სრული აღწერა:
კლოტრი-დენკ 1% კრემი არის ფარმაცევტული საშუალება, რომელიც გამოიყენება კანისა და ლორწოვანი გარსის სოკოს დაავადებების (მიკოზების) სამკურნალოდ. კლოტრიმაზოლი, კლოტრი-დენკ 1% კრემის აქტიური ნივთიერება, ღრმად აღწევს კანში და ხელს უწყობს სოკოს ბაქტერიის დაღუპვას ან ხელს უშლის მის გაზრდას
კლოტრი-დენკ 1% კრემი გამოიყენება კანისა და ლორწოვანი გარსის სოკოს დაავადებების (მიკოზების) სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია დერმატოფიტებით, საფუარით, ობით, ისევე როგორც malassezia furfur და corinebacterium minutissimum-ით გამოწვეული კანის ინფექციები. გამოიყენება ასევე candida vulvitis da candida balanitis-ს სამკურნალოდ.
ზემოთ აღნიშნული, ეს დაავადებები შეიძლება გამოვლინდეს მაგალითად შემდეგი ფორმებით: ფეხის მიკოზი (ათლეტის ფეხი), ფეხის თითებს შორის განვითარებული სოკოვანი დაავადება; ფრჩხილის სოკოვანი დაავადების (პარანიქია), ასევე ფრჩხილის მიკოზასთან კომბინაციაში; კანის დაავადებები, რომლებიც მეორდება კლოტრიმაზოლის მიმართ მგრძნობიარე პათოგენებით; კანისა და კანის ნაკეცების მიკოზების; ზედაპირული კანდიდოზი; pityriasis versicolor (სოკოვანი გამონაყარის); corinebacterium minutissimum-ით გამოწვეული ინფექციები (ერითრაზმა); სობორეული დერმატიტი, მხოლოდ მიკრობით ან სხვა პათოგენებით გამოწვეული.
ბაგის და მის გარშემო ზონის სოკოს ინფექციები (candida vulvitis); მამაკაცის გენიტალიების და კიდური ნაწილის ანთება, რომელის გამომწვევია სოკო (candida balanitis).
შემადგენლობა:
• აქტიური ნივთიერება არის კლოტრიმაზოლი. 1 გრ კრემი შეიცავს 0.01გ კლოტრიმაზოლს
• სხვა ნივთიერებებია: ცეტოსტრეარილის სპირტი, პოლისორბატ 60, სორბიტალის მონოსტეარატი, ოქტილდოდეკანოლი, ცეტილპალმიტატი და გაწმენდილი წყალი.
შესაძლო გვერდითი ეფექტები:
ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა იგი ყველას არ უვლინდება.
გვერდითი ეფექტების კლასიფიკაცია ხდება სიხშირის მიხედვით:
ძალიან ხშირი: უფრო მეტი ვიდრე 10-ში 1;
ხშირი: მეტი ვიდრე 100-ში 1, მაგრამ ნაკლები ვიდრე 10-ში 1
არახშირი: მეტი ვიდრე 1 1000-ში, მაგრამ ნაკლები ვიდრე 100-ში 1
იშვიათი: მეტი ვიდრე 10 000-ში ერთი, მაგრამ ნაკლები ვიდრე ერთი 1000-ში
ძალიან იშვიათი: 1 ან ნაკლები 10 000, ინდივიდუალური შემთხვევების ჩათვლით
უცნობი სიხშირით: ვერ დადგინდა არსებული მონაცემების საფუძველზე
ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი რეაქციები გამოვლინდა კლოტრიმაზოლის პოსტ-რეგისტრაციული გამოყენებისას. ვინაიდან აღნიშნული გვერდითი რეაქციები ნებაყოფლობით იქნა მოხსენიებული უცნობი რაოდენობის პაციენტა ჯგუფების მიერ, აქედან გამომდინარე სიხშირე ვერ დადგინდა არსებული მონაცემების საფუძველზე.
მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტები ან ნიშნები რომელსაც უნდა მიაქციოთ ყურადღება ან მიიღოთ ზომები თუ განვითარდა
თუ გამოვლინდა ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტებიდან რომელიმე, უნდა შეწყდეს კლოტრი-დენკ 1% ცრემის გამოყენება და დაუყონებლივ მიემართოს ექიმს
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
უცნობი სიხშირით: ალერგიული რეაქციები (დისპნოა, სინკოპე)
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ
უცნობი სიხშირით: გამონაყარი, შეშუპება, აქერცვლა, დისკომფორტი / ტკივილი
სხვა გვედითი ეფექტები
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
უცნობი სიხშირით: ალერგიული რეაქციები (ურტიკარია, ჰიპოტენზია)
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ
უცნობი სიხშირით: პრურიტი, სიწითლე, წვის შეგრძნება, გაღიზიანება, ერითემა.
ცეტოსტეარილის სპირტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია შეიძლება იყოს ალერგიული რეაქვია კანზე / ლორწოვან გარსსზე
გამოყენების წესი:
ეს მედიკამენტი ყოველთვის გამოიყენება ამ ინსტრუქციაში აღწერილი წესის ან ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციის ზუსტი დაცვით. უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ პაციენტი არ არის რაიმეში დარწმუნებული.
თუ არ არსებობს ექიმის განსხვავებული მითითება, კლოტრი-დენკ 1% კრემი თხელ ფენად ედება დაზიანებულ ადგილას დღეში 2-3-ჯერ და შეიზილება. კრემის 1/2სმ ჩვეულებრივ საკმარისია, რათა დაიფაროს ხელის გულის ოდენობის ზონა.
კლოტრი-დენკ 1% კრემის წასმამდე, უნდა მოხდეს დაზიანებული ადგილის დაბანა, რათა მოიშორდეს დაზიანებული კანის ფენა. შემდეგ კი კანი გულდასმით უნდა გამშრალდეს.
ვულვის ბაგის (ცანდიდა ვულვიტის) და მის გარშემო ზონის ინფექციის შემთხვევაში ქალებში, კრემი ედება დაზიანებულ ადგილას 2-3-ჯერ დღეში (გარეთა სასქესო ორგანოდან ანუსამდე)
პრეპარატებთან ერთად კრემი ასევე გამოიყენება მამაკაცის სასქესო ორგანოს თავისა და დაბოლოების ანთებითი პროცესების სამკურნალოდ (ცანდიდა ბალანიტის), რომლის გამომწვევია სოკო.






