add_action('wp_footer', function () { ?>

სრული აღწერა:

დიკლო-დენკ 100 რეტარდი არის ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი და მიეკუთვნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო / ანტირევმატიული საშუალებების (ასასმ) კლასს. გამოიყენება ტკივილის და ანთებითი პოცესების სიმპტომური მკურნალობისას, ისეთ შემთხვევებში როგორიცაა: 

სახსრების მწვავე ანთებითი პროცესი (ართრიტები), პოდაგრის მწვავე შემთხვევები.;

სახსრების ქრონიკული ანთებითი პროცესი (ქრონიკული ართრიტი), განსაკუთრებით რევმატოიდული ართრიტი (ქრონიკული პოლიართრიტი);

ბეხტერევის დაავადება (ანკილოზური სპონდილიტი) და ხერხემლის სხვა ანთებითი რეუმატიული დაავადებები;

სახსრების და ხერხემლის დეგენერაციული დაავადებებისას განვითარებული მწვავე ანთებითი პროცესები (ართროზი და სპონდილართროზი);

რბილი ქსოვილების რევმატიზმი;

ტრავმის შემდგომი შეშუპება და ანთება.

მოცემულმა დოზირებამ შეიძლება შეაფერხოს აქტიური ნივთიერების გამოთავისუფლება, ამიტომ არ არის რეკომენდებული მისი დანიშვნა პაციენტებში, ვისაც ესაჭიროება დაუყოვნებლივი ეფექტი.

შემადგენლობა:

  •         აქტიური ნივთიერება არის დიკლოფენაკის ნატრიუმი. გახანგრძლივებული გამოთავისუფლების თითოეული ტაბლეტი შეიცავს 100 მგ. დიკლოფენაკის ნატრიუმს.
  •         დამხმარე ნივთიერებებია: საქაროზა, ცეტილის სპირტი, პოვიდონი, სილიციუმის კოლოიდური ანჰიდრიდი, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა, პოლისორბატ 80, მაკროგოლ 6000, ტალკი, ტიტანიუმის დიოქსიდი, რკინის ოქსიდი.

შესაძლო გვერდითი ეფექტები:

ისევე როგორც სხვა პრეპარატებმა, ამ მედიკამენტმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები. თუმცა, ყველა ადამიანში არ ვლინდება ის.

გვერდითი ეფექტების შესაფასებლად ჩვეულებრივ გამოიყენება შემდეგი კლასიფიკაცია:

ძალიან ხშირი:           უფრო მეტი ვიდრე 10-ში 1;

ხშირი: მეტი ვიდრე 100-ში 1, მაგრამ ნაკლები ვიდრე 10-ში 1

არახშირი:    მეტი ვიდრე 1 1000-ში, მაგრამ ნაკლები ვიდრე 100-ში 1

იშვიათი:       მეტი ვიდრე 10 000-ში ერთი, მაგრამ ნაკლები ვიდრე ერთი 1000-ში

ძალიან იშვიათი:      1 ან ნაკლები 10 000, ინდივიდუალური შემთხვევების ჩათვლით

უცნობი:          არსებული მონაცემების საფუძველზე ვერ მოხერხდა შეფასება

შესაძლო გვერდითი ეფექტები:

შემდეგი გვერდითი ეფექტები ასევე მოიცავს მათ, რომელიც დაფიქსირდა დიკლოფენაკის გახანგრძლივებული ტაბლეტების მიღების ან დიკლოფენაკის დოზირების სხვა ფორმის მიღების შემთხვევაში როგორც ხანმოკლე, ასევე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში

გათვალისწინებული უნდა იყოს, რომ აღნიშნული გვერდითი ეფექტები ხშირად დამოკიდებულია დოზაზე, და შესაძლებელია განსხვავებული იყოს ინდივიდუალურ შემთხვევაში.

უფრო ხშირია წამლის გვერდითი ეფექტი საჭმლის მომნელებელი სისტემაზე. კუჭ-ნაწლავის / თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული (პეპტიკური წყლული), პარფორაცია ან სისხლდენა, ზოგ შემთხვევაში ფატალური, უმეტესად ვლინდება ხანდაზმულ პაციენტებში. გულისრევა, ღებინება, დიარეა, მუცლის შებერილობა, ყაბზობა, ფაღარათი, მუცლის ტკივილი, სისხლის ღებინება, პირის ღრუს ლორწოვანი გარსისი ანთებითი წყლული (წყლულოვანი სტომატიტი), კოლიტის გაღიზიანება, და კრონის დაავადება გამოვლინდა გამოყენების შემდეგ. ნაკლებად ხშირად ვლინდება გასტრიტი.

შეშუპება, მაღალი წნევა და გულის უკმარისობა შედეგად მოჰყვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტებით, მათ შორის დიკლო-დენკ 100 რეტარდით მკურნალობას.

მედიკამენტი, როგორიც არის მაგალითად დიკლო-დენკ 100 რეტარდი, ზრდის გულის შეტევის (მიოკარდიალური ინფაქტი) რისკს, ზემოთ აღნიშნული ეხება როდესაც მედიკამენტი მიიღება მაღალი დოზებით და ხარგრძლივად.

კარდიოვასკულარული სისტემა

აღნიშნული გვერდითი ეფექტი შეიძლება გამოვლინდეს არახშირად, განსაკუთრებით, როდესაც დიკლოფენაკი მიიღება ხანგრძლივად მაღალი დოზებით (150 მგ/დღეში): გულის შეტევა, გულის კუნთის სისუსტე (გულის უკმარისობა), გახშირებული გულისცემა, მკერდის ტკივილი

ძალიან იშვიათად: სითხის შეშუპება (შეშუპება).

სისხლი და ლიმფური სისტემის მხრივ:

ძალიან იშვიათად: სისხლწარმოქმნის დარღვევა (ანემია, ლეუკოპენია, თრომბოციტოპენია, პანციტოპენია, აგრანულოციტოზი). პირველი ნიშანი შეიძლება იყოს სიცხე, ფარინგიტი, პირის ღრუს ზედაპირული დაზიანებები, გრიპისმაგვარი ჩივილები, შფოთვა, სისხლდენა ცხვირიდან და კანქვეშა სისხლჩაქცევები.

ასეთ შემთხვევებში უნდა შეწყდეს მკურნალობა და მიემართოს მკურნალ ექიმს დაუყონებლივ.

ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი პრეპარატებით თვითმკურნალობა დაუშვებელია. ხანგრძლივი თერაპიის შემთხვევაში აუცილებელია სისხლის რეგულარულად გადამოწმდეს.

ძალიან იშვიათად: ჰემოლიტიკური ანემია (ანემია, რომელიც გამოწვეულია სისხლის წითელი უჯრედების სწრაფი დაკარგვით) ან აპლასტური ანემია (სისხლწარმოქმნის დარღვევა) შეიძლება გამოვლინდეს.

ნერვული სისტემის მხრივ:

ხშირად: ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევა, როგორიცაა, თავის ტკივილი, ვერტიგო, თავბრუსხვევა, სისუსტის და თავბრუსხვევს შეგრძნება, ემოციური აღგზნებადობა, აღზნებადობა დადაღლილობის შეგრძნება.

ძალიან იშვიათად: სენსორული აღზნებადობა, გემოს შეგრძნების დაკარგვა, მეხსიერების გაუმართაობა, დეზორიენტაცია, გულის წასვლა, კანკალი, ინსულტი.

მხედველობის ორგანოების მხრივ:

ძალიან იშვიათად: შესუსტებული მხედველობა (დაბინდული ან გაორებული).

სმენის ორგანოების მხრივ:

ხშირად: თავბრუსხვევა

ძალიან იშვიათად: ტინიტუსი და სმენის დაკარგვა.

გასტროინტესტინალური ტრაქტის მხრივ:

ძალიან ხშირად: კუჭ-ნაწლავის მხრივ პრობლემები, როგორიც არის გულისრევა, ღებინება და დიარეა, სისხლდენა მცირე რაოდენობით, რამაც ინდივიდუალურ შემთხვევებში შესაძლებელია გამოიწვიოს ანემია.

ხშირად:  დისპეპსიური მოვლენები, გაზების დაგროვება, აბდომინალური ტკივილები, მადის დაკარგვა, კუჭის ან კუჭ-ნაწლავის წყლული (ხანდახან სისხლდენა და პერფორაცია)

არახშირად: სისხლის ღებინება (ჰემატემეზისი), სისხლიანი განავალი ან სისხლიანი დიარია, მელენა.

იშვიათად: გასტრიტი

ძალიან იშვიათად: ორალური ლორწოვანი გარსის ანთება (მათ შორის წყლული პირის ღრუში), გლოსიტი, საყლაპავი მილის ანთება, ჩივილები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქვედა ნაწილში (მაგ. მსხვილი ნაწლავის არასპეციფიური სისხლდენები, კრონის დაავადება და წყლულოვანი კოლიტი), კოლონის დაავადებების ჰემორაგიების ანთება (ჰემორაგიული კოლიტი), კრონის დაავადების გამწვავება ან წყლულოვანი კოლიტი (მსხვილი ნაწლავის ანთება, დაკავშირებული წყლულთან), ნაწლავის მემბრანული შევიწროება (ნაწლავური შევიწროება), პანკრეასის ანთება (პანკრეატიტი).

მუცლის ზედა ნაწილის მწვავე ტკივილის, სისხლიანი ღებინების, შავი შეფერილობის განავლის შემთხვევაში უნდა შეწყდეს დიკლო-დენკ 100 რეტარდის მიღების შეწყვეტა და მიემართოს ექიმს დაუყონებლივ.

უნდა შეწყდეს დიკლო-დენკ 100 რეტარდის მიღება და დაუყონებლივ მიემართოს ექიმს, თუ გამოვლინდა საშუალო სიმწვავის სპაზმი და მუცლის სისუსტე, რომელიც იწყება დიკლო-დენკ 100 რეტარდით მკურნალობის დაწყებასთან ერთად და გრძელდება რექტალური სისხლდენით ან სისხლიანი დიარეით, ძირითადად მუცლის ტკივილიდან 24 საათის განმავლობაში (უცნობის სიხშირით, არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირე ვერ დადგინდა)

თირკმელი და საშარდე გზების მხრივ:

არახშირად: შეშუპების განვითარება (სითხის შეკავების მომატება ქსოვილებში), ძირითადად ისეთ პაციენტებში, რომელთაც აქვთ მაღალი არტერიული წნევა ან დარღვეული აქვთ თირკმელის ფუნქცია.

ძალიან იშვიათად: თირკმელის ქსოვილის დაზიანება (ნეფროზული სინდრომი, პაპილარული ნეკროზი), რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს თირკმელის მწავე უკმარისობასთან (თირკმლის უკმარისობა), შარდში პროტეინების დონის მატება (პროტეუნერია) და/ან შარდში სისხლის არსებობა (ჰაემატურია); ნეფროზული სინდრომი (სითხის შეკავება სხეულში [ედემა]) და შარდში დიდი რაოდენობით პროტეინების გამოყოფა, თირკმლის მწვავე უკმარისობა.

შემცირებული შარდის გამოყოფა, სითხის შეკავება სხეულში (შეშუპება), ისევე როგორც მთლიანი შეკავება, შეიძლება იყოს ნიშანი თირკმელის ავადმყოფობისა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმელის დაზიანება.

თუ გამოვლინდა რომელიმე გვერდითი მოვლენა ან გაუარესდება, უნდა შეწყდეს დიკლო-დენკ 100 რეტარდის მიღება და მიემართოს მკურნალ ექიმს დაუყონებლივ.

კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრივ:

ხშირად: კანის ანთებითი დაზიანება

არახშირად: ალოპეცია

ძალიან იშვიათად: სერიოზული რეაქციები კანის მხრივ, როგორიც არის სიწითლე (ეგზემა, ერითემა, ეკზანთემა), სინათლის მიმართ მგრძნოლელობა, პურპურა, კანის სხვადასხვა მწვავე რეაქციები, როგორიც არის გამონაყარი (მაგალითად სტივენ-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლისი/ლაიელის სინდრომი), კანის ანთებითი დაავადება სიწითლით, დიდი ზომის ლაქები კანზეშეშუპება, ქავილი, დაძაბულობის შეგრძნება და კანკალი (ექსფოლარული დერმატიტის) ანთებითი სიწითლე (ერითროდერმა).

ინფექციები და პარაზიტული დაავადებები

ძალიან იშვიათ შემთხვევებში სპეციალურ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტთან (მათ მიეკუთვნებათ ასევე დიკლო-დენკ 100 რეტარდი) ერთდროული გამოყენებისას, ხდება ინფექციებით გამოწვეული ანთებითი პროცესების (მაგალითად გაუარესება.

თუ გამოვლინდა ინფექციის ნიშნები (მაგ. კანის სიწითლე, გამონაყარი, ჰიპერთერმია, ტკივილი, ან სიცხე) ან გაუარესდა დიკლო-დენკ 100 რეტარდით მკურნალობის დროს, უნდა კონსულტაციისათვის უნდა მიემართოს ექიმს დაუყონებლივ.

ძალიან იშვიათად შემთხვევაში დიკლოფენაკის გამოყენება დაკავშირებული იყო ტვინის რბილი გარსის ანთებასთან, რომელიც არ არის გამოწვეული ინფექციისაგან (სტერილური მენინგიტი), როგორიც არის ძლიერი თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, სიცხე, კისრის დაჭიმულობა ან ცნობიერების დაბინდვა. პაციენტები, რომლებსაც აწუხებთ ავტოიმუნური დარღვევები, როგორიც არის სისტემური მგლურას ერიტემატოზი ან შერეული შემაერთებელი ქსოვილების დაავადებები, იმყოფებიან გაზრდილი რისკის ქვეშ.

სისხლძარღვოვანი სისტემის მხრივ:

ძალიან იშვიათად: მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია), სისხლძარღვების ანთება.

იმუნური სისტემის მხრივ:

ხშირად: ჰიპერმგრძნობელური რეაქციები, როგორიცაა გამონაყარი კანზე და ქავილი.

შედარებით იშვიათად: ჭინჭრის ციება (ურტიკარია).

ძალიან იშვიათად: გართულებული ჰიპერსენსიტიური რეაქციები, როგორიცაა სახის შეშუპება, ენის და ხორხის შესივება, რესპირატორული ტრაქტის დავიწროება, გართულებული სუნთქვა, თრთოლვა, წნევის დაცემა და სიცოცხლისათვის საშიში შოკი. სასწრაფო სამედიცინო ყურადღებაა საჭირო, თუ რომელიმე ამ სიმპტომებიდან გამოვლინდა, და ისინი თუ გამოვლინდა, როდესაც წამალს პაციენტი ღებულობს პირველად. ასეთ შემთხვევაში უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება და უნდა მიემართოს ექიმს.

ძალიან იშვიათ შემთხვევებში დაფიქსირდა სისხლძარღვის კედლის ანთებითი პროცესი (ვასკულიტი) და და ფილთვების ანთება (პნევმონიტი).

ღვიძლის მხრივ:

ხშირად: სისხლში ღვიძლის ფერმენტების მომატება.

შედარებით იშვიათად: ღვიძლის დაზიანება, განსაკუთრებით ხანგრძლივი დროით მკურნალობის დროს, ჰეპატიტის შემთხვევები, სიყვითლით და სიყვითლის გარეშე მიმდინარე ფორმები (ინდივიდუალურ შემთხვევებში მწვავე ფულმინანტური მიმდინარეობის ან პროდრომული ნიშნების გამოვლენის გარეშე).

ძალიან იშვიათად: ღვიძლის უკმარისობა, ღვიძლის დაავადება, რომელსაც თან ახლავს ღვიძლის უჯრედების დესტუქცია (ღვიძლის უჯრედების ნეკროზი).

აუცილებელია ღვიძლის პარამეტრების კონტროლი ხანგრძლივი დროით მკურნალობის განმავლობაში.

ფსიქიკის მხრივ:

ძალიან იშვიათად: ფსიქიკური რეაქციები, დეპრესია, შიშის გრძნობა, კოშმარები, უძილობა.

რესპირატორული დარღვევები:

იშვიათად: ასთმა (მათ შორის სუნთქვის გართულება)

ძალიან იშვიათად: ფილტვების ანთება (პნეუმონიტის)

თუ გამოვლინდა ზემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტები, მიჰყევინ ინსტრუქციას.

მიღების წესი:

დიკლო-დენკ 100 რეტარდი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად საჭირო რაოდენობის წყალთან ერთად. არ შეიძლება ტაბლეტის დაყოფა. თუ პაციენტს აქვს მგრძნობიარე კუჭი, დიკლო-დენკ 100 რატარდის მიღება რეკომენდებულია საკვებთან ერთად.

მკურნალი ექიმი გადაწყვეტს მკურნალობის ხანგრძლივობას.

დიკლო-დენკ 100 რეტარდით ხანგრძლივი დროით მკურნალობა შეიძლება დაენიშნოთ იმ პაციენტებს, რომელთაც აღენიშნებათ რევმატული დარღვევები.

Status

ურეცეფტო

ამ პროდუქტის დეტალები არ არის ხელმისაწვდომი.

დიკლო–დენკი 50მგ 100 ტაბლეტი
14.00

In stock