სრული აღწერა:
მედიკამენტის დასახელება არის ლევო-დენკ 500. ლევო-დენკ 500-ის ტაბლეტები შეიცავს მედიკამენტს სახელწოდებით ლევოფლოქსაცინი. იგი მიეკუთვნება იმ მედიკამეტების ჯგუფს, რომლებიც იწოდებიან ანტიბიოტიკებად. ლევოფლოქსაცინი ‘ქინოლონის’ ჯგუფის ანტიბიოტიკია. იგი კლავს მრავალი ინფექციის გამომწვევ ბაქტერიას ადამიანის ორგანიზმში.
ლევო-დენკ 500-ის ტაბლეტები გამოიყენება შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ:
სინუსიტი,
ფილტვები, იმ პაციენტებში, რომელთაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში ჰქონდათ სუნთქვის მხრივ პრობლემები ან პნევმონია
საშარდე გზები, მათ შორის თირკმელი და საშარდე ბუშტი,
პროსტატის ჯირკვლი, როდესაც პაციენტს აწუხებს ხანგრძლივი დროის განმავლობაში
კანისა და კანქვეშა ქსოვილის, მათ შორის “კუნთების”. რაც ასევე იწოდება ‘რბილ ქსოვილებად’.
ზოგიერთ განსაკუთრებულ შემთხვევებში ლევო-დენკ 500 შეიძლება გამოყენებული იყოს პულმონალური დაავადების, ე/წ ციმბირის წყლულის გამოვლენის, ან ისეთი დაავადების გამწვავების რისკის შესამცირებლად, რომლის შემდეგ პაციენტი დაუცველია ციმბირის წყლულის გამომწვევი ბაქტერიისადმი.
შემადგენლობა:
• აქტიური ნივთიერება არის ლევოფლოქსაცინი
აპკიანი გარსით დაფარული თითოეული ტაბლეტი შეიცავს 500 მგ ლევოფლოქსაცინს, 512.46 მგ ლევოფლოქსაცინის ნახევარჰიდრატის ექვივალენტურია
• დამხმარე ნივთიერებებია: მიკროკრისტალური ცელულოზა, ცელულოზა ფხვნილის სახით, პრეჟელატინირებული სახამებელი (სიმინდის), სიმინდის სახამებელი, კროსპოვიდონი, პოვიდონი K 25, ნატრიუმის სტეარილფუმარატი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, ჰიპრომელოზა, ტიტანიუმის დიოქსიდი, მაკროგოლი 4000, რკინის ოქსიდები და ჰიდროქსიდები.
შესაძლო გვერდითი ეფექტები:
ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ყველას არ უვლინდება ის. ეს გვერდითი ეფექტები არის სუსტი ან საშუალო სიმძიმის და ხანმოკლე დროის შემდეგ ხშირად ქრება.
უნდა შეწყდეს ლევო-დენკ 500-ის მიღება და უნდა მიემართოს ექიმს ან საავადმყოფოს შემდეგი გვერდითი ეფექტების აღმოჩენისთანავე:
ძალიან იშვიათად (შეიძლება გამოვლინდეს 10 000 პაციენტიდან 1 შემთხვევაში)
ალერგიული რეაქცია. ნიშნები შეიძლება მოიცავს: გამონაყარს, ყლაპვის ან სუნთქვის გართულებას, ტუჩების, სახის, ხორხის და ენის შეშუპებას.
უნდა შეწყდეს ლევო-დენკ 500-ის მიღება და უნდა მიემართოს ექიმს დაუყონებლივ თუ პაციენტი შენიშნავს სერიოზულ გვერდით ეფექტებს – შესაძლებელია საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო მკურნალობა
იშვიათად (შეიძლება გამოვლინდეს 1 000 პაციენტიდან 1 შემთხვევაში)
– დიარეა, რომელიც შეიძლება შეიცავდეს სისხლს, შესაძლებელია კოლიკა და მაღალ სიცხე, რაც შეიძლება იყოს ნაწლავების მხრივ მწვავე პრობლემების ნიშნები
– მყესების ან შემაერთებელი ქსოვილების ტკივილი და ანთება, რაც შეიძლება იყოს მოტეხილობის გამომწვევი. ყველაზე ხშირად ვლინდება აქილევსის მყესი;
– კონვულსიები
ძალიან იშვიათად (შეიძლება გამოვლინდეს 10 000 პაციენტიდან 1 შემთხვევაში)
– წვის შეგრძნება, ყურებში ხმაურის შეგრძნება, ტკივილი და მგრძნობელობის დაკარგვა. რაც არის ე/წ “ნეუროპათიის” ნიშნები
სხვა:
კანზე მწვავე გამონაყარი, მათ შორის ბუშტუკები ან კანის აქერცვლა ტუჩების, თვალების, პირის, ცხვირის და სასქესო ორგანოების გარშემო
მადის დაკარგვა, კანი და თვალები ხდება ყვითელი ფერის, მუქი შეფერილობის შარდი, ქავილი, ან მუცლის ღრუ ხდება მგრძნობიარე. ეს ღვიძლის მხრივ პრობლემების ნიშნებია, რაც შეიძლება ღვიძლისთვის ფატალური შედეგის მომტანი იყოს
თუ პაციენტს განუვითარდა თვალის მხრივ პრობლემები, ლევო-დენკ 500-ით მკურნალობის პერიოდში, დაუყონებლივ უნდა მიემართოს ოფთალმოლოგს უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი გაუარესდა ან გაგრძელდა რამდენიმე დღის მანძილზე
ხშირად (შეიძლება გამოვლინდეს 10 პაციენტიდან 1 შემთხვევაში)
ძილის მხრივ პრობლემები
თავის ტკივილი, თავბრუსხვევის შეგრძნება
ავადმყოფობის შეგრძნება (გულისრევა, ღებინება) და დიარეა
სისხლში ღვიძლის ზოგიერთი ფერმენტის მომატება
შედარებით იშვიათად (შეიძლება გამოვლინდეს 100 პაციენტიდან 1 შემთხვევაში)
სხვა ბაქტერიების ან სოკოს ბაქტერიების რაოდენობის ცვლილება, სოკოვანი ინფექცია ე.წ კანდიდა, რომელიც მოითხოვს მკურნალობას
სისხლში თეთრი უჯრედების რაოდენობის ცვლილება, რაც ვლინდება სისხლის ანალიზებში (ლეუკოპენია, ეოზინოფილია)
სტრესის შეგრძნება (შფოთვა), კონფუზია, ნერვული აღგზნებულობა, ძილიანობა, კანკალი, ვერტიგო
ქოშინი (დისპონეა)
გემოვნების ცვლილება, მადის დაკარგვა, კუჭ-ნაწლავის აშლილობა ან დისპეპსია, მუცლის ღრუს ტკივილი, მეტეორიზმი ან ყაბზობა
ქავილი და კანის გამონაყარი, მწვავე ქავილი ან ჭინჭრის ციება (ურტიკარია), ჭარბოფლოანობა (ჰიპერჰიდროზი)
სახსრების ან კუნთების ტკივილი
სისხლის ტესტებმა შეიძლება აჩვენოს არარეალური შედეგები: ღვიძლის (ბილირუბინის მომატება) ან თირკმელის (კრეატინინის მომატება) მხრივ პრობლემები
საერთო სისუსტე
იშვიათად (შეიძლება გამოვლინდეს 1 000 პაციენტიდან 1 შემთხვევაში)
სისხლჩაქცევები და მარტივი სისხლდენა, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს თრომბოციტების რაოდენობის შემცირებით (თრომბოციტოპენია)
სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ნეუტროპენია)
იმუნური სისტემის მაშვენებლების უჩვეულო შედეგი (ჰიპერსენსიტიურობა)
სისხლში შაქრის დონის შემცირება (ჰიპოგლიკემია), რაც მნიშვნელოვანია დიაბეტის მქონე პაციენტებისათვის
დანახვა საგნებისა ან მოსმენა ისეთი ხმებისა, რაც რეალურად არ არსებობს (ჰალუცინაცია, პარანოია), ფსიქოტური რეაქციები, მომაკვდილებელი ფიქრების და ქცევების რისკით
დეპრესია, მენტალური პრობლემები, მოუსვენრობა, არანორმალური სიზმრები ან კოშმარები
პარაესტეზია
სმენის (ტინიტუსი) ან მხედველობის (ბუნდოვანი მხედველობა) მხრივ პრობლემები
გულის რითმის უჩვეულოდ მომატება (ტაქიკარდია) ან სისხლის წნევის დაცემა (ჰიპოტენზია)
კუნთების სისუსტე: რაც მნიშვნელოვანია მიასტენია გრავისით დაავადებული პაციენტებისათვის (ნერვული სისტემის იშვიათი დაავადება)
თირკმელის მუშაობის მხრივ დარღვევები, განსაკუთრებით თირკმელის უკმარისობა, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს თირკმელის მხრივ ალერგიული რეაქციით, ე.წ შუალედური ნეფრიტი
ჩხელება
სხვა გვერდითი ეფექტები, მათ შორის:
სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ანემია): რაც იწვევს კანის სიფერმკრთალეს ან სიყვითლეს, რაც გამოწვეულია სისხლის წითელი უჯრედების დაზიანებით; სისხლის ყველა სახის უჯრედების შემცირება (პანციტოპენია)
ცხელება, ფარინგიტი, და ზოგადი სისუსტის შეგრძნება, რაც არ ქრება. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს სისხლის თეთრი უჯრედების შემცირებით (აგრანულოციტოზი)
ცირკულაციური დარღვევა (ანაფილაქტიური შოკის მსგავსი)
სისხლში შაქრის დონის მომატება (ჰიპოგლიკემია) ან დაცემა, რაც გამოიწვევს კომას (ჰიპოგლიკემიური კომა). ეს მნიშვნელოვანია დიაბეტის მქონე პაციენტებისათვის
ყნოსვის შეგრძნების ცვლილება, ყნოსვის ან გემოს შეგრძნების დაკარგვა (პაროსმია, ანოსმია, აგევზია)
მოძრაობის და გადაადგილების მხრივ პრობლემები (დისკინეიზია, ექსტრაპირამიდული დარღვევები)
ცნობიერების ან პოზის დროებითი დაკარგვა (სინკოპე)
მხედველობის დროებითი დაკარგვა
სმენის მხრივ პრობლემები ან სმენის დაკარგვა
გულის არანორმალურად მომატებული რითმი, სიცოცხლისთვის საშიში არარეგულარული გულის რითმი, მათ შორის გულის რითმის გაჩერება (ე.წ Qთ ინტერვალის გახანგრძლივება, იხილეთ ელექტრო კარდიოგრამაზე გულის ელექტრული მუშაობა)
სუნთქვის გაძნელება ან ხრიალი (ბრონქოსპაზმი)
ალერგიული რეაქციები ფილტვების მხრივ
პანკრეატიტი
ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი)
კანის მომატებული მგრძნობელობა მზეზე და ულტრაიისფერ სხივებზე (ფოტოსენსიტიურობა)
ალერგიით გამოწვეული სისხლძართვების ანთება (ვასკულიტი)
პირის შიდა ღრუს კანის ანთება (სტომატიტი)
კუნთის მოტეხილობა და კუნთის განადგურება (რაბდომიოლიზი)
სახსრების სიწითლე და შეშუპება (ართრიტი)
ტკივილი, მათ შორის წელის, მკერდის და კიდურების
პორფირიის გამწვავება იმ პაციენტებში, რომელთაც მანმადე სჭირდათ პორფირია (ძალიან იშვიათი მეტაბოლისტური დაავადება)
თავის მუდმივი ტკივილი, დაბინდულ მხედველობასთან ერთად ან მის გარეშე (თავისქალას შიდა ჰიპერტენზია)
ფტორქინოლონის/ქინოლონის ანტიბაქტერიული მედიკამენტები, ზოგიერთ შემთხვევაში მიუხედავად არსებული რისკ-ფაქტორებისა, რომელიც ასიცირდება ძალიან იშვიათ, მაგრამ სერიოზულ გვერდით ეფექტებთან, მიმდინარეობს ხანგრძლივად (გრძელდება თვეების ან წლების განმავლობაში), არასრულყოფილი ან პოტენციურად შეუქცევადი. აღნიშნული მოიცავს ზედა და ქვედა კიდურების კუნთების და სახსრების ტკივილს, სიარულის გართულება, უჩვეულო შეგრძნებელი, როგორიც არის ჩხვლეტის შეგრძნება, ტკივილის შეგრძნება, წვის შეგრძნება დაბუჟება ან ტკივილი (ნეუროფათია), დეპრესია, დაბნეულობა, ძილის მხრივ დარღვევები, მეხსიერების მხრივ დარღვევა, ასევე ყნოსვის, სმენის, გემოვნების მხრივ დარღვევები, რომელიც დაკავშირებულია ფტორქინოლონის/ქინოლონის ანტიბაქტერიული მედიკამენტების მიღებასთან ზოგიერთ შემთხვევაში.
მიღების წესი:
ეს მედიკამენტი გამოიყენება ექიმის დანიშნულების ზუსტი დაცვით. თუ პაციენტი არ არის რაიმეში დარწმუნებული უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
პრეპარატის მიღების წესი:
პრეპარატი მიიღება ორალურად;
ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად წყლის მიყოლებით
ტაბლეტები მიიღება ჭამის დროს ან სხვა ნებისმიერ დროს კვებათა შორის.







