან ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში: მეტფორმინ დენკ 850-ის მიღება შესაძლებელია მონოთერაპიის სახით, ან ინსულინთან ერთად.

შემადგენლობა:
• აქტიური ნივთიერება არის მეტფორმინი. თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 850 მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდს, რაც შეესაბამება 662,8 მგ მეტფორმინს.
• დამხმარე ნივთიერებებია: ჰიპრომელოზა, პოვიდონი K25, მაგნიუმის სტეარატი [მცენარეული], მაკროგოლ 6000, ტიტანის დიოქსიდი.

შესაძლო გვერდითი ეფექტები:
ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა იგი ყველას არ უვლინდება. შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი გვერდითი ეფექტები:
მეტფორმინ დენკ 850-მა შეიძლება გამოიწვიოს ძალიან იშვიათი (10,000 პაციენტიდან – 1-მდე შემთხვევაში), თუმცა ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტი – ლაქტაციდოზი (იხ. პუნქტი ‘’გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“). ამ შემთხვევაში, უნდა შეწყდეს მეტფორმინ დენკ 850-ის მიღება და დაუყოვნებლივ მიემართოს ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს, რადგანაც ლაქტაციდოზმა შეიძლება გამოიწვიოს კომა.
ძალიან ხშირი გვერდითი ეფექტები
(10 პაციენტიდან 1 შემთხვევაში)
• პრობლემები საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ, როგორიც არის ავადმყოფობის შეგრძნება (გულისრევა), ავადმყოფობა (ღებინება), დიარეა, მუცლის ტკივილი და მადის დაკარგვა. აღნიშნული გვერდითი ეფექტები ძირითადად ვლინდება მეტფორმინით მკურნალობის საწყის ეტაპზე. აღნიშნულის თავიდან აცილების მიზნით, მეტფორმინ დენკი 850 მიიღება ჭამის დროს ან მის შემდეგ. თუ სიმპტომები გაგრძელდა, უნდა შეწყდეს მეტფორმინ დენკ 850-ის მიღება და მიემართოს ექიმს.
ხშირი გვერდითი ეფექტები
(10 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში)
• გემოვნების მხრივ ცვლილებები
ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები
(10,000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლები)
• ლაქტაციდოზი. ძალიან იშვიათი, მაგრამ სერიოზული გვერდითი გართულებებით, განსაკუთრებით მაშინ, თუ თირკმელები ვერ ფუნქციონირებს შესაბამისად. ლაქტაციდოზის ნიშნები არა-სპეციფიკურია (იხ. პუნქტი „გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები“)
• ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების დარღვევები ან ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება, რაც იწვევს დაღლილობას, მადის დაქვეითებას, წონის კლებას, კანის სიყვითლეს ან თვალის გათეთრებას). ამ ყველაფრის გამოვლინების შემთხვევაში, უნდა შეწყდეს მეტფორმინ დენკ 850-ის მიღება და მიემართოს მკურნალ ექიმს.
• კანის მხრივ რეაქციები, როგორიც არის სიწითლე (ერითემა), ქავილი ან ქავილის გამომწვევი გამონაყარი (ჭინჭრის ციება).
• ვიტამინ B12-ის დონის შემცირება სისხლში.

ბავშვები და მოზარდები
არსებობს შეზღუდული მონაცემები იმის შესახებ, რომ ბავშვებსა და მოზარდებში გამოვლენილი გვერდითი ეფექტები ბუნებითა და სიმწვავით მსგავსია მოზრდილთა შემთხვევაში განვითარებული გვერდითი მოვლენების.

მიღების წესი:
ეს მედიკამენტი ყოველთვის მიიღება მკურნალი ექიმის რეკომენდაციის ზუსტი დაცვით. რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
მეტფორმინ დენკ 850 არ ცვლის ცხოვრების ჯანსაღ წესს. უნდა მოხდეს ექიმის რეკომენდებული დიეტის დაცვა და ასევე რეგულარული ვარჯიში.
ასევე ხელმისაწვდომია მეტფორმინ ჰიდროქლორიდის 500 და 1000 მგ-იანი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, დოზირების ინდივიდუალური მოთხოვნების დასარეგულირებლად.

 

Status

რეცეფტული

ამ პროდუქტის დეტალები არ არის ხელმისაწვდომი.

მეტფორმინ დენკი 850მგ 30 ტაბლეტი
4.00

In stock