add_action('wp_footer', function () { ?>

სრული აღწერა:

დიკლო-დენკ 100 რექტალი არის ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი და მიეკუთვნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო / ანტირევმატული საშუალებების (ასასმ) კლასს. გამოიყენება ტკივილის და ანთებითი პოცესების სიმპტომური მკურნალობისას, ისეთ შემთხვევებში როგორიცაა: 

სახსრების მწვავე ანთებითი პროცესი (მწვავე ართრიტები), პოდაგრის შემთხვევები;

სახსრების ქრონიკული ანთება (ქრონიკული ართრიტი), განსაკუთრებით რევმატოიდული ართრიტის შემთხვევები (ქრონიკული პოლიართრიტი);

ბეხტერევის დაავადება (ანკილოზური სპონდილიტი) და ხერხემლის სხვა რევმატიული ანთებითი დაავადებები;

სახსრების და ხერხემლის დეგენერაციული დაავადებებისას განვითარებული მწვავე ანთებითი პროცესები (ართროზი და სპონდილართროზი);

რბილი ქსოვილების რევმატიზმი;

ტრამვის შემდგომი შეშუპება და ანთება.

შემადგენლობა:

  •         აქტიური ნივთიერება არის დიკლოფენაკის ნატრიუმი. თითოეული სუპოზიტორია შეიცავს 100 მგ დიკოფენაკ ნატრიუმს.
  •         დამხმარე ნივთიერება არის მყარი ცხიმი.

შესაძლო გვერდითი ეფექტები:

ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები. თუმცა, ყველა ადამიანში იგი არ ვლინდება.

გვერდითი ეფექტების სიხშირის შესაფასებლად ჩვეულებრივ გამოიყენება შემდეგი კლასიფიკაცია:

ძალიან ხშირი:           უფრო მეტი ვიდრე 10-ში 1;

ხშირი: მეტი ვიდრე 100-ში 1, მაგრამ ნაკლები ვიდრე 10-ში 1

არახშირი:    მეტი ვიდრე 1 1000-ში, მაგრამ ნაკლები ვიდრე 100-ში 1

იშვიათი:       მეტი ვიდრე 10 000-ში ერთი, მაგრამ ნაკლები ვიდრე ერთი 1000-ში

ძალიან იშვიათი:      1 ან ნაკლები 10 000, ინდივიდუალური შემთხვევების ჩათვლით

უცნობი სიხშირით:  არსებული მონაცემების საფუძველზე ვერ მოხერხდა შეფასება

შესაძლო გვერდითი ეფექტები:

ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტები, მოიცავს იმ გვერდით ეფექტებსაც რომელიც გამოვლინდა დიკლოფენაცის სანთლის და/ან სხვა ფარმაცევტული ფორმის მიღების შემდეგ, როგორც ხანგრძლივი ისე ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში მკურნალობის შემთხვევაში.

აღსანიშნავია, რომ ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები ძირითადად დოზა-დამოკიდებულია და სხვადასხვა პაციენტში სხვადასხვაგვარად ვლინდება.

უფრო ხშირია წამლის გვერდითი ეფექტი საჭმლის მომნელებელი სისტემაზე. უმეტესად ხანდაზმულ პაციენტებში შეიძლება გამოვლინდეს კუჭ-ნაწლავის / თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული (პეპტური წყლული), პერფორაცია ან სისხლდენა, ზოგ შემთხვევაში ფატალური (იხ. პუნქტი 2. “რა არის გასათვალისწინებელი დიკლო-დენკ 100 რექტალის მიღებამდე”). გულისრევა, ღებინება, დიარეა, მუცლის შებერილობა, ყაბზობა, მეტეორიზმი, მუცლის ტკივილი, მელენა, სისხლიანი ღებინება, ორალური ლორწოვანი გარსის ანთებითი წყლული (წყლულოვანი სტომატიტის), კოლიტის გაღიზიანება და კრონის დაავადება (იხ. Pუნქტი 2) გამოვლინდა გამოყენების შემდეგ. ნაკლებად ხშირად ვლინდება გასტრიტი.

შეშუპება, მაღალი არტერიული წნევა და გულის უკმარისობის შემთხვევები დაფიქსირდა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით, მათ შორის დიკლო-დენკ 100 რექტალით, მკურნალობის დროს.

მედიკამენტის, როგორიც არის მაგალითად დიკლო-დენკ 100 რექტალი, გამოყენება ზრდის გულის შეტევის (მიოკარდიალური ინფაქტი) რისკს, აღნიშნული ეხება, როდესაც მედიკამენტი მიიღება მაღალი დოზებით და ხანგრძლივად.

დაუყონებლივ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს თუ გამოვლინდა შემდეგი: ტკივილი გულმკერდის არეში, რომელიც შეიძლება იყოს პოტენციურად სერიოზული ალერგიული რეაქციის ნიშანი, რომელსაც ეწოდება კუნის სინდრომი.

კარდიალური დარღვევა

აღნიშნული გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს არახშირად, განსაკუთრებით, თუ დიკლოფენაკი მიიღება ხანგრძლივი დროის განმავლობაში მაღალი დოზებით (150 მგ/დღეში): გულის შეტევა, გულის კუნთის სისუსტე (გულის უკმარისობა), პალპიტაცია, ტკივილი გულმკერდის არეში.

ძალიან იშვიათად: სიტხის შეკავება (შეშუპება).

სისხლი და ლიმფური სისტემა:

ძალიან იშვიათად: სისხლწარმოქმნის დარღვევა (ანემია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, პანციტოპენია, აგრანულოციტოზი). პირველი ნიშანი შეიძლება იყოს: სიცხე, ყელის ტკივილი, პირის ღრუს ზედაპირული დაზიანებები, გრიპისმაგვარი ჩივილები, შფოთვა, სისხლდენა ცხვირიდან და კანქვეშა სისხლჩაქცევები. ასეთ შემთხვევებში უნდა შეწყდეს მკურნალობა დაუყონებლივ და მიემართოს მკურნალ ექიმს. ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი პრეპარატებით თვითმკურნალობა დაუშვებელია. ხანგრძლივი თერაპიის შემთხვევაში აუცილებელია სისხლის რეგულარულად გადამოწმება.

ძალიან იშვიათად: შეიძლება გამოვლინდეს ჰემოლიზური ანემია (ანემია, რომელიც გამოწვეულია სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის სწრაფი შემცირებით) ან აპლასტური ანემია (სისხლწარმოქმნის დარღვევით გამოწვეული ანემია).

ნერვული სისტემის მხრივ:

ხშირად: ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ დარღვევა, როგორიცაა, თავის ტკივილი, ვერტიგო, თავბრუსხვევა, აღგზნებადობა, შფოთვა, გაღიძიანება, დაღლილობის შეგრძნება.

ძალიან იშვიათად: სენსორული დარღვევები, გემოს შეგრძნების დაკარგვა, მეხსიერების დარღვევა, დეზორიენტაცია, კრუნჩხვები, ტრემორ, ინსულტი.

მხედველობის ორგანოების მხრივ:

ძალიან იშვიათად: შესუსტებული მხედველობა (დაბინდული ან გაორებული).

სმენის ორგანოების მხრივ:

ხშირად: თავბრუსხვევა

ძალიან იშვიათად: ყურებში ხმაურის სეგრძნება (ტინიტუსი) და სმენის დროებითი დაკარგვა.

გასტროინტესტინალური ტრაქტის მხრივ:

ძალიან ხშირად: დარღვევები კუჭ-ნაწლავის მხრივ, როგორიც არის გულისრევა, ღებინება და დიარეა, და გასტროინტესტინალური ტრაქტიდან მცირე სისხლდენები, რაც თავის მხრივ ინდივიდუალურ შემთხვევებში შეიძლება გახდეს ანემიის მიზეზი.

ხშირად:  დისპეპსია, მეტეორიზმი, მუცლის ტკივილი, მუცლის სპაზმი, მადის დაქვეითება, აგრეთვე კუჭის ან ნაწლავის წყლულები (ზოგჯერ სისხლდენით და პერფორაციით);

არახშირად: სისხლის ღებინება (ჰემატემეზისი), სისხლიანი განავალი ან სისხლიანი დიარია, მელაენა.

იშვიათად: პროქტიტი, გასტრიტის.

ძალიან იშვიათად: პირის ღრუს ლორწოვანის ანთება (მათ შორის წყლული პირის ღრუში), გლოსიტი, საყლაპავის დაზიანებები, ყაბზობა, ასევე ჩივილები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქვედა ნაწილში, როგორიც არის მსხვილი ნაწლავის ანთება (კოლიტი), მსხვილი ნაწლავის ჰემორაგიული ანთება (ჰემორაგიული კოლიტი), კრონის დაავადების გამწვავება ან წყლულოვანი კოლიტი (მსხვილი ნაწლავის სპეციფიკური ანთება, რომელიც დაკავშირებულია წყლულთან), ნაწლავის ლორწოვანის შევიწროება, ჰემოროედია, პანკრეასის ანთება (პანკრეატიტი).

მუცლის ზედა ნაწილის მწვავე ტკივილის, სისხლის ღებინების, შავი შეფერილობის განავლის და სისხლიანი განავლის, შემთხვევაში, უნდა შეწყდეს დიკლო-დენკ 100 რექტალის მიღება და მიემართოს ექიმს დაუყონებლივ

უნდა შეწყდეს დიკლო-დენკ 100 რექტალის მიღება და მიემართოს ექიმს დაუყონებლივ, თუ პაციენტმა შენიშნა მუცლის საშუალოს მწვავე სპაზმი ან მგრძნობელობა, დიკლო-დენკ 100 რექტალის მკურნალობის დაწყებიდან მალევე, და გაგრძელდა რექტალური სისხლდენით ან სისხლიანი დიარეით, ჩვეულებრივ მუცლის ტკივილის დაწყებიდან 24 საათის განმავლობაში (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირე ვერ დადგინდა)

ზოგადი დარღვევები და შეყვანის ადგილის დაზიანება

სუპოზიტორიამ შესაძლებელია გამოიწვიოს ადგილობრივი გაჭიზიანება, ლორწოვანის სისხლიანი სეკრეცია ან დეფეკაციის დროს ტკივილი

თირკმელი და საშარდე გზების მხრივ:

შედარებით იშვიათად: შეშუპების განვთარება (სითხის შეკავება ქსოვილებში), ძირითადად ისეთ პაციენტებში, რომელთაც აქვთ მაღალი არტერიული წნევა ან დაზიანებული აქვთ თირკმელის ფუნქციია.

ძალიან იშვიათად: თირკმლის ქსოვილის დაზიანება (ინტერსტიციული ნეფრიტი, პაპილარული ნეკროზი), რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს თირკმელის მწავე დისფუნქციასთან (თირკმლის უკმარისობა), შარდში ცილების დონი გაზრდა (პროტეუნერია) და/ან შარდში სისხლი (ჰაემატურია); ნეფროზული სინდრომი (წყლის დაგროვება ორგანიზმში [შეშუპება] და დიდი რაოდენობით ცილების ექსკრეცია შარდში), თირკმელის მწვავე უკმარისობა.

შარდის გამოყოფის შემცირება, ორგანიზმში სითხის დაგროვება (შეშუპება), აგრეთვე ზოგადი სისუსტე თირკმელის დაავადების სიმპტომის სახით, რაც შეიძლება გადაიზარდოს თირკმლის უკმარისობაში.

აღნიშნული სიმპტომების განვითარების ან გაძლიერების შემთხვევაში, დიკლო-დენკ 100 რექტალის მიღება უნდა შეწყდეს და მიემართოს მკურნალ ექიმს დაუყონებლივ.

კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრივ:

ხშირად: კანის ანთებითი დაზიანება

არახშირად: ალოპეცია

ძალიან იშვიათად: კანის გამონაყართან ერთად გამოვლენილი სიწითლე (ეგზემა, ერითემა, ეკზანთემა), ფოტოსენსიტიურობა, პურპურა, კანის სხვადასხვა მწვავე რეაქციები, როგორიც არის გამონაყარი (სტივენ-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროზი / ლაიელის სინდრომი), კანის ანთებითი დაავადება სიწთლესთან ერთად, კანია დიდი ნაწილის აქერცვლა, შეშუპება, ქავილი, დაძაბულობის შეგრძნება და შეშუპება (ექსოფოლიატური დერმატიტი), სიწითლით ანთება (ერითროდერმა).

ინფექციები და პარაზიტული დაავადებები

ძალიან იშვიათ შემთხვევებში სპეციფიკურ ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული მედიკამენტთან (NშAID-ები, მათ მიეკუთვნებათ ასევე დიკლო-დენკ 100 რექტალი) ერთდროული გამოყენებისას, გამოვლინდა ინფექციებით გამოწვეული ანთებითი პროცესების გაუარესება.

თუ დიკლო-დენკ 100 რექტალით მკურნალობის განმავლობაში გამოვლინდა ინფექციის ნიშნები (მაგ. კანის სიწითლე, შეშუპება, ჰიპერთერმია, ტკივილი, ან ტემპერატურის მომატება) ან გაუარესდა ისინი, დაუყონებლივ უნდა მიემართოს ექიმს კონსულტაციისათვის.

ძალიან იშვიათად შემთხვევაში დიკლოფენაკის გამოყენება დაკავშირებული იყო არა-ინფექციით გამოწვეული მენინგიტის (სტერილური მენინგიტი) ნიშნების გამოვლენასთან, როგორიც არის თავის ძლიერი ტკივილი, გულისრევა, ღებინება, სიცხე, კისრის დაჭიმულობა ან ცნობიერების დაბინდვა. პაციენტები, რომლებსაც აწუხებთ გარკვეული ავტოიმუნური დარღვევები, როგორიც არის სისტემური წითელი მგლურა ან შერეული შემაერთებელი ქსოვილების დაავადებები, იმყოფებიან გაზრდილი რისკის ქვეშ.

სისხლძარღვოვანი სისტემა

ძალიან იშვიათად: მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია), სისხლძარღვების ანთება.

იმუნური სისტემა:

ხშირად: ჰიპერმგრძნობელური რეაქციები, როგორიცაა გამონაყარი კანზე და ქავილი.

შედარებით იშვიათად: ჭინჭრის ციება (ურტიკარია).

იშვიათად: ჰიპერმგრძნობელური რეაქციები (მათ შორის დაბალი არტერიული წნევა და შოკი)

ძალიან იშვიათად: მწვავე ჰიპერსენსიტიური რეაქციები, როგორიცაა სახის შეშუპება, ენის და ხორხის შეშუპება, რესპირატორული ტრაქტის დავიწროება, გართულებული სუნთქვა, თრთოლვა, წნევის დაცემა და სიცოცხლისათვის საშიში შოკი.

სასწრაფო სამედიცინო ყურადღებაა საჭირო, აღნიშნული გვერდითი ეფექტების ნიშნების გამოვლენისთანავე, როდესაც წამალს პაციენტი ღებულობს პირველად. ამ დროს უნდა შეწყდეს მედიკამენტის მიღება და უნდა მიემართოს ექიმს.

ძალიან იშვიათ შემთხვევებში გამოვლინდა სისხლძარღვის კედლის (ვასკულიტი) და ფილტვის (პნევმონიტი) ანთებითი პროცესი.

ღვიძლის მხრივ დარღვევები:

ხშირად: სისხლში ღვიძლის ფერმენტების მომატება.

შედარებით იშვიათად: ღვიძლის დაზიანება, განსაკუთრებით ხანგრძლივი დროით მკურნალობის დროს, ჰეპატიტის გართულებული შემთხვევები სიყვითლით და სიყვითლის გარეშე მიმდინარე ფორმები (ინდივიდუალურ შემთხვევებში ძალიან მწვავე [ფულმინანტური მიმდინარეობის] ან პროდრომული ნიშნების გამოვლენის გარეშე).

ძალიან იშვიათად: ღვიძლის უკმარისობა, ღვიძლის დაავადება, რომელიც იწვევს ღვიძლის უჯრედების დაზიანებას (ღვიძლის უჯრედების ნეკროზი)

შესაბამისად საჭიროა ღვიძლის პარამეტრების რეგულარული კონტროლი ხანგრძლივი დროით მკურნალობის დროს.

ფსიქიკის მხრივ:

ძალიან იშვიათად: ფსიქიკური რეაქციები, დეპრესია, შიშის გრძნობა, კოშარები, უძილობა.

რესპირატორული დართვევები:

იშვიათად: ასთმა (მათ შორის გართულებული სუნთქვა)

ძალიან იშვიათად: ფილტვის ინტერსტიციული ანთება (პნევმონიტი)

გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში საჭიროა ზემოთ აღნიშნული მითითებებით ხელმძღვანელობა.

შეტყობინება გვერდითი ეფექტების შესახებ:

თუ გამოვლინდა რომელიმე გვერდითი ეფექტი, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება ყველა შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის აღწერილი გამოყენების აღნიშნულ ინსტრუქციაში.

გვერდითი ეფექტების შეტყობინებით პაციენტი დაგვეხმარება უფრო მეტი ინფორმაცია შეგროვდეს აღნიშნული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ

მიღების წესი:

ეს მედიკამენტი ყოველთვის გამოიყენება ზუსტად ექიმის დანიშნულების შესაბამისად. რაიმე შეკითხვის ან ეჭვის გაჩენის შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

რეკომენდებული დოზა შემდეგია:

რევმატული დაავადების სამკურნალოდ

დიკლოფენაკის დოზა დამოკიდებულია დაავადების სიმწვავეზე. რეკომენდირებული დოზა მოზრდილებისთვის შეადგენს 50-150 მგ დიკლოფენაკის ნატრიუმს დღეში.

მოზრდილებში ინიშნება დიკლო-დენკ 10 რექტალის 1 სუპპოზიტორია დღეში (100 მგ. დიკოფენაკის ნატრიუმის ექვივალენტური).

Status

ურეცეფტო

ამ პროდუქტის დეტალები არ არის ხელმისაწვდომი.

დიკლო–დენკი 100მგ 10 სანთელი
9.00

In stock