სრული აღწერა:
პარა-დენკ სუპპოზ არის ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი საშუალება.
პარა-დენკ სუპპოზ გამოიყენება მსუბუქი და ზომიერი ტკივილის სამკურნალოდ და/ან სიცხის დროს.
შემადგენლობა:
• აქტიური ნივთიერება არის პარაცეტამოლი. თითოეული სუპოზიტორია შეიცავს 125 მგ პარაცეტამოლს.
• დამხმარე ნივთიერებებია ლეციტინი და მყარი ცხიმი.
შესაძლო გვერდითი ეფექტები:
ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვლინდება.
გვერდითი რეაქციების შეფასება ხდება ქვემოთ მოყვანილი ინფორმაციის საფუძველზე:
ძალიან ხშირი: უფრო მეტი ვიდრე 10-ში 1;
ხშირი: მეტი ვიდრე 100-ში 1, მაგრამ ნაკლები ვიდრე 10-ში 1
არახშირი: მეტი ვიდრე 1 1000-ში, მაგრამ ნაკლები ვიდრე 100-ში 1
იშვიათი: მეტი ვიდრე 10 000-ში ერთი, მაგრამ ნაკლები ვიდრე ერთი 1000-ში
ძალიან იშვიათი: 1 ან ნაკლები 10 000, ინდივიდუალური შემთხვევების ჩათვლით
უცნობი სიხშირით: არსებული მონაცემების საფუძველზე ვერ მოხერხდა შეფასება
ღვიძლის და სანაღვლე გზების მხრივ
იშვიათია ინფორმაცია ღვიძლის ზოგიერთი ფერმენტის (შრატის ტრანსამინაზები) მომატების შესახებ.
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
ძალიან იშვიათ შემთხვევებში ვლინდება ალერგიული რეაქციები უბრალო გამონაყარის ან ჭინჭრის ციების სახით, რომელიც შეიძლება გადავიდეს შოკში.
ალერგიული შოკის შემთხვევაში, დასახმარებლად უნდა მიემართოს უახლოეს ექიმს.
სხვა ძალიან იშვიათი გამოვლინებებია: ასთმისადმი მიდრეკილ ადამიანებში ასთმისმაგვარი ბრონქიალური სპაზმის (ტკივილგამაყუჩებლებით გამოწვეული ასთმა) განვითარება.
სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ
ძალიან იშვიათ შემთხვევებში აღინიშნა სისხლის მაჩვენებლების ცვლილებები: თრომბიციტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია) ან სისხლის ზოგიერთი თეთრი უჯრედების მნიშვნელოვანი შემცირება (აგრანულოციტოზი).
კანი და კანქვეშა ქსოვილის მხრივ
ძალიან იშვიათ შემთხვევაში გამოვლინდა სერიოზული რეაქციები კანის მხრივ.
ძალიან იშვიათად, ლეციტინმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები
გამოყენების წესი:
პარა-დენკ სუპპოზ შეჰყავთ ანუსში ღრმად, სასურველია დეფეკაციის შემდეგ. უკეთესი ლუბრიკაციისთვის, შეიძლება სანთლის შეთბობა ხელში, ან მცირე ხნით ცხელ წყალში ჩაშვება.






