add_action('wp_footer', function () { ?>

სრული აღწერა:
კალცი დე-დენკი არის შუშხუნა ტაბლეტები, შეიცავს კალციუმის და ვიტამინი D–ს – ძვლის ფორმირებისთვის აუცილებელ 2 ნივთიერებას
კალცი დე-დენკი გამოიყენება:
 კალციუმის და D ვიტამინის ნაკლებობის ერთდროული მკურნალობის კორექცია ხანდაზმულებში.
 როგორც დამხმარე პრეპარატი ოსტეოპოროზის მკურნალობის დროს ისეთ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ერთდროულად კალციუმის და D ვიტამინის ნაკლებობა.
უნდა მიემართოს ექიმს, თუ პაციენტი არ გრძნობს თავს უკეთ ან თავს გრძნობს უფრო ცუდად.

შემადგენლობა:
– აქტიური ნივთიერებებია: კალციუმი და ქოლეკალციფეროლი (ვიტამინი D3).
თითოეული შუშხუნა ტაბლეტი შეიცავს 1,000 მგ კალციუმს (კალციუმის კარბონატის სახით) და 22 მიკრო გრ ქოლეკალციფეროლს (ვიტამინი D3, ექვივალენტური 880 ს.ე).

– დამხმარე ნივთიერებებია: ალფა-ტოკოფეროლი, სოიოს ჰიდროგენიზებული ზეთი, ჟელატინი, საქაროზა, სიმინდის სახამებელი, ლიმონმჟავა, ნატრიუმის წყალბადის კარბონატი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, პოვიდონი, საქარინის ნატრიუმი, ნატრიუმის ციკლამატი, მაკროგოლ 6000, სიმეთიკონი, მეთილის ცელულოზა, ფორთოხლის წვენის არომატიზატორი.

შესაძლო გვერდითი ეფექტები:
ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა იგი ყველას არ უვლინდება.

არახშირი: შეიძლება გამოვლინდეს 100 პაციენტიდან 1 შემთხვევაში
მაღალი დოზების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში (ჰიპერკალცემია) ან შარდში (ჰიპერკალციურია) კალციუმის დონის გაზრდა.
ჰიპერკალცემიის ნიშნებია: მადის დაკარგვა, გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, მუცლის ტკივილი, კუნთების სისუსტე, ძილიანობა და დაბნეულობა, უკიდურესი წყურვილის შეგრძნება, გადაჭარბებული ან უჩვეულოდ მომატებული შარდვა და/ან ხშირი შარდვა და ძვლების ტკივილი.

იშვიათად: შეიძლება გამოვლინდეს 1,000 პაციენტიდან 1 შემთხვევაში
ყაბზობა, საჭმლის მონელების მხივ დარღვევები, მეტეორიზმი, გულისრევა, მუცლის ტკივილი და დიარეა.

ძალიან იშვიათად: შეიძლება გამოვლინდეს 10,000 პაციენტიდან 1 შემთხვევაში
ქავილი, გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება და ალერგიული რეაქციები (სოიოს ზეთის გამო).
რძე-ტუტის სინდრომი (ე.წ. ბურნეტის სინდრომი; ჩვეულებრივ ვლინდება მხოლოდ კალციუმის ჭარბად მიღების შემთხვევაში); ნიშნები არის ჰიპერკალცემია, მეტაბოლური ალკალოზი, დარღვევები თირკმლის ფუნქციის მხრივ და კალციუმი გადადის რბილ ქსოვილში.

უცნობი სიხშირით: არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირე ვერ დადგინდა
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები.
დაუყონებლივ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს, თუ გამოვლინდა რომელიმე ქვემოთ მოყვანილი სერიოზული ალერგიული რეაქცია: სახის, ტუჩების, ენის (ანგიოედემა) ან ხორხის (ლარინგეალური შეშუპება) შეშუპება.

ძალიან იშვიათ შემთხვევებში, სოიოს ზეთმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები
თუ პაციენტს აქვს თირკმლის უკმარისობა, იგი იმყოფება სისხლში ფოსფატის დონის გაზრდილი რისკის ქვეშ, თირკმელის “კენჭების” ჩამოყალიბების ან თირკმელში კალციუმის რაოდენობის გაზრდის მომატებული რისკის ქვეშ.

მიღების წესი:
ეს მედიკამენტი ყოველთვის მიიღება გამოყენების ამ ინსტრუქციის, მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციის ზუსტი დაცვით. ეჭვის არსებობის შემთხვევაში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
რეკომენდებული დოზა არის ერთი შუშხუნა ტაბლეტი დღეში.
შუშხუნა ტაბლეტი უნდა გაიხსნას 1 ჭიქა სასმელ წყალში (200 მლ) და მიირთვით ჭიქის მთლიანი შემადგენლობა.

Status

ურეცეფტო

ამ პროდუქტის დეტალები არ არის ხელმისაწვდომი.