სრული აღწერა:
კარვედი-დენკ 6.25 წარმოადგენს ბეტა-ბლოკატორების სამკურნალო საშუალებების ჯგუფს (მედიკამენტები მაღალი არტერიული წნევისა და აჩქარებული გულისცემის სამკურნალოდ).
კარვედი-დენკ 6.25 გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს.
კარვედი-დენკ 6.25 გამოიყენება:
• იშემიური ან არაიშემიური მიზეზით განპირობებული (მიუხედავად ცირკულატორული დარღვევის არსებობა-არარსებობისა) სტაბილური ქრონიკული გულის უკმარისობის ყველა სტადიის სამკურნალოდ. მკურნალობაში ასევე ჩართული უნდა იყოს შარდმდენები და აგფ ინჰიბიტორები, ხოლო საჭიროების შემთხვევაში დიგიტალისი (პრეპარატები, რომლებიც მოქმედებენ გულისა და ვასკულარულ სისტემაზე).
კარვედი-დენკ 6.25 მგ-ით მკურნალობის დაწყებამდე დაახლოებით 4 კვირით ადრე, გულის უკმარისობის მქონე პაციენტები აუცილებელია, რომ სტაბილურად იმყოფებოდნენ გულის უკმარისობის სტანდარტულ თერაპიაზე (შარდმდენი საშუალებები, დიგიტალისები, აგფ ინჰიბიტორები).
შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერებას წარმოადგენს კარვედილოლი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 6.25 მგ კარვედილოლს.
დამატებითი ინგრედიენტები: მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი [მცენარეული], უწყლო კოლოიდური სილიციუმი.
შესაძლო გვერდითი ეფექტები:
ყველა სხვა სამკურნალო საშუალების მსგავსად, აღნიშნულმა მედიკამენტმა შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, მაგრამ არა ყველას შემთხვევაში.
თავბრუსხვევის, მხედველობის დარღვევისა და შენელებული გულისცემის გარდა (ბრადიკარდია), დანარჩენი სიმპტომების განვითარება არ არის დოზა-დამოკიდებული.
კარვედილოლის გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი იდენტურია ყველა ჩვენებისათვის. გამონაკლისები აღწერილია ქვემოთ მოცემულ პუნქტში „შერჩეული გვერდითი ეფექტების აღწერა“.
გვერდითი ეფექტები
ძალიან ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში)
• თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, გულის უკმარისობა, დაბალი არტერიული წნევა, სისუსტე (ასთენია).
ხშირი (შეიძლება განვითარდეს 100 პაციენტიდან 10-დან 1-მდე შემთხვვევაში)
• ბრონქიტი, პნევმონია, ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, საშარდე გზების ინფექციები.
• ანემია (სისხლში ერითროციტების რაოდენობის შემცირება)
• წონაში მომატება, ქოლესტერინის დონის ზრდა, სისხლში შაქრის დონის გაზრდა ან შემცირება (დიაბეტის მქონე პაციენტებში).
• დეპრესია, დეპრესიული განწყობა.
• ცნობიერების ხანმოკლე დაკარგვა (სინკოპე).
• დარღვევები მხედველობის მხრივ, შემცირებული ცრემლწარმოქმნა (თვალის სიმშრალე), თვალის გაღიზიანება.
• შენელებული გულისცემა, შეშუპება (მთელი სხეულის ან მისი ნაწილების შეშუპება), სითხის შეკავება, ჰიპერჰიდრატაცია, არტერიული წნევის შემცირება წამოდგომის ან ჩამოჯდომის მომენტში (ორთოსტატული ჰიპოტენზია), არტერიული წნევის მატება.
• პრობლემები სუნთქვის მხრივ, ფილტვების შეშუპება (ფილტვებში სითხის არსებობა), ასთმა და სუნთქვის გაძნელება ბრონქოსპაზმისადმი მიდრეკილ პაციენტებში.
• გულისრევა, ღებინება, დიარეა, საჭმლის მონელების დარღვევა, ტკივილი კუჭის არეში.
• ტკივილი (მაგალითად, ხელებსა და ფეხებში)
• თირკმლის ფუნქციის დაქვეითება და თირკმლების უკმარისობა, შარდვის გაძნელება.
• ზოგადი ტკივილი
• ქვემო კიდურებში სისხლის მიმოქცევის გაუარესება (ცივი თითები ან ტერფები, ხანგამოშვებითი კოჭლობა)
• რეინოს სინდრომი (მტკივნეული თითები, რომლებიც თავდაპირველად იძენენ მოლურჯო, მოგვიანებით თეთრ და საბოლოოდ მოწითალო შეფერილობას).
არახშირი (1,000 პაციენტიდან 10-დან 1-მდე შემთხვევაში)
• ძილის მხრივ დარღვევები, კოშმარები, ჰალუცინაციები, დაბნეულობა.
• კრუნჩხვები კიდურებში (პარესთეზია)
• გულის ბლოკადა, გულის არეში ტკივილი (სტენოკარდია).
• ყაბზობა
• კანისმხრივ რეაქციები
• ერექციული დისფუნქცია
იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 10,000 პაციენტიდან, 1-მდე შემთხვვევაში)
• სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება.
• გაჭედილი ცხვირი, პირის სიმშრალე.
ძალიან იშვიათი (10,000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში)
• ფსიქოზი
• სისხლში ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება.
• ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ალერგიები).
• ღვიძლის ფერმენტების მატება.
• უნებლიე შარდვა (შეუკავებლობა) ქალებში, შექცევადი მედიკამენტით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ
უცნობი სიხშირით (სიხშირის შეფასება არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით შეუძლებელია)
• მწვავე რეაქციები კანის მხრივ (მაგ. მულტიფორმული ერითემა, სტივენ-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი [თEN]).
• თმის ცვენა.
რჩევა დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის
ბეტა-რეცეპტორის ბლოკატორების კლასის მედიკამენტებმა შესაძლოა შენიღბოს ლატენტური დიაბეტის არსებობა, გამოიწვიოს ახლად დიაგნოსტირებული დიაბეტის გამწვავება, სისხლში გლუკოზის დონის მარეგულირებელი მექანიზმების ფუნქციის დაქვეითება.
მიღების წესი:
მედიკამენტი მიიღება მთლიანად საკმარისი სითხის მიყოლებით. რეკომენდებულია კარვედი-დენკ 6.25-ის საკვებთან ერთად მიღება. ამრიგად, აქტიური ნივთიერება შეიწოვება უფრო ნელა, რაც თავის მხრივ ამცირებს წამოდგომისას თავბრუსხვევის (ორთოსტატული ჰიპოტენზია) რისკს.







