სრული აღწერა:

დოლო-დენკ გელი არის გარეგანი, ადგილობრივად გამოსაყენებელი პრეპარატი.

აქტიური ნივთიერება, ეტოფენამატი, მიეკუთვნება არასტეროიდული (კორტიზონისგან თავისუფალ) ანტირევმატიული (რევმატიზმის სამკურნალო) მედიკამენტების კლასს და ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი თვისებები. დოლო-დენკ გელი გამოიყენება ადგილობრივად ტკივილის და ანთების შესამსუბუქებლად, რაც გამოწვეულია ძვალ-კუნთოვანი, სახსრების და რბილი ქსოვილების დაავადებებით. იგი გამოიყენება ტკივილის შესამსუბუქებლად შემდეგ შემთხვევებში:

–          ბლაგვი ტრავმით, მაგალითად სპორტული დაზიანებით გამოწვეული მყესების მწვავე დაჭიმულობის, გაგლეჯვის ან კიდურების კონტუზიის დროს.

–          სახსრების (მაგალითად სახსრის აბგის, მყესის, იოგის ან სახსრის კაფსულის) ირგვლივ არსებული რბილი ქსოვილების ტკივილისას.

მაგალითად, დოლო-დენკის გელი შეიძლება გამოყენებულ იქნას კუნთოვანი რევმატიზმის, კუნთოვანი დაჭიმულობისას მხარის მტკივნეული რიგიდობის დროს (მხარ-ბეჭის პერიართროპათია), ლუმბაგო, იშიალგია, ტენდოვაგინიტი, ბურსიტი. დოლო-დენკის გელი ასევე მსგავს ეფექტს ახდენს ძლიერი დაძაბულობით და ხერხემლისა და სახსრების ასაკობრივი დეგენერაციით გამოწვეული (ართროზი, სპონდილოზი) რბილი ქსოვილების მტკივნეული დაავადებების დროს. 

შემადგენლობა:

აქტიური ნივთიერება არის ეტოფენამატი

1 გრამი გელი შეიცავს 100მგ ეტოფენამატს.

დამხმარე ნივთიერებები: პროპილენის გლიკოლი, კარბომერი, 2 – პროპანოლი, მაკროგოლ გლიცეროლის კოკოატი, მაკროგოლ გლიცეროლის ჰიდროქსისტეარატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გასუფთავებული წყალი.

შესაძლო გვერდითი ეფექტები:

ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად დოლო-დენკ გელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა იგი ყველას არ უვითარდება.

ქვემოთ მოყვანილი ცხრილი გამოიყენება გვერდითი რეაქციების კლასიფიკაციისთვის:

ძალიან ხშირი:           უფრო მეტი ვიდრე 10-ში 1;

ხშირი: მეტი ვიდრე 100-ში 1, მაგრამ ნაკლები ვიდრე 10-ში 1

არახშირი:    მეტი ვიდრე 1 1000-ში, მაგრამ ნაკლები ვიდრე 100-ში 1

იშვიათი:       მეტი ვიდრე 10 000-ში ერთი, მაგრამ ნაკლები ვიდრე ერთი 1000-ში

ძალიან იშვიათი:      1 ან ნაკლები 10 000, ინდივიდუალური შემთხვევების ჩათვლით

უცნობი:          არსებული მონაცემების საფუძველზე ვერ მოხერხდა  შეფასება

ინდივიდუალურ შემთხვევებში შესაძლებელია განვითარდეს რეაქციები კანის მხრივ, როგორიცაა სიწითლე, ქავილი, წვის შეგრძნება, გამონაყარი, მათ შორის პუსტულების და ბუშტუკების განვითარება. იშვიათად დოლო-დენკ გელმა შესაძლებელია გამოიწვიოს ჰიპერმგრძნობელობა ან ადგილობრივი ალერგიული რექციები (კონტაქტური დერმატიტი).

თუ დოლო-დენკ გელი გამოიყენება კანის დიდ ფართობზე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, მაშინ არ არის გამორიცხული არასასურველი ეფექტის გამოვლინება, რომელიც მოქმედებს ზოგიერთი ორგანოზე ან მთლიანად მთელ ორგანიზმზე, რაც ვითარდება კონკრეტულ შემთხვევაში ეტოფენამატის შემცველი პრეპარატების სისტემატიური მიღებისას.

თუ პაციენტი შენიშნავს რომელიმე გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში, უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს.

გამოყენების წესი:

გელი დაიტანება 5-10 სმ-ის სიგრძეზე, გამომდინარე მტკივნეული ადგილის ზომიდან, 3-4-ჯერ დღეში და ნაზად შეიზილება.

გამოიყენება მხოლოდ კანზე! არ მიიღება პერორალურად!

სახვევების დადებამდე დოლო-დენკ გელი უნდა იყოს კანზე რამდენიმე წუთი, რათა გაშრეს. ოკლუზიური სახვევის გამოყენება (პლატიკური მასალისგან გაკეთებული საფარველი) არ არის რეკომენდებული.

ექიმი გადაწყვეტს მკურნალობის ხანგრძლივობას. ბლაგვი ტრავმის დროს (მაგალითად სპორტული დაზიანება) პრეპარატის გამოყენება 1 კვირის განმავლობაში ჩვეულებრივ საკმარისია. არ არის დამტკიცებული პრეპარატის ეფექტურობა უფრო ხანგრძლივი გამოყენებისას.

რევმატიული დაავადებების დროს, მკურნალობის 3-4 კვირიანი პერიოდი საკმარისია უმეტეს შემთხვევებში. თუ ტკივილი გრძელდება, მაშინ კონსულტაციისთვის უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს, რომელიც გადაწყვეტს როგორ უნდა გაგრძელდეს მკურნალობა.

უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს ან ფრამაცევტს, თუ პაციენტი ფიქრობს, რომ დოლო-დენკ გელი ძალიან სუსტად ან ძლიერად მოქმედებს მასზე.

Status

ურეცეფტო

ამ პროდუქტის დეტალები არ არის ხელმისაწვდომი.

დოლო–დენკის გელი 20გრ
12.00

In stock