სრული აღწერა:
გლიმეპირიდ დენკ 3 არის პერორალურად აქტიური მედიკამენტი, რომელიც ამცირებს სისხლში შაქრის დონეს. ანტიდიაბეტური მედიკამენტი, რომელიც მიეკუთვნება სულფონილშარდოვანას ჯგუფს.
გლიმეპირიდ დენკ 3 მოქმედებს პანკრეასიდან ინსულინის გამოთავისუფლების რაოდენობის გაზრდაზე. შემდეგ ინსულინ ამცირებს სისხლში შაქრის დონეს.
გლიმეპირიდ დენკ 3 გამოიყენება გარკვეული ტიპის დიაბეტის (შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2) სამკურნალოდ, მაშინ როდესაც მხოლოდ დიეტა, ფიზიკური ვარჯიში, და წონაში კლება არ არის საკმარისი.
შემადგენლობა:
– აქტიური ნივთიერება არის გლიმეპირიდი. ერთი ტაბლეტი შეიცავს 3 მგ გლიმეპირიდს.
– დამხმარე ნივთიერებებია: ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, პოვიდონი, პოლისორბატი 80, რკინის ყვითელი ოქსიდი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი [მცენარეული].
შესაძლო გვერდითი ეფექტები:
ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, გლიმეპირიდ დენკ 3-საც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ყველას არ აღენიშნება ისინი.
დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ გამოვლინდა ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელიმე:
– ალერგიული რეაქციები (სისხლძარღვების ანთების ჩათვლით, ხშირად კანზე გამონაყარი), რომლებიც შეიძლება გადაიზარდონ სერიოზულ რეაქციებში, გართულებული სუნთქვა, არტერიული წნევის დაქვეითება და ზოგჯერ შოკის პროგრესირება.
– ღვიძლის პათოლოგიური ფუნქცია კანისა და თვალების გაყვითლების ჩათვლით, ნაღვლის გადინების პრობლემები (ქოლესტაზი), ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი) ან ღვიძლის უკმარისობა.
– კანის ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა), როგორიცაა: ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება და მომატებული მგრძნობელობა მზის მიმართ.
ზოგიერთი მსუბუქი ალერგიული რეაქცია, შეიძლება გადაიზარდოს სერიოზულ რეაქციებში.
– მწვავე ჰიპოგლიკემია, მათ შორის ცნობიერების დაკარგვა, კრუნჩხვები და კომა
სხვა შესაძლო გვერდითი ეფექტები:
იშვიათად (1,000 პაციენტიდან 1 შემთხვევაში)
სისხლში შაქრის დონის მკვეთრი ვარდნა (ჰიპოგლიკემია; იხ. ნაწილი 2)
სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირება:
– თრომბოციტები (ზრდის სისხლდენის ან სისხლჩაქცევების რისკს)
– ლეიკოციტები (ზრდის ინფექციების ალბათობას)
– ერითროციტები (შეიძლება გამოიწვიოს კანის სიფერმკრთალე, სისუსტე ან ქოშინი)
ეს პრობლემები ძირითადად უმჯობესდება გლიმეპირიდით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ
– წონაში მომატება
– თმის ცვენა
– გემოვნების შეგრძნების დაქვეითება
ძალიან იშვიათად (10,000 პაციენტიდან 1 შემთხვევაში)
– ალერგიული რეაქციები (მათ შორის სისხლძარღვების ანთება, ხშირად კანზე გამონაყარით), რომლებიც შეიძლება გახდეს სერიოზული: გართულებული სუნთქვა, არტერიული წნევის დაქვეითება და ზოგჯერ შოკის პროგრესირება.
თუ გამოვლინდა რომელიმე ამ სიმპტომებიდან, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს.
– ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, კანისა და თვალების გაყვითლების ჩათვლით, ნაღველის სადინრის დარღვევა (ქოლესტაზი), ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი) ან ღვიძლის უკმარისობა.
თუ გამოვლინდა რომელიმე ამ სიმპტომებიდან, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს.
– ცუდად ყოფნის შეგრძნება, დიარეა, სისავსის ან შებერილობის შეგრძნება, და მუცლის ტკივილი.
– სისხლში ნატრიუმის დონის დაქვეითება (ნაჩვენებია სისხლის ტესტებში)
უცნობი სიხშირით (არსებული მონაცემების საფუძველზე, სიხშირე ვერ დადგინდა)
– შეიძლება გავითარდეს ალერგია კანზე (ჰიპერმგრძნობელობა), როგორიცაა: ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება და მომატებული მგრძნობელობა მზის მიმართ. ზოგიერთი მსუბუქი ალერგიული რეაქცია შეიძლება გადაიზარდოს სერიოზულში, რაც გამოიხატება ყლაპვის ან სუნთქვის პრობლემებით, ტუჩების, ყელის ან ენის შეშუპებით. რომელიმე გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს.
– შეიძლება გავითარდეს ალერგიული რეაქციები სულფონილშარდოვანასთან, სულფონამიდებთან ან მასთან დაკავშირებულ პრეპარატებთან.
– გლიმეპირიდით მკურნალობის დაწყებისას, შესაძლოა გავითარდეს მხედველობის პრობლემები. ეს გამოწვეულია სისხლში შაქრის დონის ცვლილებებით და მდგომარეობა უნდა გაუმჯობესდეს მალე.
– ღვიძლის ფერმენტების მომატება
– სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (შესაძლო შედეგებია: მწვავე სისხლდენა, კანქვეშა სისხლჩაქცევები)
მიღების წესი:
– მედიკამენტი მიიღება პერორალურად, ჭამის წინ ან მის დროს (ჩვეულებრივ საუზმე). თუ არ საუზმობთ, მედიკამენტი მიიღება ექიმის მიერ დადგენილი გრაფიკის მიხედვით. მნიშვნელოვანია, არ გამოტოვოთ კვება, როდესაც იღებთ გლიმეპირიდ დენკ 3-ს.
– გადაყლაპეთ ტაბლეტი მინიმუმ ნახევარი ჭიქა წყლის მიყოლებით. არ დაფშვნათ ან დაღეჭოთ ტაბლეტი.
– ტაბლეტი შეიძლება დაიყოს თანაბარ ზოდებად.







