add_action('wp_footer', function () { ?>

სრული აღწერა:
გლიმეპირიდ დენკ 2 არის ჰიპოგლიკემიური საშუალება (შიგნით მისაღები ანტიდიაბეტური მედიკამენტი, რომელიც მიეკუთვნება სულფონილურეას კლასს).
გლიმეპირიდ დენკ 2 გამოიყენება გარკვეული ტიპის დიაბეტის (დიაბეტ მელიტუსი ტიპი 2) სამკურნალოდ, მაშინ როდესაც მხოლოდ დიეტა, ფიზიკური ვარჯიში, და წონაში კლება არ არის საკმარისი.
პაციენტმა უნდა იცოდეს რომ: მკურნალობის საფუძველს წარმოადგენს მკურნალი ექიმის მიერ რეკომენდებული დიეტა, რომლის მკაცრად დაცვაც აუცილებელია, გლიმეპირიდ დენკ 2-ის მიღებისას საჭიროა რომ პაციენტმა კვლავ დაიცვას დიეტის ინსტრუქციები, რადგან მხოლოდ მედიკამენტი ვერ ახდენს მის კომპენსაციას.


შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება არის გლიმიპერიდი.
ერთი ტაბლეტი შეიცავს 2 მგ გლომეპერიდს.
სხვა დამხმარე ნივთიერებებია: ლაქტოზის მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, კარბოქსიმეთილ ნატრიუმის სახამებელი (ტიპი A), პოვიდონი, პოლისორბატი 80, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი (მცენარეული).

შესაძლო გვერდითი ეფექტები:
ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად გლიმეპირიდ დენკ 2-საც შეუძლია გამოიწვიო გვერდითი ეფექტები, თუმცა ყველას არ აღენიშნება ისინი.
გვერდითი ეფექტების კლასიფიკაცია ხდება სიხშირის მიხედვით:

ძალიან ხშირი: უფრო მეტი ვიდრე 10-ში 1;
ხშირი: მეტი ვიდრე 100-ში 1, მაგრამ ნაკლები ვიდრე 10-ში 1
არახშირი: მეტი ვიდრე 1 1000-ში, მაგრამ ნაკლები ვიდრე 100-ში 1
იშვიათი: მეტი ვიდრე 10 000-ში ერთი, მაგრამ ნაკლები ვიდრე ერთი 1000-ში
ძალიან იშვიათი: 1 ან ნაკლები 10 000, ინდივიდუალური შემთხვევების ჩათვლით
უცნობი სიხშირით: არსებული მონაცემების საფუძველზე ვერ მოხერხდა შეფასება

სისხლისა და ლიმფური სისტემის დაავადებები
იშვიათად: ცვლილებები სისხლის საერთო ანალიზში იშვიათია, ძირითადად შექცევადია მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. თუმცა ინდივიდუალურ შემთხვევებში შეიძლება მძიმე შედეგიც გამოიწვიოს. აღინიშნებოდა თრომბოციტების რიცხვის შემცირება, სისხლის წითელი და თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება და ზოგჯერ სისხლის ყველა ტიპის უჯრედების სიცოცხლესთან შეუთავსებელი შემცირება, ანემია (ჰემოლიზური ანემია).

იმუნური სისტემის დაავადებები
ძალიან იშვიათ შემთხვევებში ალერგიული რეაქცია (მაგალითად კანზე), შეიძლება გადაიზარდოს სასიკვდილო რეაქციებში, რომელიც დაკავშირებულია სუნთქვის გაძნელებასთან, სისხლის წნევის მკვეთრ დაცემასთან და ზოგჯერ შოკთან. აქედან გამომდინარე თუ პაციენტს გამოუვლინდა კანზე ალერგიული რეაქცია სასწრაფოდ უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს. შესაძლოა ასევე განვითარდეს სისხლძარღვების ალერგიული ანთება (ალერგიული ვასკულიტი), რაც ასევე ძალიან იშვიათია.
ჯვარედინი ალერგიული რეაქცია შეიძლება განვითარდეს სხვა მედიკამენტების მიღებისას ისეთების როგორიცაა სულფონილურეა (ჰიპოგლიკემიური საშუალება), სულფონამიდები (ანტიბიოტიკები) ან ასევე შესაძლებელია მათთან დაკავშირებული ნივთიერებებიც.

მეტაბოლიზმის და კვების დარღვევები
იშვიათია სისხლში შაქრის დონის მკვეთრი დაცემა

მხედველობის მხრივ დარღვევები
შეიძლება განვითარდეს მხედველობის გარდამავალი დარღვევა, განსაკუთრებით მკურნალობის დაწყებისას.

გასტროინტესტინალური ტრაქტის მხრივ დარღვევები
გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, ძალიან იშვიათია სისავსის შეგრძნება კუჭში და მუცლის ტკივილი. იშვიათ შემთხვევებში ამან შეიძლება საჭირო გახადოს მკურნალობის შეწყვეტა.

ღვიძლის და ნაღვლოვანი სისტემის დაავადბები
შეიძლება მოიმატოს ღვიძლის ფერმენტების დონემ. ძალიან იშვიათად შეიძლება განვითარდეს ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (ნაღვლის დრენირების შეფერხება და სიყვითლე), შესაძლოა განვითარდეს ჰეპატიტი და ზოგჯერ სიცოცხლესთან შეუთავსებელი ღვიძლის უკმარისობა.

კანისა და კანქვეშა ქსოვილების დაავადებები
იშვიათია ალერგიული რეაქციები კანზე, მაგალითად, ქავილი, გამონაყარი და ჭინჭრის ციება.
ძალიან იშვიათ შემთხვევებში აღინიშნა ფოტოსენსიტიურობა

კვლევები
ძალიან იშვიათად: მცირდება ნატრიუმის დონე სისხლში
ზოგიერთი მედიკამენტით გამოწვეული გვერდითი ეფექტები (მაგ. ჰიპოგლიკემია, ღვიძლის უკმარისობა, სისხლის გარკვეული ტიპის უჯრედების რაოდენობის ცვლილებები, მომატებული მგრძნობელობა) შეიძლება იყოს სიცოცხლესთან შეუთავსებელი. თუ უეცრად განვითარდება რომელიმე გვერდითი ეფექტი, ან სწრაფად გაუარესდება, სასწრაფოდ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს, არ შეიძლება მკურნალობის გაგრძელება ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი მიიღებს სერიოზულ სახეს ან გამოვლინდება ისეთი სიმპტომები, რომლებიც არ არის მოცემული აღნიშნულ ინსტრუქციაში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

მიღების წესი:
ტაბლეტები მიიღება მთლიანად საკმარისი რაოდენობის სითხესთან ერთად (მაგ. ჭიქა წყალის მიყოლებით)
მიღების დროს და დოზების განაწილებას პაციენტის ცხოვრების სტილის (დიეტის) მიხედვით განსაზღვრავს ექიმი.
ჩვეულებრივ მთლიანი დღიური დოზა მიიღება ერთჯერ დღეში საუზმემდე ცოტა ხნით ადრე, თუ პაციენტი არ საუზმობს, მაშინ მედიკამენტი მიიღება პირველ მთავარ კვებამდე.
მნიშვნელოვანია გლიმეპირიდ დენკ 2-ის ექიმის მიერ შერჩეული განრიგით მიღება. გლიმეპირიდის მიღების შემდეგ არ შეიძლება კვების გამოტოვება.
თუ პაციენტი ფიქრობს, რომ გლიმეპირიდ დენკ 2-ის ეფექტი არის ან ძალიან სუსტი ან პირიქით ძალიან ძლიერი უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

Status

რეცეფტული

ამ პროდუქტის დეტალები არ არის ხელმისაწვდომი.

გლიმეპირიდ დენკი 2მგ 30 ტაბლეტი
6.00

In stock