სრული აღწერა:

ზოლედრო-დენკ 4 მგ/5მლ-ის აქტიურ ნივთიერება არის ზოლედრონის მჟავა, რომელიც მიეკუთვნება ბისფოსფონატებად წოდებულ ნივთიერებათა ჯგუფს. ზოლედრონის მჟავა მოქმედებს ძვლებზე და ანელებს ძვლის დაშლის პროცესს. ის გამოიყენება:

  •         ძვლოვანი გართულებების თავიდან ასაცილებლად,  როგორიცაა: მოტეხილობები, ძვლოვანი მეტასტაზები მოზრდილი ასაკის პაციენტებში (სიმსივნური პროცესის გავრცელება პირველადი კერიდან ძვლებში)
  •         სიმსივნური პროცესის შედეგად სისხლში კალციუმის მომატებული დონის შესამცირებლად. ზოგიერთი სახის სიმსივნე იწვევს ძვლის ცვლის გაძლიერებას იმ მხრივ, რომ ზრდის ძვლებიდან კალციუმის გამოთავისუფლებას. ეს მდგომარეობა ცნობილია, როგორც სიმსივნით განპირობებული ჰიპერკალცემია (თIH).
  •         ოსტეოპოროზის სამკურნალოდ პოსტმენოპაუზური ასაკის ქალებში და მამაკაცებში, ასევე სტეროიდებით მკურნალობის შედეგად განვითარებულ ოსტეოპოროზის მკურნალობის მიზნით.
  •         პეჯეტის დაავადების სამკურნალოდ.

შემადგენლობა:

–          აქტიური ნივთიერება არის ზოლედრონის  მჟავა. ზოლედრო-დენკ 4მგ / 5 მლ-ის ერთი 5 მლ ფლაკონი  შეიცავს 4 მგ. ზოლედრონის მჟავას.

          დამატებითი ინგრედიენტებია: მანიტოლი, ნატრიუმის ციტრატი, საინექციო სითხე.

შესაძლო გვერდითი ეფექტები:

ყველა სამკურნალო საშუალების მსგავსად, ამ მედიკამენტმა ასევე შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ყველას არ აქვს მისი განვითარების რისკი.

ძვლოვანი მეტასტაზებისა და სიმსივნით გამოწვეული ჰიპერკალცემიის სამკურნალოდ ზოლედრო-დენკ 4მგ/5მლ_ით მკურნალობის პერიოდში მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები:

ძალიან ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში)- სისხლში ფოსფორის დონის კლება.

ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 შემთხვევაში) – თირკმლის მძიმე უკმარისობა (რასაც განსაზღვრავს მკურნალი ექიმის მიერ ჩატარებული სპეციფიური ლაბორატორიული კვლევები); სისხლში  კალციუმის დაბალი დონე. თავის ტკივილი და გრიპის მსგავსი სინდრომი, რომელიც მოიცავს ცხელებას, დაღლილობას, სისუსტეს, ძილიანობას,  ძვლის, სახსრებისა და/ან კუნთების ტკივილს. ხშირ შემთხვევაში სპეციფიური მკურნალობის ჩატარება საჭიროებას არ წარმოადგენს  და სიმპტომები თავისთავად ქრება  დროის მოკლე პერიოდში. (რამდენიმე საათი ან დღე). რეაქციები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ,  როგორიცაა გულისრევა და ღებინება, ასევე მადის დაქვეითება. კონიუნქტივიტი. სისხლის ჰემოგლობინის დაბალი დონე (ანემია).

არახშირი (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1 შემთხვევაში) – ტკივილი პირის ღრუს არეში, კბილების ან ყბის მიდამოში, ძნელად შეხორცებადი წყლულები პირის ღრუსა და ყბაზე, გამონადენი, დაბუჟების ან სიმძიმის შეგრძნება ყბის არეში ან კბილების ცვენა. აღნიშნული შესაძლოა იყოს ყბის ძვლის დაზიანების ნიშანი (ოსტეონეკროზი). ზოლედრო დენკ 4მგ/5მლ-ით მკურნალობის პერიოდში ან მკურნალობის დამთავრების შემდეგ, რომელიმე ჩამოთვლილი სიმპტომის შემჩნევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეატყობინეთ  მკურნალ ექიმს ან სტომატლოგს: გულის რითმის დარღვევა (მოციმციმე არითმია)-მოსალოდნელია მისი განვითარება პოსტმენოპაუზური ოსტეოპოროზის ზოლედრო-დენკ 4მგ/5მლ-ით მკურნალობის შემთხვევაში. ამ დროისთვის უცნობია ნამდვილად ზოლედრო-დენკ 4მგ/5მლ არის თუ არა არითმიის განვითარების მიზეზი, თუმცა სიმპტომების გაჩენისთანავე უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს. მწვავე ალერგიული რეაქციები: სუნთქვის გაძნელება, შეშუპება ძირითადად სახისა და ყელის არეში. ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები: დაბალი არტერიული წნევა, მკერდის  ტკივილი. კანისმიერი რეაქციები: (სიწითლე და შეშუპება) ინფუზიის ადგილზე, გამონაყარი, ქავილი. მაღალი არტერიული წნევა, სუნთქვის უკმარისობა, თავბრუსხვევა, შფოთვა, ძილის დარღვევა, გემოვნების დარღვევა, დაბუჟება ან ჩხვლეტის შეგრძნება ხელებსა და ფეხებში, დიარეა, ყაბზობა, მუცლის ტკივილი,  პირის სიმშრალე. სისხლში ლეიკოციტებისა და თრომბოციტების  დაქვეითებული რაოდენობა. მაგნიუმის და კალიუმის დაბალი დონე სისხლში. მკურნალი ექიმი გააკონტროლებს აღნიშნულს და მიიღებს შესაბამის ზომებს. წონაში მატება, მომატებული ოფლიანობა, ძილიანობა, ბუნდოვანი მხედველობა, ცრემლდენა, სინათლის მიმართ თვალის მგრძნობელობის მატება, უეცრად განვითარებული სიცივის შეგრძნება, გონების კარგვასთან ან კოლაფსთან ერთად; სუნთქვის გაძნელება სპაზმით ან ხველით; ჭინჭრის ციება.

იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1 შემთხვევაში): სისხლში  კალციუმის დაბალი დონის  შედეგად: არარეგულარული გულისცემა (არითმია, ჰიპოკალცემიის შედეგად მეორადად განვითარებული). თირკმლის ფუნქციის დარღვევა, ცნობილი ფანკონის სინდრომის სახელით, (დიაგნოსტირება ხდება შარდის ანალიზით). შენელებული გულისცემა, კონფუზია. ბარძაყის ძვლის უჩვეულო მოტეხილობა, რაც პაციენტებში როლებიც იტარებენ ოსტეოპოროზის საწინააღმდეგო ხანგრძლივ მკურნალობას, მეტად იშვიათია. უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს, თუ პაციენტი გრძნობს ტკივილს, სისუსტეს ან დისკომფორტს ბარძაყის, თეძოს ან საზარდულის მიდამოში. ეს შეიძლება იყოს ბარძაყის ძვლის მოტეხილობის პირველი ნიშნები. ფილტვის ინტერსტიციული დაავადება (ფილტვის ქსოვილის ანთება) გრიპის მსგავსი სიმპტომები, მათ შორის ართრიტი და სახსრების შეშუპება, მტკივნეული სიწითლე ან / და თვალის შეშუპება.

ძალიან იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 10 000-დან 1 შემთხვევაში) – სისხლში  კალციუმის დაბალი დონის  შედეგად: კრუნჩხვები, დაბუჟება და ტეტანია (ჰიპოკალცემიის შედეგად მეორადად განვითარებული). უნდა მიემართოს ექიმს, თუ გამოვლინდა ყურის ტკივილი, გამონადენი ან / და ყურის ინფექცია. ეს შეიძლება იყოს ყურის ძვლების დაზიანების ნიშანი. ოსტეონეკროზის განვითარება ყბის, ბარძაყისა და თეძოს ძვლის გარდა სხვა ძვლების მიდამოში მეტად იშვიათია. ზოლედრო-დენკ 4მგ/5მლ-ით მკურნალობის პერიოდში ან მკურნალობის დამთავრების ახლად დაწყებული ან უკვე არსებული ტკივილის გაუარესების, შებოჭილობის შემჩნევისთანავე დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს. დაბალი არტერიული წნევით გამოწვეული სინკოპე. ძვლების, სახსრების და/ან  კუნთების მწვავე ტკივილი, რომელიც პერიოდულად იწვევს შრომისუუნარობას.

პეჯეტის დაავადების ან ოსტეოპოროზის სამკურნალოდ ზოლედრო-დენკ 4მგ/5მლ-ით მკურნალობის შედეგად მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები:

ძალიან ხშირად (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში) – ცხელება.

გავრცელებული (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 შემთხვევაში): თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ავადმყოფობის შეგრძნება, ღებინება, დიარეა, კუნთების ტკივილი, ძვლების და / ან სახსრების ტკივილი, ტკივილი წელის არეში, მხრებსა და ფეხებში, გრიპის მსგავსი სიმპტომები (მაგ. დაღლილობა, შემცივნება, სახსრებისა და კუნთების ტკივილი), გაცივება, დაღლილობის შეგრძნება და ინტერესის დეფიციტი, სისუსტე, ტკივილი, უგუნებობა, ინფუზიის ადგილზე შეშუპება ან / და ტკივილი.

პეჯეტის დაავადების მქონე პაციენტებში სისხლში დაბალი კალციუმის გამო მოსალოდნელია ისეთი გვერდითი მოვლენების განვითარება,  როგორიცაა კუნთების სპაზმი ან დაბუჟება, ჩხვლეტის შეგრძნება, განსაკუთრებით პირის გარშემო მიდამოში.

არარეგულარული გულის რითმი (წინაგულების ფიბრილაცია) გამოვლინდა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ზოლედრონის მჟავას პოსტმენოპაუზური ოსტეოპოროზის სამკურნალოდ. ამ დროისთვის არ არის დაზუსტებით ცნობილი, არის თუ არა ზოლედრონის მჟავა არითმიის მიზეზი, მაგრამ მსგავსი სიმპტომების გამოვლენისთანავე უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.

ნაკლებად გავრცელებული (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1 შემთხვევაში): გაცივება, ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, ერითროციტების რაოდენობის შემცირება, მადის დაკარგვა, უძილობა ან ძილიანობა, რომელიც გულისხმობს დაქვეითებულ ცნობიერებებასა და სიფხიზლეს. ჩხვლეტის, დაბუჟების შეგრძნება, გონების ხანმოკლე კარგვა, თვალის ინფექცია, გაღიზიანება ან ანთება თვალის სიწითლითა და სინათლისადმი მგრძნობელობის მატებით, მომატებული არტერიული წნევა, წამოწითლება, ხველა, სუნთქვის გაძნელება, კუჭის ტკივილი, მუცლის ტკივილი, ყაბზობა, პირის სიმშრალე, გულძმარვა, კანზე გამონაყარი, ჭარბი ოფლიანობა, ქავილი, კანის სიწითლე, კისრის ტკივილი, კუნთების დაჭიმულობა,  ძვლებისა და სახსრების არეში დაჭიმულობა, სახსრების შეშუპება, კუნთების სპაზმი, ტკივილი მხრებისა და გულმკერდის ყაფაზის არეში, სახსრების ანთება, კუნთოვანი სისუსტე, თირკმლის ფუნქციის დარღვევა, გახშირებული შარდვა, ხელებისა და ფეხების შეშუპება, წყურვილი, კბილების ტკივილი, გემოვნების დარღვევა.

იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1 შემთხვევაში): ბარძაყის ძვლის უჩვეულო მოტეხილობა, რაც   პაციენტებში  როლებიც იტარებენ ოსტეოპოროზის საწინააღმდეგო ხანგრძლივ მკურნალობას, მეტად იშვიათია. დაუკავშირდით მკურნალ ექიმს, თუ გრძნობთ ტკივილს, სისუსტეს ან დისკომფორტს ბარძაყის, თეძოს ან საზარდულის მიდამოში. ეს შეიძლება იყოს ბარძაყის ძვლის მოტეხილობის ადრეული  ნიშნები.

ძალიან იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 10 000-დან 1 შემთხვევაში): დაელაპარაკეთ თქვენ ექიმს, თუ შეამჩნევთ ყურის ტკივილს, გამონადენს ან / და ყურის ინფექციას. ეს შეიძლება იყოს ყურის ძვლების დაზიანების ნიშანი.

უცნობი სიხშირით (არსებულ მონაცემების საფუძველზე სიხშირე ვერ დადგინდა): მწვავე ალერგიული რეაქციები, გამოხატული თავბრუსხვევით, სუნთქვის გაძნელებით,  სახისა და ყელის არეში შეშუპებით, არტერიული  წნევის შემცირებით, დეჰიდრატაცია ცხელების, ღებინებისა და დიარეის გამო; პირის ღრუს, კბილებისა და / ან ყბის ტკივილი, შეშუპება ან ძნელად შეხორცებადი წყლულები პირის ღრუსა და ყბაზე, გამონადენი, შეშუპება ან სიმძიმის შეგრძნება ყბის მიდამოში, კბილების ცვენა. ეს შეიძლება იყოს  ყბის ძვლის დაზიანების ნიშნები  (ოსტეონეკროზი). ზოლედრო-დენკ 4მგ/5მლ-ით მკურნალობის პერიოდში ან მკურნალობის დამთავრების შემდეგ, თუ გამოვლინდა აღნიშნული სიპტომები, დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს ექიმს და სტომატოლოგს.

არსებობს თირკმლის უკმარისობის განვითარების რისკი (შემცირებული შარდის რაოდენობა), აღნიშნულის გამო ექიმმა სისხლის ანალიზებით უნდა გადაამოწმოს თირკმლის ფუნქცია ზოლედრო-დენკ 4გ/5მლ-ით მკურნალობის ყოველი კურსის წინ. მნიშვნელოვანია, რომ მკურნალობის პერიოდში მიღებული იქნას საკმარისი ოდენობით სითხე, მინიმუმ 2 ჭიქა სითხე (ძირითადად წყალი), ამ მედიკამენტის მიღებამდე რამდენიმე საათით ადრე, როგორც ეს რეკომენდებული იქნება მკურნალი ექიმის მიერ. 

მიღების წესი:

  •         ზოლედრო-დენკ  4 მგ/5 მლ-ით მკურნალობა უნდა წარიმართოს მხოლოდ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების ზედამხედველობის ქვეშ. მათ უნდა ჩაატარონ  მედიკამენტის ინტრავენური ინფუზია. მედიკამენტის დანიშვნა უნდა განხორციელდეს მხოლოდ ბისფოსფონატების ინფუზიაში გამოცდილი სპეციალისტის მიერ.
  •         მკურნალი ექიმის რეკომენდაცია იქნება, რომ მკურნალობის თთოეული კურსის წინ პაციენტმა მიიღოს საკმარისი ოდენობით სითხე, რათა თავიდან აიცილოს დეჰიდრატაცია.
  •         ყურადღებით გაეცანით და შეასრულეთ მკურნალი ექიმის, ფარმაცევტის ან ექთნის მიერ მოცემული  ყველა რეკომენდაცია.
Status

რეცეფტული

ამ პროდუქტის დეტალები არ არის ხელმისაწვდომი.

ზოლედრო-დენკ 4მგ/5მლ 1 ფლ
156.00

In stock