სრული აღწერა:
პანტო-დენკ 20 შეიცავს აქტიურ ნივთიერება პანტოპრაზოლს. პანტო-დენკ 20 არის სელექციური “პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორი”, პრეპარატი, რომელიც ამცირებს კუჭში წარმოქმნილი მჟავას რაოდენობას. გამოიყენება კუჭის და ნაწლავის მჟავიანობასთან დაკავშირებული დაავადებების სამკურნალოდ.

შემადგენლობა:
• აქტიური ნივთიერება არის პანტოპრაზოლი. თითოეული გასტრორეზისტენტული ტაბლეტი შეიცავს 20 მგ პანტოპრაზოლს, რაც 22.6 მგ პანტოპრაზოლის ნატრიუმის სესკვიჰიდრატის ექვივალენტურია.
• დამხმარე ნივთიერებები არის მალტიტოლი, კროსპოვიდონი, ნატრიუმის კარმელოზა, ნატრიუმის კარბონატი, კალციუმის სტეარატი, პოლი (ვინილ-სპირტი), ტალკი, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი 3350, სოიოს მარცვლიდან მიღებული ლეციტინი, რკინის ყვითელი ოქსიდი, მეთაკრილის მჟავა – ეთილის აკრილატის კოპოლიმერი (1:1), ტრიეთილის ციტრატი.

შესაძლო გვერდითი ეფექტები:

ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
თუ გამოვლინდა ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტებიდან რომელიმე, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ამ ტაბლეტების მიღება და მიემართოს ექიმს, ან უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელ განყოფილებას:
სერიოზული ალერგიული რეაქციები (იშვიათად: შეიძლება გამოვლინდეს 1,000 პაციენტიდან 1 შემთხვევაში):
ენის ან/და ხორხის შეშუპება, ყლაპვის გართულება, ჭინჭრის ციება (ჭინჭრის გამონაყარი), სუნთქვის გართულება, სახის ალერგიული შეშუპება (კვინკეს შეშუპება/ანგიოედემა), მწვავე თავბრუსხვევა, აჩქარებული გულის რითმით და ჭარბოფლიანობით.
სერიოზული რეაქციები კანის მხრივ (უცნობი სიხშირით: არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირე ვერ დადგინდა):
ბუშტუკები კანზე და ზოგადი მდგომარეობის სწრაფი გაუარესება, ეროზია (მათ შორის უმნიშვნელო სისხლდენა) თვალების, ცხვირის, პირის ღრუს/ტუჩების ან გენიტალიებიდან (სტივენს-ჯონსონის-სინდრომი, ლაილის სინდრომი, მულტიფორმული ერითემა) და სინათლის მიმართ სენსიტიურობა.
სხვა სერიოზული მდგომარეობები (უცნობი სიხშირით: არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირე ვერ დადგინდა):
კანის ან თვალის თეთრი გარსის გაყვითლება (ღვიძლის უჯრედების მწვავე დაზიანება, სიყვითლე) ან ცხელება, გამონაყარი, თირკმელის გაფართოება, ზოგჯერ შარდვის დროს ტკივილთან ერთად, ზურგის ქვედა ნაწილის ტკივილი (თირკმელის სერიოზული ანთება), შეიძლება გამოვლინდეს თირკმელის უკმარისობა.

სხვა გვერდითი ეფექტები შემდეგია:
ხშირი (შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1 შემთხვევაში)
კეთილთვისებიანი პოლიპები კუჭში.
არახშირი (შეიძლება გამოვლინდეს 100-დან 1 შემთხვევაში)
თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, დიარეა, ავადმყოფობის შეგრძნება, ღებინება, შებერილობა და მეტეორიზმი, ყაბზობა, პირის სიმშრალე, მუცლის არეში ტკივილი და დისკომფორტი, გამონაყარი კანზე, ეგზანთემა, გამონაყარი, ქავილი, სისუსტის შეგრძნება, დაღლილობა ან ზოგადად ცუდად ყოფნის შეგრძნება, ძილის მხრივ დარღვევები, ბარძაყის, მაჯის ან ხერხემლის მოტეხილობა.
იშვიათი (შეიძლება გამოვლინდეს 1,000-დან 1 შემთხვევაში)
გემოვნების შეგრძნების ცვლილება ან დაკარგვა, მხედველობის მხრივ დარღვევები, როგორიც არის დაბურული მხედველობა, ჭინჭრის ციება, სახსრების, კუნთების ტკივილი, სხეულის წონის ცვლილება, სხეულის მომატებული ტემპერატურა, მაღალი სიცხე, კიდურების შეშუპება (პერიფერიული ოედემა), ალერგიული რეაქციები, დეპრესია, მამაკაცებში მკერდის გაზრდა.
ძალიან იშვიათი (შეიძლება გამოვლინდეს 10,000-დან 1 შემთხვევაში)
დეზორიენტაცია.
ძალიან იშვიათად, სოიოს მარცვლის ლეციტინმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.
უცნობი სიხშირით (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირე ვერ დადგინდა)
ჰალუცინაცია, კონფუზია (განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომელთაც ანამნეზში აღენიშნება მსგავსი ნიშნები), სისხლში ნატრიუმის დონის შემცირება, სისხლში მაგნიუმის დონის შემცირება (იხ. პუნქტი 2), ჩხვლეტის შეგრძნება, წვის შეგრძნება, დაბუჟება, გამონაყარი, შესაძლებელია ტკივილი სახსრებში, მსხვილი ნაწლავის ანთება, რაც იწვევს ხანგრძლივ წყლიან დიარეას.

გვერდითი ეფექტები, რომელიც ვლინდება სისხლის ანალიზებში
არახშირად (შეიძლება გამოვლინდეს 100-დან 1 შემთხვევაში)
ღვიძლის ფერმენტების მომატება.
იშვიათად (შეიძლება გამოვლინდეს 1,000-დან 1 შემთხვევაში)
ბილირუბინის დონის მომატება, სისხლში ცხიმოვანი უჯრედების დონის მომატება, გრანულირებული ლეიკოციტების რაოდენობის მკვეთრი დაცემა, რომელიც დაკავშირებულია მაღალ ტემპერატურასთან.
ძალიან იშვიათად (შეიძლება გამოვლინდეს 10,000-დან 1 შემთხვევაში)
სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, რასაც შეიძლება შედეგად მოყვეს სისხლდენა ან სილურჯეები; სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ხშირი ინფექციები; სისხლის თეთრი და წითელი უჯრედების, ასევე თრომბოციტების რაოდენობის პათოლოგიური შემცირება.

მიღების წესი:
ტაბლეტი მიიღება ჭამამდე 1 საათით ადრე, დაღეჭვის ან გატეხვის გარეშე. უნდა გადაიყლაპოს მთლიანად ჭიქა წყალთან ერთად.

Status

ურეცეფტო

ამ პროდუქტის დეტალები არ არის ხელმისაწვდომი.

პანტო-დენკი 20მგ 28 ტაბლეტი
9.00

In stock