სრული აღწერა:

ტორას-დენკ 5 წარმოადგენს შარდმდენს და ანტიჰიპერტენზიულ საშუალებას. მიეკუთვნება ე.წ მარყუჟოვანი დიურეტიკების სახელით ცნობილი პრეპარატების ჯგუფს.

ტორას-დენკ 5 გამოიყენება გულის დისფუნქციით გამოწვეული (გულის უკმარისობის) ქსოვილებსა (გულის შეშუპება) და სხეულის ღრუებში (ეფუზიები) სითხის დაგროვების პრევენციის და მკურნალობის მიზნით.

შემადგენლობა:

–          აქტიური ნივთიერება არის ტორასემიდი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 5 მგ ტორასემიდს.

–          დამხმარე ნივთიერებებია: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი (ტიპი A), მაგნიუმის სტეარატი [მცენარეული], კოლოიდური უწყლო სილიციუმი.

შესაძლო გვერდითი ეფექტები:

სხვა პრეპარატების მსგავსად, ტორას–დენკ 5-საც შესაძლებელია ჰქონდეს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვლინდება. ქვემოთ ჩამოთვლილია ტორას–დენკ 5-ის ან სხვა მარყუჟოვანი დიურეტიკების ცნობილი გვერდითი ეფექტები.

გვერდითი ეფექტების სიხშირე დალაგებულია შემდეგნაირად:

ძალიან ხშირი:           10 პაციენტში ერთ შემთხვევაზე ხშირად

ხშირი: 10 პაციენტიდან 1 შემთხვევაში

არა ხშირი:   100 პაციენტიდან 1 შემთხვევაში

იშვიათი:       1,000 პაციენტიდან 1 შემთხვევაში

ძალიან იშვიათად   10,000 პაციენტიდან 1 შემთხვევაში

უცნობი სიხშირით   არსებული მონაცემებიდან გამომდინარე, სიხშირი ვერ დადგინდა

შესაძლო გვერდითი ეფექტები:

სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ დარღვევები

ძალიან იშვიათად: სისხლის წითელი, თეთრი უჯრედების და თრომბოციტების შემცირება (ერითროციტები, ლეიკოციტები და თრომბოციტები).

იმუნური სისტემის დარღვევები

ძალიან იშვიათად: ალერგიული რეაქციები, როგორიცაა: ქავილი, გამონაყარი კანზე (ეგზანთემა), მგრძნობელობა სინათლის მიმართ (ფოტომგრძნობელობა), კანის მწვავე რეაქციები (მაგ: სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი).

მეტაბოლიზმის და კვების დარღვევები

ხშირად: სხეულის მჟავა-ტუტოვანი ბალანსის დარღვევა (მეტაბოლური ალკალოზი). კალიუმის დეფიციტი (ჰიპოკალემია), თუ საკვები შეიცავს მცირე რაოდენობით კალიუმს, ასევე ღებინების, ფაღარათის, ჭარბი რაოდენობით საფაღარათო პრეპარატების მიღების და ღვიძლის ქრონიკული უკმარისობის შემთხვევაში. 

დოზის და მკურნალობის ხანგრძლივობიდან გამომდინარე შესაძლებელია განვითარდეს წყალ-მარილოვანი ბალანსის დარღვევა, განსაკუთრებით კი სითხის მოცულობის შემცირება (ჰიპოვოლემია), კალიუმის და/ან ნატრიუმის დეფიციტი (ჰიპოკალემია და/ან ჰიპონატრემია).

ნერვული სისტემის დარღვევები

ხშირად: თავის ტკივილი. თავბრუსხვევა

არახშირად: დაბუჟების და სიცივის შეგრძნება კიდურებში (პარესთეზია).

უცნობი სიხშირით: ცერებრალური ჰიპოპერფუზია, დაბნეულობა

მხედველობის დარღვევები

ძალიან იშვიათად: მხედველობის გაუარესება.

ყურისა და ლაბირინთის დარღვევები

ძალიან იშვიათად: ხმაური ყურებში (ტინიტუსი), სმენის დაქვეითება.

კარდიოვასკულარული დარღვევები:

ძალიან იშვიათად: არტერიული წნევის დაქვეითება (ჰიპოტენზია), ასევე ჰემოკონცენტრაციის გამო შესაძლებელია განვითარდეს ცირკულაციის დარღვევა და გულის და ტვინის ჰიპოპერფუზია. ეს თავის მხრივ გამოიწვევს არითმიას, მოჭერითი სახის ტკივილს გულმკერდის არეში (სტენოკარდია), გულის შეტევას ან გონების დაკარგვას (სინკოპე).

სისხლძარღვთა დარღვევები:

ძალიან იშვიათად: თრომბოემბოლიური გართულებები, გამოწვეული ჰემოკონცენტრაციით.

გასტროინტესტინალური ტრაქტის მხრივ:

ხშირად: ჩივილები გასტროინტესტინალური ტრაქტის მხრივ (მაგალითად:Aმადის დაქვეითება, კუჭის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, ყაბზობა), რაც განსაკუთრებით გამოხატულია მკურნალობის დასაწყისში.

არახშირად: პირის სიმშრალე.

ძალიან იშვიათად: პანკრეასის ანთება (პანკრეატიტი).

ღვიძლის მხრივ:

ხშირად: ღვიძლის გარკვეული ფერმენტების (გამა-გლუტამილ ტრანსფერაზა [Gთ]) მომატება.

კანის და კანქვეშა ქსოვილების დარღვევები

ძალიან იშვიათად: ალერგიული რეაქციები, როგორიცაა: ქავილი, გამონაყარი კანზე (ეგზანთემა), მგრძნობელობა სინათლის მიმართ (ფოტომგრძნობელობა), კანის მწვავე რეაქციები (მაგ: სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი).

კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები

ხშირად: კუნთის კრუნჩხვები (განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში).

თირკმლის და საშარდე სისტემის მხრივ

არახშირად: შრატის კრეატინინის და შარდოვანას დონის მომატება.

საშარდე სისტემის ობსტრუქციის შემთხვევაში, შესაძლებელია განვითარდეს შარდის შეკავება.

ზოგადი დარღვევები და შეყვანის ადგილის მდგომარეობა

ხშირად: დაღლილობა, სისუსტე (განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში).

გამოკვლევები

ხშირად: სისხლში შარდმჟავას და გლუკოზას დონის მომატება, ასევე ლიპიდების (ტრიგლიცერიდები, ქოლესტერინი).

Status

რეცეფტული

ამ პროდუქტის დეტალები არ არის ხელმისაწვდომი.

Toras-Denk 5 mg 30 Tablets – ტორას–დენკ 5მგ 30 ტაბლეტი
10.00

In stock