სრული აღწერა:
სიმვა-დენკ 40 არის პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ქოლესტერინის დონის შესამცირებლად.
სიმვა-დენკ 40 შეიცავს აქტიურ ნივთიერება სიმვასტატინს. სიმვასტატინი ამცირებს საერთო ქოლესტერინის, “დაბალი” სიმკვრივის ქოლესტერინის და ტრიგლცერიდების დონეს სისხლში. ზრდის “კარგი” HDL-ქოლესტერინის დონეს. სიმვასტატინი მიუკუთვნება “სტატინების” კლასს, რომელიც ამცირებს ქოლესტერინის წარმოქმნას ღვიძლში.
პაციენტმა უნდა დაიცვას დაბალი ქოლესტერინის შემცველი დიეტა მკურნალობის პერიოდში.
შემადგენლობა:
– აქტიური ნივთიერება არის სიმვასტატინი. აპკიანი გარსით დაფარული თითოეული ტაბლეტი შეიცავს 40 მგ სიმვასტატინს.
– დამხმარე ნივთიერებებია: ბუტილჰიდროქსიანიზოლი, ლაქტოზის მონოჰიდრატი, პრეჟელატინირებული სიმინდის სახამებელი, ასკორბინის მჟავა, ლიმონის მჟავის მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი [მცენარეული], ჰიდროქსიპროპილცელულოზა, ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი, ტალკი, რკინის ყვითელი ოქსიდი, რკინის წითელი ოქსიდი, რკინის შავი ოქსიდი.
შესაძლო გვერდითი ეფექტები:
სხვა პრეპარატების მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
თუ გამოვლინდა რომელიმე სერიოზული გვერდითი მოვლენა, უნდა შეწყდეს მკურნალობა და დაუყოვნებლივ მიემართოს მკურნალ ექიმს ან უახლოეს სამედიცინო დაწესებულების სასწრაფო განყოფილებას.
- კუნთების მხრივ დარღვევები ტკივილთან ერთად, სისუსტე, კუნთების რღვევა (ძალიან იშვიათი) ან კუნთების სპაზმი. კუნთების მხრივ გამოვლენილი დარღვევები შეიძლება იყოს სერიოზული ძალიან იშვიათ შემთხვევებში, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კუნთის უჯრედების დაშლა ანAთირკმლის მხრივ დარღვევები; ძალიან იშვიათ შემთხვევებში, ფატალური.
- ჰიპერსენსიტიური (ალერგიული) რეაქციები:
– სახის, ენის და ხორხის შეშუპება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის ან ყლაპვის პრობლემები (ანგიოედემა)
– კუნთების ძლიერი ტკივილი, ძირითადად მხრების და მენჯის ადგილებში
– კიდურების და კისრის კუნთების სისუსტესთან ერთად გამონაყარი
– შემაერთებელი ქსოვილების ტკივილი და ანთება (რევმატიული პოლიმიალგია)
– სისხლძარღვების ანთება (ვასკულიტი)
– უჩვეულო სისხლჩაქცევები, გამონაყარი და კანის შეშუპება (დერმატომიოზიტი), ქავილის გამომწვევი გამონაყარი (ჭინჭრის ციება), კანის მგრძნობელობა სინათლეზე, ცხელება, სიწითლე;
– სუნთქვის გაძნელება (დისპნოე) და სისუსტე
– სინდრომი გამონაყარით, შემაერთებელი ქსოვილების მხრივ დარღვევები და ცვლილებები სისხლის ანალიზში (მგლურას მსგავსი სინდრომი)
- ჰეპატიტი ან სიყვითლე შემდეგი სიმპტომებით: კანის და თვალების გაყვითლება, ქავილი, მუქი შარდი ან ღია ფერის განავალი, დაღლილობის ან სისუსტის შეგრძნება, მადის დაკარგვა, ღვიძლის მხრივ დარღვევები (ძალიან იშვიათად)
- პანკრეასის ანთება, ხშირად დაკავშირებული მუცლის მწვავე ტკივილთან;
ასევე გამოვლინდა შემდეგი სახის გვერდითი მოვლენები;
იშვიათი (შეიძლება გამოვლინდეს 1,000 ნამკურნალევი პაციენტიდან 1 შემთხვევაში)
- სისხლის წითელი უჯრედების ნაკლებობა (ანემია);
- მგრძნობელობის დაკარგვა ან სისუსტე მხრებსა და ბეჭებში;
- თავის ტკივილი, კანის არანორმალური შეგრძნებები, თავბრუსხვევა;
- საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ დარღვევები (მუცლის ტკივილი, ყაბზობა, გაზების დაგროვება, დიარეა, გულისრევა, ღებინება);
- გამონაყარი, ქავილი, თმის ცვენა;
- სისუსტე;
- მეხსიერების დაკარგვა, კონფუზია;
- მხედველობის დაბინდვა და მხედველობის დაქვეითება
ძალიან იშვიათი (შეიძლება გამოვლინდეს 10,000 ნამკურნალევი პაციენტიდან 1 შემთხვევაში)
– გინეკომასტია (მკერდის გაზრდა მამაკაცებში)
- უძილობა
- მეხსიერების დაქვეითება
უცნობი სიხშირით (მოცემული მონაცემებიდან ვერ ხერხდება დადგენა)
- ერექციის დისფუნქცია
- დეპრესია
- ფილტვების ანთება, რაც იწვევს სუნთქვის მხრივ პრობლემებს, მათ შორის ხანგრძლივი გაციება და/ან სუნთქვის შემცირება ან სიცხე
- მყესების მხრივ დარღვევები და მათ შორის მყესების გაწყვეტა იშვიათ შემთხვევაში
შესაძლო გვერდითი მოვლენები, რომლებიც დაკავშირებულია ზოგიერთ სტატინებთან (იგივე ჯგუფის მედიკამენტებთან);
- ძილის მხრივ დარღვევები, მათ შორის კოშმარები
- სექსუალური დისფუნქცია
- სისხლში შაქრის მხრივ დარღვევები (დიაბეტ მელიტუსი):
სისხლში შაქრის მხრივ დარღვევების განვითარების რისკი მაღალია, თუ პაციენტს აღენიშნება სისხლში შაქრის და ცხიმის დონის მომატება, ჭარბწონიან და მაღალი წნევის მქონე პაციენტებში. ექიმმა უნდა გააკონტროლოს პაციენტის მდგომარეობა, სიმვა-დენკ 40-ით მკურნალობის პერიოდში.
- კუნთების ტკივილი, კუნთების მგრძნობელობა (მაგ. სისუსტე) კუნთების მუდმივი სისუსტე, დაავადების გამოვლინების ნიშნებით, რომელიც მედიკამენტის შეწყვეტის შემდეგაც არ წყდება (სიხშირე უცნობია).
მიღების წესი:
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს წყალთან ერთად საღამოს (რადგან ორგანიზმის ქოლესტერინის გამომუშავება ღვიძლში ხდება ძირითადად საღამოს).
მისი მიღება შეიძლება აგრეთვე საკვებთან ერთად ან მის გარეშე.Aაპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიძლება გაიყოს 2 თანაბარ დოზად.
სიმვა-დენკ 40 მიიღება ექიმის მიერ დანიშნული ხანგრძლივობით.
თუ მკურნალი ექიმი დანიშნავს სიმვა-დენკ 40-ს სხვა ქოლესტერინის დონის შემამცირებელ პრეპარატებთან ერთად, მაგალითად როგორიც არის ქოლესტირამინი ან ანიონის სხვა მიმომცვლელები, ასეთ შემთხვევაში სიმვა-დენკ 40 მიიღება ანიონის მიმომცვლელების მიღებამდე 2 საათით ადრე ან სულ მცირე 4 საათის შემდეგ.







