სრული აღწერა:
პერინამ დენკი გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ (ჰიპერტენზია) და/ან სტაბილური კორონარული არტერიის დაავადების სამკურნალოდ (მდგომარეობა, როდესაც გულის მომარაგება სისხლით მცირდება ან იბლოკება).
პაციენტები რომლებიც ცალ-ცალკე ტაბლეტებიდან იღებენ პერინდოპრილს და ამლოდიპინს, შესაძლებელია პერინამ დენკის ერთი ტაბლეტის მიღება, რომელიც შეიცავს ორივე ნივთიერებას.
პერინამ დენკი არის ორი აქტიური ნივთიერების, პერინდოპრილის და ამლოდიპინის კომბინაცია.
პერინდოპრილი არის აგფ (ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის) ინჰიბიტორი. ამლოდიპინი არის კალციუმის ანტაგონისტი (რომელიც მიეკუთვნება მედიკამენტების კლასს, რომელსაც ეწოდება დიჰიდროპირიდინები). ისინი ერთდროულად მოქმედებენ სისხლძარღვების გაფართოვებაზე და მოდუნებაზე ისე, რომ სისხლის გადინება ხდება უფრო ადვილად და თქვენს გულს უნარჩუნებს კარგ სისხლის მიმოქცევას.
შემადგენლობა:
– აქტიური ნივთიერებებია ამლოდიპინი და პერინდოპრილის ტერტ-ბუტილამინი.
პერინამ დენკ 4/5 მგ
თითოეული ტაბლეტი შეიცავს 4 მგ პერინდოპრილის ტერტ-ბუტილამინს (ექვივალენტური 3.34 მგ პერინდოპრილის) და 5 მგ ამლოდიპინს (ბესილატის სახით).
პერინამ დენკ 4/10 მგ
თითოეული ტაბლეტი შეიცავს 4 მგ პერინდოპრილის ტერტ-ბუტილამინს (ექვივალენტური 3.34 მგ პერინდოპრილის) და 10 მგ ამლოდიპინს (ბესილატის სახით).
პერინამ დენკ 8/5 მგ
თითოეული ტაბლეტი შეიცავს 8 მგ პერინდოპრილის ტერტ-ბუტილამინს (ექვივალენტური 6.68 მგ პერინდოპრილის) და 5 მგ ამლოდიპინს (ბესილატის სახით).
პერინამ დენკ 8/10 მგ
თითოეული ტაბლეტი შეიცავს 8 მგ პერინდოპრილის ტერტ-ბუტილამინს (ექვივალენტურია 6.68 მგ პერინდოპრილის) და 10 მგ ამლოდიპინს (ბესილატის სახით).
– სხვა დამხმარე ნივთიერებებია: ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი (ტიპი A), გლიცეროლის დიბეჰენატი, უწყლო კალციუმის წყალბადის ფოსფატი, ტრეჰალოზას დიჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, მსუბუქი მაგნიუმის ოქსიდი, კროსპოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი [მცენარეული].
შესაძლო გვედითი ეფექტები:
ისევე როგორც სხვა პრეპარატებმა, ამ მედიკამენტმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები. თუმცა, ყველა ადამიანში არ ვლინდება ის.
თუ პაციენტს გამოუვლინდა ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე, უნდა შეწყდეს მედიკამენტის მიღება და კონსულტაციისთვის დაუყონებლივ მიემართოს მკურნალ ექიმს.
– უეცარი ხიხინი, ტკივილი გულმკერდის არეში, ქოშინი ან სუნთქვის გაძნელება,
– ქუთუთოების, სახის ან ტუჩების შეშუპება,
– ენის და ყელის შეშუპება, რომელიც იწვევს სუნთქვის გაძნელებას,
– კანის მხრივ მწვავე რეაქციები, მათ შორის ძლიერი გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, კანის სიწითლე მთელს სხეულზე, ძლიერი ქავილი, ბუშტუკები, აქერცლილი ან შეშუპებული კანი, ლორწოვანი გარსის ანთება (სტივენ ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი) ან სხვა ალერგიული რეაქციები,
– ძლიერი თავბრუსხვევა ან გულისრევა,
– გულის შეტევა, უჩვეულოდ გახშირებული არ არანორმალური გულის ცემა, ან ტკივილი მკერდის არეში,
– პანკრეასის ანთება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მუცლის და ზურგის ძლიერი ტკივილი, რომელსაც თან ახლავს ძალიან ცუდი შეგრძნება.
გამოვლინდა შემდეგი სახის ხშირი გვერდითი ეფექტები. თუ რომელიმე მათგანმა გამოიწვია პრობლემები ან თუ გახანგრძლივდა ერთ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში, უნდა მოხდეს მკურნალ ექიმთან დაკავშირება.
– ძალიან ხშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება გამოვლინდეს 10 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში):
შეშუპება (სითხის შეკავება).
– ხშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1 პაციენტში):
თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა (განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში), თავბრუსხვევა, დაბუჟება ან კიდურებში ჩხვლეტის შეგრძნება, მხედველობის მხრივ დარღვევები (გაორებული ხედვის ჩათვლით), ტინიტუსი (ყურებში ხმაურის შეგრძნება), პალპიტაცია (გაცნობიერებული გულისცემა), სიწითლე, დაბალი არტერიული წნევით გამოწვეული თავბრუსხვევა, ხველა, ქოშინი, გულისრევა (ცუდად ყოფნის შეგრძნება), ღებინება (ცუდად ყოფნის შეგრძნება), ტკივილი მუცლის არეში, გემოვნების დარღვევები, დისპეფსია ან საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევა, ნაწლავის “ჩვევის” შეცვლა, დიარეა, ყაბზობა, ალერგიული რეაქციები (როგორიც არის კანის სიწითლე, ქავილი), კუნთების სპაზმი, დაღლილობის შეგრძნება, სისუსტე, ტერფის შეშუპება (პერიფერიული შეშუპება).
სხვა გვერდითი ეფექტები, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს შემდეგია:
რომელიმე გვერდითი ეფექტის გამწვავების შემთხვევაში, ან თუ გამოვლინდა რაიმე გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის ჩამოთვლილი გამოყენების ამ ინსტრუქციაში, კონსულტაციისთვის უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
– არახშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება გამივლინდეს 100-დან 1 პაციენტში):
გუნება-განწყობის ცვლილება, შფოთვა, დეპრესია, უძილობა, ძილის მხრივ დარღვევები, კანკალი, დაღლილობა, ტკივილის შეგრძნების დაკარგვა, არარეგულარული გულისცემა, რინიტი (სურდო ან ცხვირიდან გამონადენი), თმის ცვენა, კანზე წითელი ლაქების გაჩენა, კანის გაუფერულება, ზურგის ტკივილი, ართრალგია (სახსრების ტკივილი), მიალგია (კუნთების ტკივილი), მკერდის ტკივილი, დარღვევები შარდის გამოყოფის მხრივ, გახშირებული შარდვა ღამით, გახშირებული შარდვა, ტკივილი, ცუდად ყოფნის შეგრძნება, ბრონქოსპაზმი (მოჭერის შეგრძნება გულმკერდის არეში, ხიხინი და ქოშინი), პირის სიმშრალე, ანგიოედემა (სიმპტომები როგორიცაა ხიხინი, სახის ან ენის შეშუპება), ბუშტუკების წარმოქმნა კანზე, თირკმლის მხრივ პრობლემები, იმპოტენცია, მომატებული ოფლიანობა, ეოზინოფილების ჭარბი რაოდენობა (სისხლის თეთრი უჯრედების ტიპი), დისკომფორტი ან მკერდის გადიდება მამაკაცებში, წონის მომატება ან დაკლება, ტაქიკარდია, ვასკულიტი (სისხლძარღვბის ანთება), ფოტომგრძნობელობის რეაქცია (კანის მომატებული მგრძნობელობა მზის სხივების მიმართ), ცხელება, ვარდნა, შეცვლილი ლაბორატორიული პარამეტრები: შეწყვეტის დროს სისხლში შექცევადი კალიუმის მაღალი დონე, ნატრიუმის დაბალი დონე, ჰიპოგლიკემია (სისხლში შაქრის ძალიან დაბალი დონე) დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში, მომატებული შარდოვანა სისხლში და სისხლში მომატებული კრეატინინი.
– იშვიათი გვერდითი ეფექტები (შეიძლება გამოვლინდეს 1,000-დან 1 პაციენტში):
დაბნეულობა, გაუარესებული ფსორიაზი, ცვლილება ლაბორატოიულ პარამეტრებში: მომატებული ღვიძლის ფერმენტის დონე, შრატში ბილირუბინის მაღალი დონე.
– ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები (შეიძლება გამოვლინდეს 10,000-დან 1 პაციენტში):
კარდიოვასკულარული დარღვევები (სტენოკარდია, გულის შეტევა და ინსულტი), ეოზინოფილური პნევმონია (იშვიათი ტიპის პნევმონია), ქუთუთოების, სახის ან ტუჩების შეშუპება, ენის და ყელის შეშუპება, რაც იწვევს სუნთქვის გაძნელებას, მწვავე რეაქციები კანის მხრივ, მათ შორის გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, გაწითლებული კანი მთელს სხეულზე, კანის ძლიერი ქავილი, ბუშტუკები, აქერცლილი და შეშუპებული კანი, ლორწოვანი გარსის ანთება (სტივენ ჯონსონის სინდრომი), მულტიფორმული ერითემა (გამონაყარი კანზე, რომელიც ხშირად იწყება წითელი ლაქებით სახეზე, მკლავზე ან ფეხებზე), მგრძნობელობა სინათლის მიმართ, სისხლის მაჩვენებლების რაოდენობის მხრივ ცვლილება, როგორიცაა სისხლის თეთრი და წითელი უჯრედების შემცირებული რაოდენობა, დაქვეითებული ჰემოგლობინი, სისხლის თრომბოციტების ნაკლები რაოდენობა, სისხლში დარღვევები, პანკრეასის ანთება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მუცლის და ზურგის ძლიერი ტკივილი, რასაც თან ახლავს ცუდად ყოფნის შეგრძნება, თირკმლის მწვავე უკმარისობა, ღვიძლის არანორმალური ფუნქცია, ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი), კანის გაყვითლება (სიყვითლე), მომატებული ღვიძლის ფერმენტი, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ზოგიერთ სამედიცინო ტესტზე, შებერილი მუცელი (გასტრიტი), ნერვიული აშლილობა რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისუსტე, ჩხვლეტის შეგრძნება ან დაბუჟება, მომატებული კუნთების დაძაბულობა, შეშუპებული ღრძილები, სისხლში შაქარის დონის მომატება (ჰიპერგლიკემია),
– უცნობი სიხშირით (არსებული მონაცემებით სიხშირე ვერ დგინდება):
კანკალი, ხისტი პოზა, სახის შენიღბვა, შენელებული მოძრაობა, გაუწონასწორებელი სიარული.
კონცენტრირებული შარდი (მუქი ფერის), ცუდად ან ავად ყოფნის შეგრძნება, კუნთების სპაზმი, დაბნეულობა და შეტევები, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს ADH (ანტიდიურეზული ჰორმონის) უჩვეულო სეკრეციით, შესაძლებელია განვითარდეს აგფ ინჰიბიტორებთან ერთად. აღნიშნული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს მკურნალ ექიმთან დაკავშირება.
მიღების წესი:
მედიკამენტი უნდა გადაიყლაპოს ჭიქა წყლის მიყოლებით, სასურველია მიღება მოხდეს ყოველ დღე ერთიდაიგივე დროს, დილით, კვების წინ. მკურნალი ექიმი შეარჩევს პაციენტისთვის შესაფერის დოზას. ეს იქნება ჩვეულებრივ დღეში ერთი ტაბლეტი. პერინამ დენკი ჩვეულებრივ ინიშნება პაციენტებში, რომლებიც უკვე იღებენ პერინდოპრილს და ამლოდიპინს ცალცალკე.







