სრული აღწერა:
კლოპი-დენკ 75, შიცავს კლოპიდოგრელს და მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, რომელთაც ეწოდებათ ანტითრომბოციტული სამედიცინო პროდუქტები. თრომბოციტები არიან სისხლის ძალიან მცირე სტრუქტურები, რომლებიც ეწებებიან ერთმანეთს სისხლის შედედების დროს. ასეთი აგრეგაციის პრევენციით ანტითრომბოციტური პრეპარატები ამცირებენ სისხლის კოლტის წარმოქმნის (პროცესი სახელწოდებით თრომბოზი) შესაძლებლობას.
კლოპი-დენკ 75 გამოიყენება მოზრდილების მიერ, არაელასტიურ სიხლძარღვებში (არტერიებში) სისხლის კოლტის წარმოქმნის (თრომბის) პრევენციისთვის, პროცესს სახელწოდებით ათეროსკლეროზი, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს ათეროთრომბული მოვლენა (მაგალითად ინსულტი, გულის ინფარქტი ან სიკვდილი).


შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება არის კლოპიდოგრელი. თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 75 მგ კლოპიდოგრელს (კლოპიდროგელის ბესილატის სახით).
სხვა დამხმარე ინგრედიენტებია მიკროკრისტალური ცელულოზა, მანიტოლი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, კროსპოვიდონი (ტიპი A), ლიმონის მჟავას მონოჰიდრატი, მაკროგოლ 6000, სტეარინის მჟავა, ტალკი, ჰიპრომელოზა, ლაქტოზის მონოჰიდრატი, რკინის წითელი ოქსიდი, ტრიაცეტინი, ტიტანის დიოქსიდი.

შესაძლო გვერდითი ეფექტები:
სხვა პრეპარატების მსგავსად, ამ მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, მაგრამ იგი ყველას არ უვლინდება
დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს, თუ გამოვლინდება შემდეგი:
• ცხელება, ინფექციის ნიშნები ან ძლიერი დაღლილობის შეგრძნება. ეს შესაძლებელია გამოვლინდეს სისხლის ზოგიერთი უჯრედების იშვიათი დაავადების გამო;
• ღვიძლის დაავადების ნიშნები, როგორიცაა კანის და/ან თვალების სიყვითლე, რაც შესაძლებელია დაკავშირებული იყოს სისხლდენასთან, რაც ვლინდება კანქვეშ წითელი ქინძისთავის ზომის წერტილების სახით და/ან გონების დაბინდვით (იხ. ნაწილი 2).
• პირის ღრუს შეშუპება ან კანის მხრივ დარღვევები, როგორიცაა გამონაყარი და ქავილი, ბუშტუკები კანზე. ეს შესაძლებელია იყოს ალერგიული რეაქცია.

კლოპიდოგრელის შედეგად გამოვლენილი ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტია სისხლდენა.
სისხლდენა შესაძლებელია გამოვლინდეს როგორც სისხლდენა კუჭიდან ან ნაწლავიდან, სილურჯეები, ჰემატომა (უჩვეულო სისლხდენა ან სილურჯე კანქვეშ), ცხვირიდან სისხლდენა, სისხლი შარდში. იშვიათ შემთხვევებში, სისხლდენა ვითარდება თვალში, თავში, ფილტვებში ან სახსარში.

თუ კლოპი-დენკ 75-ით მკურნალობის დროს გამოვლინდა ხანგრძლივი სისხლდენა
ჭრილობის ან თვითდაზიანების შემთხვევაში შესაძლებელია სისხლდენა ჩვეულებრივზე დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდეს. აღნიშნული დაკავშირებულია პრეპარატის მოქმედებასთან, რადგან იგი ხელს უშლის სისხლის კოლტის წარმოქმნას. მცირე ჭრილობებისა და დაზიანებების შემთხვევებში, მაგალითად გაპარსვისას, ამას არ ენიჭება განსაკუთრებული ყურადრება. თუმცა, თუ პაციენტი შეშფოთებულია სისხლდენით, მაშინ დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს (იხ. ნაწილი 2).

სხვა გვერდითი ეფექტები მოიცავს:
ხშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება გამოვლინდეს 1 შემთხვევაში 10 პაციენტიდან): ფაღარათი, მუცლის ტკივილი, დისპეპსია ან გულძმარვა.
არახშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება გამოვლინდეს 1 შემთხვევაში 100 პაციენტიდან): თავის ტკივილი, კუჭის წყლული, ღებინება, გულისრევა, ყაბზობა, ჭარბი აირების დაგროვება კუჭში ან ნაწლავებში, გამონაყარი, ქავილი, თავბრუსხვევა, ჩხვლეტის და დაბუჟების შეგრძნება.
იშვიათი გვერდითი ეფექტი (შეიძლება გამოვლინდეს 1 შემთხვევაში 1000 პაციენტიდან): თავბრუსხვევა, მკერდის გაზრდა მამაკაცებში.
ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები (შეიძლება გამოვლინდეს 1 შემთხვევაში 10,000 პაციენტიდან):
სიყვითლე, ძლიერი მუცლის ტკივილი ზურგის ტკივილთან ერთად ან მის გარეშე, ცხელება, სუნთქვის გაძნელება ზოგჯერ ხველასთან ერთად, გენერალიზებული ალერგიული რეაქციები (მაგალითად ზოდაგად სიცხის შეგრძნება, უეცარი ზოგადი დისკომფორტით, გულის წასვლა), პირის ღრუს შეშუპება, კანზე ბუშტუკების განვითარება, კანის მხრივ ალერგია, პირის ღრუს ანთება (სტომატიტი), დაქვეითებული არტერიული წნევა, გონების დაბინდვა, ჰალუცინაციები, სახსრის ტკივილი, კუნთების ტკივილი, გემოვნების შეცვლა ან დაკარგვა.
უცნობი სიხშირით გამოვლენილი გვერდითი ეფექტები (ხელმისაწვდომი ინფორმაციის საფუძველზე სიხშირე ვერ დადგინდა): ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები მკერდის ან მუცლის ტრივილით, მუდმივი სისხლში დაბალი შაქრის სიმპტომები.
გარდა ამისა, მკურნალმა ექიმმა ასევე შესაძლებელია აღმოაჩინოს ცვლილებები სისხლის და შარდის ანალიზებში.

მიღების წესი:
ეს მედიკამტი ყოველთვის მიიღება ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციის ზუსტი დაცვით. თუ პაციენტი რაიმეში არ არის დარწმუნებული, მან უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
რეკომენდებული დოზა, მათ შორის ე/წ ‘წინაგულის ფიბრილაცია’ (გულის უჩვეულო რითმი), არის 1 ტაბლეტი კლოპი-დენკ 75 დღეში, ორალურად, საკვებთან ერთად ან მისგან დამოუკიდებლად. და ყოველდღიურად ერთსა და იმავე დროს.
თუ გამოვლინდა ძლიერი ტკივილი გულ-მკერდის არეში (არასტაბილური სტენოკარდია), მკურნალმა ექიმმა მკურნალობის დასაწყისში შესაძლებელია დანიშნოს 300 მგ კლოპიდოგრელი ერჯერადად (კლოპი-დენკ 75-ის 4 ტაბლეტი). შემდეგ, ჩვეულებრივი დოზა შეადგენს კლოპი-დენკ 75-ის ერთ ტაბლეტს დღეში, ზემოთ აღწერილი წესის მიხედვით.
კლოპი-დენკ 75 მიიღება იმ ხანგრძლივობით, რა ვადასაც განსაზღვრავს მკურნალი ექიმი.

Status

რეცეფტული

ამ პროდუქტის დეტალები არ არის ხელმისაწვდომი.