სრული აღწერა:
ლოსარტანი მიეკუთვნება იმ პრეპარატის კლასს, რომლებიც ცნობილია ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორის ანტაგონისტების სახელით. ნივთიერება ანგიოტენზინ II წარმოიქმნება ადამიანის სხეულში, უერთდება სისხლძარღვების რეცეპტორებს და ავიწროვებს მათ. ეს იწვევს არტერიული წნევის მომატებას. ლოსარტანი ხელს უშლის ანგიოტენზინის II-ის მიერთებას თავიანთ რეცეპტორებზე, შესაბამისად ეს იწვევს სისხლძარღვების მოდუნებას და არტერიული წნევის დაწევას. ლოსარტანი აფერხებს თირკმლის დაზიანებას იმ პაციენტებში, ვისაც აღენიშნება მაღალი არტერიული წნევა და მე-2 ტიპის დიაბეტი.

შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება არის ლოსარტანის კალიუმი. ლოსარ-დენკ 25-ის თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 25 მგ ლოსარტანის კალიუმს, რაც ექვივალენტურია 22.9 მგ ლოსარტანისა.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, პრეჟელატინირებული სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, ჰიდროქსიპროპილის ცელულოზა, ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E171).

შესაძლო გვერდითი ეფექტები:

სხვა პრეპარატების მსგავსად ლოსარ-დენკ 25-მაც შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვლინდება.
თუ პაციენტს გამოუვლინდება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი, მაშინ ლოსარ-დენკ 25-ით მკურნალობა უნდა შეწყდეს და დაუყოვნებლივ მიემართოს მკურნალ ექიმს ან უახლოეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებას ან საავადმყოფოს: მძიმე ალერგიული რეაქციები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გამონაყარი, ქავილი, ასევე სახის, ტუჩების, პირის ღრუს ან ხახის შეშუპება, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს ყლაპვის და სუნთქვის გაძნელებასთან. ეს არის სერიოზული, თუმცა იშვიათი გვერდითი რეაქცია, რომელიც ვლინდება 10000-დან 1-ზე მეტ პაციენტში და 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში. პაციენტს შესაძლებელია დასჭრიდეს სასწრაფო სამედიცინო ჩარევა ან ჰოსპიტალიზაცია.

გვერდითი რეაქციების შეფასება ხდება ქვემოთ მოყვანილი ცხრილის საფუძველზე:
ძალიან ხშირი: 10 პაციენტში ერთ შემთხვევაზე ხშირად
ხშირი: 1 /10-ზე იშვიათად, მაგრამ 1/100-ზე ხშირად
არა ხშირი: 1/100-ზე იშვიათად, მაგრამ 1/1000-ზე ხშირად
იშვიათი: 1/1000-ზე იშვიათდ, მაგრამ 1/10000-ზე ხშირად
ძალიან იშვიათად 1/10000–ზე ან უფრო ნაკლები, ინდივიდუალური შემთხვევების ჩათვლით
უცნობი სიხშირით არსებული მონაცემებიდან მიხედვით სიხშირე არ არის დადგენილი. ლოსარტანის მიღების დროს გამოვლინდა ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტები:
ხშირი:
– თავბრუსხვევა;
– დაბალი არტერიული წნევა;
– სისუსტე;
– დაღლილობის შეგრძნება
– გლუკოზის ძალიან დაბალი სისხლში (ჰიპოგლიკემია);
– კალიუმის მომატებული დონე სისხლში (ჰიპერკალემია);

არახშირი:
– ძილიანობა;
– თავის ტკივილი;
– ძილის დარღვევა;
– გულის ფრიალი ან გახშირებული გულისცემა;
– ძლიერი ტკივილი და მოჭერის შეგრძნება მკერდის მიდამოში (სტენოკარდია);
– დაბალი არტერიული წნევა (განსაკუთრებით დიდი რაოდენობით სითხის დაკარგვის შემდეგ, მაგალითად გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში ან ვინც, მკურნალობს შარდმდენების მაღალი დოზებით);
– დოზა-დამოკიდებული ორთოსტატული ეფექტები, მაგალითად არტერიული წნევის დაცემა ან ჩივილები ცირკულაციისმხრივ მწოლიარე ან მჯდომარე პოზიციიდან ფეხზე წამოდგომის დროს;
– სუნთქვის უკმარისობა (დისპნოე);
– კუჭის ტკივილი;
– ყაბზობა,
– ფაღარათი,
– გულისრევა;
– ღებინება;
– ჭინჭრის ციება (ურტიკარია)
– ქავილი (პრურიტუსი)
– გამონაყარი და სხეულის ზოგიერთი ნაწილის შეშუპება (ედემა);

იშვიათი:
– სისხლძარღვების ანთებითი დაზიანება (ანგიიტი, მათ შორის ჰენოქ-შოენლეინის პურპურა),
– დაბუჟების ან ჩხვლეტის შეგრძნება (პარესთეზიები);
– გულის წასვლა (სინკოპე).
– სწრაფი გულისცემა და არითმიები (მაგ. წინაგულების ფიბრილაცია),
– ინსულტი;
– ღვიძლის ანტებითი დაზიანება (ჰეპატიტი),
– ალანინ ამინოტრანსფერაზების დონის მომატება (ALთ სისხლის ანალიზები ღვიძლის ფუნქციის შესამოწმებლად) სისხლში, ის ხშირად ისევ იკლებს მკურნალობის შეწვეტის შემდეგ. უცნობი სიხშირით:
– სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ანემია),
– თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია),
– შაკიკი,
– ხველა’
– ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
– კუნთენის და სახსრების ტკივილი
– თირკმელის ფუნქციის დარღვევა (მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ შეიძლება თავისით ალაგდეს), ასევე თირკმლის უკმარისობა.
– გაციების მსგავსი სიმპტომები,
– სისხლში შარდოვანას დონის მომატება,
– შრატში კრეატინინის და კალიუმის დონის მომატება, გულის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში.
– წელის ტკივილი,
– საშარდე გზების ინფექციები.
თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი მიიღებს სერიოზულ სახეს, ან გამოვლინდება ისეთი გვერდითი ეფექტები, რომლებიც არ იყო აღნიშნული მოცემულ ინსტრუქციაში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

მიღების წესი:
ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს ჭიქა წყალთან ერთად.
სასურველია ლოსარ-დენკ 25-ის მიღება ყოველდღე ერთიდაიგივე დროს. თუ, მნიშვნელოვანია ლოსარ-დენკ 25-ით მკურნალობის გაგრძელება თუ ექიმის მითითება არ არის განსხვავებული.

Status

რეცეფტული

ამ პროდუქტის დეტალები არ არის ხელმისაწვდომი.

ლოსარ-დენკი 25მგ 28 ტაბლეტი
8.00

In stock