add_action('wp_footer', function () { ?>

სრული აღწერა:

დიკლოფენაკ-დენკ გელი არის ტკივილგამაყუჩებელი საშუალება, აქტიური ნივთიერებით დიკლოფენაკი, რომელიც მიეკუთვნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო / ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების კლასს (ანთების საწინააღმდეგო ტკივილგამაყუჩებელი საშუალება). გამოიყენება ტკივილის და ანთებითი პოცესების სიმპტომური მკურნალობის დროს,

  • მწვავე დაჭიმულობის, დისტორზიის ან კიდურებში ტრავმის შედეგად განვითარებული სისხლჩაქცევების დროს, მაგალითად სპორტული დაზიანება

შემადგენლობა:

აქტიური ნივთიერება: დიკლოფენაკის ნატრიუმი 1გ გელი შეიცავს 10 მგ დიკლოფენაკის ნატრიუმს.

დამატებითი ნივთიერებები: ჰიპრომელოზა, პროპილენგლიკოლი, მაკროგოლგლიცეროლის კოკოატი (PH.Eურ.), 2-პროპანოლი (PH.Eურ.), გასუფთავებული წყალი.

შესაძლო გვერდითი ეფექტები:

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტსაც შეიძლება ჰქონდეს გვერდითი ეფექტები, თუმცაშესაძლებელია ის ყველას არ გამოუვლინდეს.

მოცემულმა გვერდითმა ეფექტებმა შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გართულებები, უნდა შეწყდეს დიკლოფენაკ-დენკ გელის გამოყენება, მოიძიეთ და რაც შეიძლება მალე მიმართეთ ექიმს:

იშვიათი გვერდითი ეფექტები (შეიძლება გამოვლინდეს 1.000 ნამკურნალევიდან 1 შემთხვევაში)

  • კანის ანთება “ბუშტუკებიანი” გამონაყარით (ბულოზური დერმატიტი) ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები (შეიძლება გამოვლინდეს 10 000 ნამკურნალევი პაციენტიდან 1-მდე შემთხვევაში)
  • მსტვინავი სუნთქვა, ქოშინი ან გულ-მკერდის არეში “მოჭერის” შეგრძნება (ასთმა)
  • სახის, ტუჩების, ენის ან ხორხის შეშუპება (ანგიოედემა)

სხვა შესაძლო გვერდითი ეფექტები:

ხშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1 პაციენტში)

  • გამონაყარი, ეგზემა, კანის სიწითლე (ერითემა), დერმატიტი (მათ შორის კონტაქტური დერმატიტი), ქავილი (პრურიტი) არახშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება გამოვლინდეს 100-დან 1 შემთხვევაში)
  • აქერცვლა, გამომშრალი კანი, შეშუპება (ოდემა).

ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება გამოვლინდეს 10.000-დან 1 ადამიანში)

– პუსტულარული გამონაყარი

– გასტროინტესტინალური ტრაქტის მხრივ ჩივილები

– ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ჭინჭრის ციების ჩათვლით)

– კანზე მზის სხივების ზემოქმედების შემდეგ განვითარებული სინათლის მიმართ გრძნობელობა (ფოტომგრძნობელობა)

თუ დიკლოფენაკ-დენკ გელი დაიტანება კანის დიდ მონაკვეთზე და უფრო ხანგრძლივად, არ შეიძლება გამოირიცხოს სისტემური გვერდითი ეფექტები (მაგალითად ღვიძლის, თირკმლის ან გასტროინტესტინალური ტრაქტის მხრივ ეფექტები, სისტემური ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები), რომელიც ასევე შეიძლება გამოვლინდეს დიკლოფენაკის – შემცველი მედიკამენტების სისტემური გამოყენებისას.

ზემოთ აღნიშნული გვერდითი ეფექტების გამოვლენის ან ეჭვის არსებობის შემთხვევაში უნდა შეწყდეს დიკლოფენაკ-დენკ გელის გამოყენება და ეცნობოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

გამოყენების წესი:

დიკლოფენაკ-დენკ გელი გამოიყენება მხოლოდ კანზე წასასმელად. არ მიიღოთ!

დიკლოფენაკ-დენკ გელი დაიტანეთ დაზიანებულ ადგილზე და შეიზილეთ მსუბუქად. ზეწოლის გარეშე. გამოყენების შემდეგ დაიბანეთ ხელები, იმ შემთხვევის გარდა, როდესაც სამკურნალო არე თვითონ ხელებია. სახვევის დადებამდე დიკლოფენაკ დენკ გელის წასმის შემდეგ უნდა გაშრეს რამდენიმე წუთის განმავლობაში.

Status

ურეცეფტო

ამ პროდუქტის დეტალები არ არის ხელმისაწვდომი.