სრული აღწერა:
ლეტროზოლ დენკ 2.5 შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ე.წ ლეტროზოლს. იგი მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, რომლის სახელია არომატაზას ინჰიბიტორები. იგი განკუთვნილია ჰორმონ-დამოკიდებული ძუძუს კიბოს (ანუ ენდოკრინული) მკურნალობისათვის. ძუძუს კიბოს პროგრესირება ხშირად სტიმულირდება ესტროგენების მიერ, რომლებიც წარმოადგენენ ქალის სასქესო ჰორმონებს. ლეტროზოლ დენკ 2.5 ამცირებს ესტროგენის რაოდენობას იმ ფერმენტის (“არომატაზას”) დაბლოკვის გზით, რომელიც მონაწილეობს ესტროგენის წარმოქმნაში და შესაბამისად შეიძლება დაბლოკოს ძუძუს კიბოს პროგრესირება, რომლის ზრდისთვისაც საჭიროა ესტროგენები. შედეგად სიმსივნური უჯრედები ანელებენ ან აჩერებენ ზრდას და/ან გავრცელებას სხეულის სხვა ნაწილებში.

შემადგენლობა:
– აქტიური ნივთიერება არის ლეტროზოლი.
თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 2.5მგ ლეტროზოლს.
– სხვა დამხმარე ნივთიერებები:
ტაბლეტის ბირთვი: ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი (ტიპი A), მაგნიუმის სტეარატი (მცენარეული), კოლოიდური უწყლო სილიციუმი.
გარსი: ჰიპრომელოზა, მაკროგოლ 400, ტიტანის დიოქსიდი, ყვითელი რკინის ოქსიდი.

შესაძლო გვერდითი ეფექტები:
ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
გვერდითი ეფექტების უმეტესობა არის საშუალო ან ზომიერი სიმძიმის და ჩვეულებრივ ქრება მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე დღის ან კვირის შემდეგ.
ზოგიერთი გვერდითი ეფექტი როგორიცაა ალები, თმის ცვენა ან სისხლდენა საშოდან, შესაძლებელია გამოწვეული იყოს ორგანიზმში ესტროგენების ნაკლებობის გამო.
აღნიშნულმა გვერდითმა ეფექტებმა არ უნდა შეაშინოს პაციენტი. შესაძლებელია არცერთი მათგანი არ გამოვლინდეს.

ზოგიერთი გვერდითი ეფექტი შესაძლებელია იყოს სერიოზული
არახშირი (შეიძლება გამოვლინდეს 1 შემთხვევაში 100 პაციენტიდან):
– სისუსტე, დამბლა ან სხეულის რომელიმე ნაწილში შეგრძნების დაკარგვა (განსაკუთრებით ხელში ან ფეხში), კოორდინაციის დაკარგვა, გულისრევა, ლაპარაკის ან სუნთქვის გაძნელება (ტვინის დაზიანების ნიშანი, მაგალითად ინსულტი);
– უეცრად დაწყებული ტკივილი გულ-მკერდის არეში (გულის დაავადების ნიშანი);
– შეშუპება და სიწითლე ვენის გასწვრივ, რაც ძალიან მგრძნობიარეა და შესაძლოა შეხებისას მტკივნეული იყოს;
– მწვავე ცხელება, კანკალი ან ინფექციით გამოწვეული პირის ღრუს წყლული (სისხლის თეთრი უჯრედების ნაკლებობა);
– მწვავედ გამოხატული პერსისტენტული დაბინდული მხედველობა.

იშვიათი (შეიძლება გამოვლინდეს 1 შემთხვევაში 1,000 პაციენტიდან):
– სუთქვის გაძნელება, ტკივილი გულ-მკერდის არეში, გულის წასვლა, აჩქარებული გულისცემა, ციანოზი ან ხელის, ფეხის ან ტერფის უეცრად დაწყებული ტკივილი (სისხლის კოლტის ჩამოყალიბების ნიშანი);

რომელიმე ზემოთ ხსენებულის განვითარების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.
ასევე დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს თუ ლეტროზოლ დენკ 2.5-ით მკურნალობის დროს გამოვლინდება შემდეგი:
– შეშუპება, ძირითადად სახის და ხახის (ალერგიული რეაქციის ნიშანი);
– კანის და თვალების სიყვითლე, მადის დაკარგვა, შარდის გამუქება (ჰეპატიტის ნიშანი);
– გამონაყარი, კანის სიწითლე, ბუშტუკების გაჩენა ტუჩზე, თვალში ან პირის ღრუში, კანის აქერცვლა, ცხელება (კანის დაავადების ნიშნები);

ზოგიერთი გვერდითი ეფექტი ძალიან ხშირია
(შეიძლება გამოვლინდეს 10 პაციენტიდან 1 შემთხვევაში)
– ალები;
– ქოლესტეროლის დონის მომატება (ჰიპერქოლესტეროლემია);
– დაღლილობა;
– ოფლიანობის გაძლიერება;
– ძვლების და სახსრების ტკივილი (ართრალგია);
თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი დაძმიმდება, ასეთ შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.

ზოგიერთი გვერდითი ეფექტი ხშირია
(შეიძლება გამოვლინდეს 10 პაციენტიდან 1 შემთხვევამდე)
– გამონაყარი კანზე;
– თავის ტკივილი;
– თავბრუსხვევა;
– სისუსტე (ზოგადი სისუსტის შეგრძნება);
– დარღვევები კუჭ-ნაწლავის მხრივ, როგორიცაა გულისრევა, ღებინება, დისპეფსია, ყაბზობა, დიარეა;
– მადის მომატება ან დაქვეითება;
– კუნთების ტკივილი;
– ძვლების გათხელება ან გალევა (ოსტეოპოროზი), რაც ზოგ შემთხვევაში იწვევს მოტეხილობას (იხ. ასევე ლეტროზოლ დენკ 2.5 მკურნალობის შედეგი” პუნქტში 3);
– ხელების, ფეხების და კოჭების შეშუპება (ოედემა);
– დეპრესია;
– წონის მომატება;
– თმის ცვენა;
– მომატებული არტერიული წნევა (ჰიპერტენზია);
– მუცლის ტკივილი;
– კანის სიმშრალე;
– სისხლიანი გამონადენი საშოდან.
– პალპიტაციები, გულის უჩვეულო რითმი
– სახსრების რიგიდობა (არტრიტი)
– მკერდის ტკივილი
თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი მწვავედ გამოიხატება, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.

სხვა გვერდითი ეფექტები არახშირია.
(შეიძლება გამოვლინდეს 100 პაციენტიდან 1 შემთხვევაში)
ისინი შესაძლებელია გამოვლინდნენ ყოველი 1000 ნამკურნალევი პაციენტიდან 1-10-ში.
– ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები, როგორიც არის შფოთვა, ნევროზი, გაღიზიანება, მეხსიერების მხრივ პრობლემა, ძილიანობა, უძილობა;
– ტკივილი ან წვის შეგრძნება ხელებში და მაჯაში (მაჯის სინდრომი)
– მგრძნობელობის, განსაკუთრებით შეხების მხრივ დაღვევა;
– თვალის მხრივ დარღვევები, როგორიცაა მხედველობის დაბინდვა, თვალის გაღიზიანება;
– კანის მხრივ დარღვევები, მაგალითად ქავილი (ურტიკარია);
– საშოს სიმშრალე ან გამონადენი;
– მკერდის ტკივილი;
– ცხელება;
– წყურვილი, გემოვნების დარღვევა, პირის სიმშრალე;
– ლორწოვანი გარსების ანთება;
– წონის დაკლება;
– საშარდე გზების ინფექცია, გახშირებული შარდვა;
– ხველა
– ფერმენტების დონის მომატება.
– კანის და თვალების სიყვითლე
– ბილირუბინის მაღალის სისხლისმიერი დონე (სისხლის წითელი უჯრედების დაშლილი პროდუქტი)

უცნობი სიხშირით გამოვლენილი გვერდითი ეფექტები
(არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირე ვერ დადგინდა)
“მიბმული” თითის სინდრომი, მდგომარეობა როდესაც თითი ან მტევნის დიდი თითი იმყოფება მოხრილ მდგომარეობაში
თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი გამწვავდება, ასეთ შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.

მიღების წესი:
აღნიშნული პრეპარატი ყოველთვის მიიღება მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების ზუსტი დაცვით. რაიმე ეჭვის შემთხვევაში უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
რეკომენდებული დოზა შეადგენს ლეტროზოლ დენკ 2.5-ის აპკიანი გარსით დაფარულ ერთ ტაბლეტს, დღეში ერთჯერ. ლეტროზოლ დენკ 2.5-ის მიღება ერთი და იგივე დროს პაციენტს დაეხმარება, რომ არ დაავიწყდეს შემოგარსული ტაბლეტის მიღება.
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი მიიღება საკვებთან ერთად ან მისგან დამოუკიდებლად და უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, ჭიქა წყლის ან სხვა სითხის მიყოლებით.

Status

რეცეფტული

ამ პროდუქტის დეტალები არ არის ხელმისაწვდომი.

ლეტროზოლ დენკი 2.5მგ 30 ტაბლეტი
78.00

In stock