add_action('wp_footer', function () { ?>

სრული აღწერა:
პარა-დენკ სუპპოზ არის ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი საშუალება.
პარა-დენკ სუპპოზ გმოიყენება მსუბუქი და ზომიერი ტკივილის და/ან ცხელების სიმპტომური მკურნალობის დროს.

შემადგენლობა:
• აქტიური ნივთიერება არის პარაცეტამოლი. თითოეული სუპოზიტორია შეიცავს 250 მგ პარაცეტამოლს.
• დამხმარე ნივთიერებებია მყარი ცხიმი და ლეციტინი.

შესაძლო გვერდითი ეფექტები:
ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვლინდება.
გვერდითი რეაქციების შეფასება ძირითადად ხდება ქვემოთ მოყვანილი ინფორმაციის საფუძველზე

ძალიან ხშირი: უფრო მეტი ვიდრე 10-ში 1;
ხშირი: მეტი ვიდრე 100-ში 1, მაგრამ ნაკლები ვიდრე 10-ში 1
არახშირი: მეტი ვიდრე 1 1000-ში, მაგრამ ნაკლები ვიდრე 100-ში 1
იშვიათი: მეტი ვიდრე 10 000-ში ერთი, მაგრამ ნაკლები ვიდრე ერთი 1000-ში
ძალიან იშვიათი: 1 ან ნაკლები 10 000, ინდივიდუალური შემთხვევების ჩათვლით
უცნობი სიხშირით: არსებული მონაცემების საფუძველზე ვერ მოხერხდა შეფასება

დარღვევები ღვიძლის და სანაღვლე გზების მხრივ
ზოგიერთი ღვიძლის ფერმენტის (შრატის ტრანსამინაზები) მომატების შესახებ ინფორმაცია იშვიათია.

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
ძალიან იშვიათ შემთხვევებში ვლინდება ალერგიული რეაქციები უბრალო გამონაყარის ან ჭინჭრის ციების სახით, რომელიც შეიძლება გადავიდეს შოკში.
ალერგიული შოკის შემთხვევაში, დასახმარებლად უნდა მიემართოს უახლოეს ექიმს.
სხვა ძალიან იშვიათი გამოვლინებებია: ასთმისადმი მიდრეკილ ადამიანებში ასთმისმაგვარი ბრონქიალური სპაზმის (ტკივილგამაყუჩებლებით გამოწვეული ასთმა) განვითარება

დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ
ძალიან იშვიათ შემთხვევებში დაფიქსირდა ცვლილებები სისხლის მაჩვენებლებში, სისხლის თრომბოციტების რაოდენობის (თრომბოციტოპენია) ან სისხლის ზოგიერთი თეთრი უჯრედების რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირება (აგრანულოციტოზი).

დარღვევები კანი და კანქვეშა ქსოვილის მხრივ
ძალიან იშვიათ შემთხვევებში დაფიქსირდა სერიოზული რეაქციები კანის მხრივ.
ძალიან იშვიათ შემთხვევებში, ლეციტინმა შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.

მიღების წესი:
პარა-დენკ სუპპოზ შეჰყავთ ანუსში ღრმად, სასურველია დეფეკაციის შემდეგ. უკეთესი ლუბრიკაციისთვის, შეიძლება სუპოზიტორიის შეთბობა ხელში, ან მცირე ხნით ცხელ წყალში ჩაშვება.

 

Status

ურეცეფტო

ამ პროდუქტის დეტალები არ არის ხელმისაწვდომი.