add_action('wp_footer', function () { ?>

სრული აღწერა:

ვილდა დენკ 50 მგ-ის აქტიური ნივთიერება, ვილდაგლიპტინი, მიეკუთვნება “ორალური ანტიდიაბეტური საშუალებების” სახელწოდებით ცნობილ ჯგუფს.

ვილდა დენკ 50 გამოიყენება ტიპი 2 დიაბეტის მქონე მოზრდილი პაციენტების სამკურნალოდ. მიიღება, როდესაც დიაბეტი ვერ კონტროლდება მხოლოდ დიეტით და ვარჯიშით. იგი გამოიყენება სისხლში შაქრის დონის საკონტროლოდ. მკურნალი ექიმი დანიშნავს ვილდა დენკ 50-ის მონოთერაპიას ან ზოგიერთ ანტიდიაბეტურ საშუალებებთან ერთად, რომელსაც პაციენტი უკვე ღებულობს და აღნიშნულმა პრეპარატმა ვერ გამოიწვია დიაბეტის ეფექტური კონტროლი.

ტიპი 2 დიაბეტი ვითარდება როდესაც ორგანიზმი ვერ გამოიმუშავებს საკმარისი რაოდენობით ინსულინს, ან ორგანიზმის მიერ გამომუშავებული ინსულინი ის არ მუშაობს შესაბამისად. ის ასევე შეიძლება განვითარდეს თუ ორგანიზმი გამოიმუშავებს ძალიან დიდი რაოდენობით გლუკაგონს.

ინსულინი არის ნივთიერება, რომელიც იწვევს სისხლის გლუკოზის დონის შემცირებას, განსაკუთრებით ჭამის შემდეგ. გლუკაგონი არის ნივთიერება, რომელიც იწვევს ღვიძლის მიერ გლუკოზის წაროქმნას, რაც შესაბამისად იწვევს სისხლის გლუკოზის დონის გაზრდას, პანკრეასი აწარმოებს ამ ორივე ნივთიერებას.

შემადგენლობა:

  •         აქტიური ნივთიერება ვილდაგლიპტინი.

თითოეული ტაბლეტი შეიცავს 50 მგ ვილდაგლიპტინს

  •         სხვა დამხმარე ინგრედიენტებია: ლაქტოზა (უწყლო), მიკროკრისტალური ცელულოზა, (სიმინდის) სახამებელი (ნაწილობრივ) პრეჟელატინირებული და მაგნიუმის სტრეარეტი [მცენარეული].

შესაძლო გვერდითი ეფექტები:

ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ის ყველას არ უვლინდება

ზოგიერთი ნიშანი მოითხოვს დაუყონებლივ სამედიცინო მეთვალყურეობას

უნდა შეწყდეს ვილდა დენკ 50მგ-ის მიღება და მიემართოს მკურნალ ექიმს დაუყონებლივ, თუ გამოვლინდა რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი:

  •         შეშუპება (იშვიათად: შეიძლება გამოვლინდეს 10 000 პაციენტიდან 1 შემთხვევაში): ნიშნები მოიცავს სახის, ენის ან ხორხის შეშუპებას, სუნთქვის, ყლაპვის გართულება, უეცარი გამონაყარი ან ჭინჭრის ციება, რომელიც შეიძლება განხილული იყოს, როგორც რეაქცია “ანგიოედემა”
  •         ღვიძლის დაავადება (ჰეპატიტი) (იშვიათი): ნიშნები მოიცავს კანის და თვალების გაყვითლებას, ღებინება, მადის დაკარგვა ან მუქი შეფერილობის შარდი, რომელიც შეიძლება განხილული იქნას, როგორც ღვიძლის დაზიანება (ჰეპატიტი)
  •         პანკრეასის ანთება (პანკრეატიტი) (უცნობი სიხშირით): ნიშნები მოიცავს მწვავე და ხანგრძლივ მუცლის ტკივილს (კუჭის არეში), რომელიც შეიძლება გადაეცემოდეს ზურგის ნაწილში, ასევე გულისრევა და ღებინება

მიღების წესი:

ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად წყლის მიყოლებით.

Status

რეცეფტული

ამ პროდუქტის დეტალები არ არის ხელმისაწვდომი.