სრული აღწერა:
ვიტ-ბ-დენკი არის ვიტამინის მედიკამენტი.
ვიტ-ბ-დენკი გამოიყენება ნერვული სისტემის დაავადებების სამკურნალოდ, რომლიც გამოწვეულია ვიტამინების В1 და В6 -ის დადასტურებული უკმარისობით.
შემადგენლობა:
- აქტიური ნივთიერება არის თიამინის ჰიქდროქლორიდი (ვიტამინი В1) და პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი. აპკიანი გარსით დაფარული თითოეული ტაბლეტი შეიცავს: 100 მგ თიამინის ჰიქდროქლორიდს და 200 მგ პირიდოქსინის ჰიდროქლორიდს.
- სხვა ნივთიერებებია დექსტრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კროსპოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი [ბოსტნეული], კოლოიდური უწყლო სილიციუმი, ტალკი, მეთილცელულოზა, მეთაკრილის მჟავა – მეთილმეთაკრილის კოპოლიმერი, ტრიეთილის ციტრატი, მაკროგოლ 6000, ტიტანის დიოქსიდი.
შესაძლო გვერდითი ეფექტები:
ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები
ძალიან ხშირად შეიძლება გავლენა იქონიოს 10-დან 1 ან მეტ ადამიანზე.
ხშირად: შეიძლება გავლენა იქონიოს 10-დან 1 ადამიანზე.
იშვიათად: შეიძლება გავლენა იქონიოს 100-დან 1 ადამიანზე
იშვიათად: შეიძლება გავლენა იქონიოს 1,000-დან 1 ადამიანზე
ძალიან იშვიათად: შეიძლება გავლენა იქონიოს 10,000-დან 1 ადამიანზე
არსებობს მონაცემები პეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობის შესახებ კერძოდ: ჭინჭრის ციება, გამონაყარი კანზე, შოკი.
ნერვული სისტემის მხრივ:
პერიფერიული სენსორული ნეიროპათიის (ნერვული დარღვევები, კანის უჩვეულო მგრძნობელობასთან ერთად, მაგალითად ჩხვლეტის შეგრძნება, ძირითადად ფეხებსა და ხელებში) გამოვლინდა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ვიტამინი В6-ის 50 მგ-ს ან უფრო მაღალ დღიურ დოზებს ხანგრძლივად, ასევე დოზებს გრამებში ხანმოკლე პეროდის განმავლობაში (იხ. პუნქტი განსაკუთრებული სიფრთხილით და სიფრთხილის ზომები“).
მიღების წესი:
ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს დაუღეჭავად, საკმარისი რაოდენობის სითხის მიყოლებით.







