სრული აღწერა:
მეტფორმინ დენკ 500 შეიცავს მეტფორმინს, დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტი. მიეკუთვნება ბიგუანიდების ჯგუფს.
ინსულინი წარმოადგენს პანკრეასის მიერ სინთეზირებულ ჰორმონს, რომლის მეშვეობითაც ხდება სისხლიდან გლუკოზის (შაქრის) ათვისება, რომელიც შემდგომ გამოიყენება ორგანიზმის მიერ ენერგიის წყაროდ ან ინახება შემდგომი გამოყენებისთვის.
შაქრიანი დიაბეტის შემთხვევაში, პანკრეასის მიერ არ ხდება ინსულინის საკმარისი ოდენობით გამომუშავება ან ორგანიზმი სათანადოდ ვერ იყენებს უკვე გამომუშავებულ ინსულინს. რასაც შედეგად მოჰყვება სისხლში გლუკოზის დონის მატება. მეტფორმინ დენკ 500 ეხმარება ორგანიზმს სისხლში გლუკოზის მაჩვენებლის ნორმალიზებაში.
ჭარბწონიან პაციენტებში, მეტფორმინ დენკ 500-ის ხანგრძლივი დროით მიღება ეხმარება დიაბეტთან დაკავშირებული გართულებების განვითარების თავიდან აცილებაში. მეტფორმინ დენკ 500 ასოცირდება სხეულის წონის შენარჩუნებასთან ან წონის ზომიერ კლებასთან.
მეტფორმინ დენკ 500 გამოიყენება შაქრიანი დიაბეტის ტიპი 2-ის (ცნობილი ასევე არაინსულინდამოკიდებულ შაქრიან დიაბეტად) სამკურნალოდ, როდესაც დიეტითა და ვარჯიშით ვერ ხერხდება სისხლში გლუკოზის დონის კონტროლი. ძირითადად, იგი გამოიყენება ჭარბწონიანი პაციენტების სამკურნალოდ.
მოზრდილებს შეუძლიათ მიიღონ მეტფორმინ დენკ 500 დამოუკიდებლად ან შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო სხვა მედიკამენტებთან კომბინირებულ თერაპიაში (პერორალურად მიღებული მედიკამენტები ან ინსულინი).
10 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებს და მოზარდებს ასევე შეუძლიათ მეტფორმინ დენკ 500-ის მიღება დამოუკიდებლად ან ინსულინთან კომბინირებულ თერაპიაში.
შემადგენლობა:
• აქტიური ნივთიერება არის მეტფორმინი. თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 500 მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდს, რაც შეესაბამება 390 მგ მეტფორმინს.
• დამხმარე ნივთიერებებია: პოვიდონი K30, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი [მცენარეული], ჰიპრომელოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლ 4000, ტალკი.
შესაძლო გვერდითი ეფექტები:
ყველა სხვა მედიკმანეტების მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა იგი ყველას არ უვლინდება. შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი გვერდითი ეფექტები:
მეტფორმინ დენკ 500-ის მიღება იწვევს ძალიან იშვიათ (შეიძლება გამოვლინდეს 10 000 ნამკურნალევი პაციენტიდან 1 შემთხვევაში), თუმცა მნიშვნელოვან გვერდით ეფექტს – ლაქტაციდოზს (იხ. პუნქტი ‘გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები’). აღნიშნულის გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს მეტფორმინ დენკ 500-ის მიღება და მიემართოს ექიმს ან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებას, რადგან ლაქტაციდოზის განვითარებამ შესაძლებელია გამოიწვიოს კომა.
ძალიან ხშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება გამოვლინდეს 10 ნამკურნალევი პაციენტიდან 1-ზე მეტ შემთხვევაში)
• საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები, ავადმყოფობის შეგრძნება (გულისრევა), ავადყოფნა (ღებინება), დიარეა, მუცლის ტკივილი (ტკივილი მუცლის არეში) და მადის დაქვეითება. აღნიშნული გვერდითი ეფექტები ყველაზე ხშირად ვლინდება მეტფორმინით მკურნალობის დასაწყისში. სიმპტომების შემსუბუქებისათვის ასევე შესაძლებელია დღიური დოზა გაიყოს რამდენიმე მიღებად, ასევე თუ მეტფორმინ დენკ 500 მიიღება საკვებთან ერთად ან კვების შემდეგ. თუ სიმპტომები გახანგრძლივდა, უნდა შეწყდეს მეტფორმინ დენკ 500-ის მიღება და რჩევისთვის მიემართოს მკურნალ ექიმს.
ხშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება გამოვლინდეს 10 ნამკურნალევი პაციენტიდან 1 შემთხვევაში)
• გემოს შეგრძნების ცვლილება
ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები (შეიძლება გამოვლინდეს 10 000 ნამკურნალევი პაციენტიდან 1 შემთხვევაში)
• ლაქტაციდოზი, ძალიან იშვიათი, მაგრამ პოტენციურად მეტად საშიში გართულებადი მდგომარეობაა, განსაკუთრებით თუ მას თან ახლავს თირკმლის უკმარისობა. ლაქტაციდოზის სიმპტომები არასპეციფიკურია (იხ. პუნქტი „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“).
• ღვიძლის ფუნქციის ცვლილება ან ჰეპატიტის განვითარება (ღვიძლის ანთებითი დაავადება, რომელსაც ახლავს სისუსტე, მადის დაქვეითება, წონაში კლება, კანისა და სკლერების სიყვითლით ან მის გარეშე). აღნიშნული სიმპტომების განვითარების შემთხვევაში, უნდა შეწყდეს მეტფორმინ დენკ 500-ის მიღება და მიემართოს მკურნალ ექიმს.
• რეაქციები კანის მხრივ, როგორიცაა კანის სიწითლე (ერითემა), ქავილი, გამონაყარი (ჭინჭრის ციება).
• სისხლში B12 ვიტამინის დონის შემცირება.
ბავშვები და მოზარდები:
არსებობს შეზღუდული მონაცემები იმის შესახებ, რომ ბავშვებსა და მოზარდებში გამოვლენილი გვერდითი ეფექტები, ბუნებითა და სიმწვავით მსგავსია მოზრდილთა შემთხვევაში განვითარებული გვერდითი მოვლენების.
მიღების წესი:
აღნიშნული მედიკამენტი ყოველთვის მიიღება მკურნალი ექიმის რეკომენდაციის ზუსტი დაცვით. რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
მეტფორმინ დენკ 500 ვერ ჩაანაცვლებს ჯანსაღი ცხოვრების წესის სარგებელს. უნდა გაგრძელდეს ექიმის მიერ დიეტასთან დაკავშირებული რჩევების გათვალისწინება და ჩატარდეს რეგულარული ვარჯიშები.
მოთხოვნილი შემანარჩუნებელი დოზირებისთვის, რომელიც ხელს უწყობს ინდივიდუალურ კორექტირებას, ასევე ხელმისაწვდომია 850 მგ და 1000 მგ აპკიანი გარსით დაფარული მეტფორმინის ტაბლეტები ჰიდროქლორიდის შემცველობით.






