სრული აღწერა:
ენა-დენკ 20 წარმოადგენს აგფ-ინჰიბიტორს (ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორი), ანუ ანტიჰიპერტენზიულ პრეპარატს, რომელიც ამცირებს დატვირთვას გულზე. გამოიყენება:
– მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) სამკურნალოდ,
– გულის უკმარისობის სამკურნალოდ – გამოიყენება დამატებით დიურეტიკებთან ერთად, ხოლო გულის მწვავე უკმარისობის შემთხვევაში, დიგიტალისთან ერთად.
შემადგენლობა:
• აქტიური ნივთიერება არის ენალაპრილი (მალეატის სახით). თითოეული ტაბლეტი შეიცავს 20 მგ ენალაპრილის მალეატს.
• სხვა ნივთიერებებია ნატრიუმის წყალბადის კარბონატი, ლაქტოზის მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი, სიმინდის სახამებელი, ტალკი, რკინის (III) ოქსიდი, რკინის ჰიდრატირებული (III) ოქსიდი.
შესაძლო გვერდითი ეფექტები:
ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა იგი ყველას არ უვლინდება
ამ მედიკამენტის მიღების დროს შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი გვერდითი ეფექტები:
უნდა შეწყდეს ამ მედიკამენტის მიღება და დაუყოვნებლივ მიემართოს ექიმს, თუ გამოვლინდა ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე:
• სახის, ტუჩების, ენის და ყელის შეშუპება, რაც იწვევს ყლაპვის და სუნთქვის გართულებას
• ხელების, ტერფების ან კოჭების შეშუპება
• თუ განვითარდა კანზე წითელი გამონაყარი (ჭინჭრის ციება).
ასევე გათვალისწინებული უნდა იყოს, რომ მსგავსი ტიპის რეაქციების გამოვლენის უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან შავკანიანი პაციენტები. თუ გამოვლინდა ზემოთ აღნიშნულიდან რომელიმე, უნდა შეწყდეს ამ მედიკამენტის მიღება და დაუყონებლივ მიემართოს ექიმს.
ამ მედიკამენტის მიღების დაწყებისას, პაციენტმა შეიძლება იგრძნოს სისუსტე და თავბრუსხვევა. თუ გამოვლინდა აღნიშნული, პაციენტს დაეხმარება დაწოლა. ეს გამოწვეულია არტერიული წნევის დაცემით. აღნიშნული მდგომარეობა გაუმჯობესდება, თუ პაციენტი გააგრძელებს მედიკამენტის მიღებას. უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს, თუ პაციენტი ნერვიულობს.
სხვა გვერდითი ეფექტები მოიცავს:
ძალიან ხშირად (შეიძლება გამოვლინდეს 10 პაციენტიდან 1-ზე მეტ შემთხვევაში)
• თავბრუსხვევის, სისუსტის ან ავადმყოფობის შეგრძნება
• დაბურული მხედველობა
• ხველა
ხშირად (შეიძლება გამოვლინდეს 10 პაციენტიდან 1-მდე შემთხვევაში)
• არტერიული წნევის დაცემით გამოწვეული მსუბუქი პრესინკოპე, ცვლილებები გულის რითმის მხრივ, სწრაფი გულისცემა, სტენოკარდია ან ტკივილი გულ-მკერდის არეში
• თავის ტკივილი, დეპრესია, სინკოპე, ცვლილებები გემოვნების შეგრძნების მხრივ
• ქოშინი
• დიარეა, მუცლის ტკივილი
• დაღლილობა (დაქანცულობა)
• გამონაყარი, ალერგიული რეაქციები სახის, ტუჩების, ენის ან ხორხის შეშუპებით, სუნთქვის და ყლაპვის გართულებით
• სისხლში კალიუმის მაღალი დონე, სისხლში კრეატინინის დონის მომატება (როგორც წესი ორივე ვლინდება ანალიზების მეშვეობით)
არახშირი (შეიძლება გამოვლინდეს 100 პაციენტიდან 1-მდე შემთხვევაში)
• გაწითლება
• არტერიული წნევის უეცარი დაცემა
• სწრაფი ან არათანაბარი გულის რითმი (გულისცემა)
• გულის შეტევა (ზოგიერთი მაღალი-რისკის ქვეშ მყოფი პაციენტებისათვის, შესაძლებელია გამოწვეული იყოს ძალიან დაბალი არტერიული წნევით, მათ შორის მათში, ვისაც აქვთ გულის ან ტვინის სისხლის მომოქცევის მხრივ პრობლემები)
• ინსულტი (მაღალი-რისკის ქვეშ მყოფი პაციენტებისათვის შესაძლებელია გამოწვეული იყოს ძალიან დაბალი არტერიული წნევით)
• ანემია (აპლაზური და ჰემოლიზური)
• დაბნეულობა, უძილობა და ძილიანობა, ნერვოზულობა
• კანზე ჩხვლეტის და დაბუჟების შეგრძნება
• ვერტიგო (ძლიერი თავბრუსხვევის შეგრძნება)
• ყურებში ხმაურის შეგრძნება (ტინიტუსი)
• სურდო, ფარინგიტი ან დისფონია
• ასთმასთან დაკავშირებული შებოჭილობის შეგრძნება მკერდის არეში
• ნაწლავში საკვების ნელი გადაადგილება (ნაწლავის გაუვალობა), პანკრეასის ანთება
• ავადმყოფობა (გულისრევა), დისპესია, ყაბზობა, ანორექსია
• კუჭის გაღიზიანება (გასტრალური გაღიზიანება), პირის სიმშრალე, წყლული
• კუნთის სპაზმი
• დარღვევები თირკმელის ფუნქციის მაჩვენებლების მხრივ, თირკმელის უკმარისობა
• მომატებული ოფლიანობა
• ქავილი ან ჭინჭრის ციება
• თმის ცვენა
• მუდმივად ცუდად ყოფნის შეგრძნება (დისკომფორტი), მაღალი ტემპერატურა (ცხელება)
• იმპოტენცია
• შარდში ცილების მაღალი დონე (გამოვლინდება ანალიზებით)
• სისხლში გლუკოზის ან ნატრიუმის დაბალი დონე, სისხლში შარდოვანას მაღალი დონე (ვლინდება ანალიზებით)
იშვიათად (შეიძლება გამოვლინდეს 1,000 პაციენტიდან 1-მდე შემთხვევაში)
• რეინოს სინდრომი, როდესაც შეიძლება ძალიან გაცივდეს და გათეთრდეს ხელები და ფეხები, სისხლის მიმოქცევის შესუსტების გამო
• სისხლის მაჩვენებლების ცვლილებები, როგორიც არის სისხლის წითელი და თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება, დაბალი ჰემოგლობინი, თრომბოციტების დაბალი რაოდენობა
• ძვლის ტვინის დეპრესია
• კისრის, იღლიის და საზარდულის ლიმფური კვანძების შეშუპება
• აუტოიმუნური დაავადებები
• უცნაური სიზმრები და ძილის მხრივ დარღვევები
• სითხის ან სხვა ნივთიერებების დაგროვება ფილტვებში (როგორც ეს ჩანს რენტგენულ გამოკვლევებში)
• ცხვირის ანთება
• ფილტვების ანთებით გამოწვეული გართულებული სუნთქვა (პნეუმონია)
• ლოყის, ღრძილების, ენის, ტუჩების, ხორხის ანთება
• შარდის გამოყოფის შემცირება
• მიშენური გამონაყარი (მულტიფორმული ერითემა)
• ‘სტივენ-ჯონსონის სინდრომი’ და ‘ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი’ (კანის მხრივ სერიოზული დაავადება, როდესაც კანი წითლდება, იქერცლება, იფარება ბუშტუკებით, ან იარები), ექსფოლიაციური დერმატიტის / ერითროდერმა (კანის მწვავე გამონაყარი აქერცვლით, ან კანის აქერცვლა), პემფიგუსი (პატარა სითხით-სავსე გამონაყარი კანზე)
• ღვიძლის ან ნაღვლის ბუშტის მხრივ დარღვევები, როგორიც არის ღვიძლის ფუნქციის შესუსტება, ღვიძლის ანთება, სიყვითლე (კანის და თვალების გაყვითლება), ღვიძლის ფერმენტების ან ბილირუბინის მომატებული დონე (ვლინდება ანალიზებით)
• მამაკაცებში მკერდის გაზრდა (გინეკომასტია)
ძალიან იშვიათად (შეიძლება გამოვლინდეს 10,000 პაციენტიდან 1-მდე შემთხვევაში)
• ნაწლავის შეშუპება (ნაწლავის ანგიოედემა)
უცნობი სიხშირით (არსებული მონაცემებით სიხშირე ვერ დადგინდა)
• ანტიდიურეზული ჰორმონის გამომუშავების მომატება, რაც იწვევს სითხის შეკავებას, შედეგად იწვევს სისუსტეს, დაღლილობას, დაბნეულობას
• გამოვლინდა სიმპტომების კომპლექსი, რომელიც მოიცავს ჩამოთვლილთაგან ერთ ან ყველა სიმპტომს: ცხელება, სისხლძარღვების ანთება (სეროზიტი / ვასკულიტი), კუნთების ტკივილი (მიალგია / მიოზიტი), სახსრების ტკივილი (ართრალგია / ართრიტი). შეიძლება გამოვლინდეს გამონაყარი, ფოტოსენსიტიურობა და სხვა კანის მხრივ დარღვევები
მიღების წესი:
ეს მედიკამენტი ყოველთვის მიიღება ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციის შესაბამისად. პრეპარატის მიღების შესახებ, რაიმე ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
მნიშვნელოვანია ამ მედიკამენტის მიღება გაგრძელდეს ექიმის მიერ დანიშნული ხანგრძლივობით.
არ შეიძლება რეკომენდებულზე დიდი რაოდენობის ტაბლეტების მიღება.







