სრული აღწერა:

კარვედი-დენკ 25 წარმოადგენს ბეტა-ბლოკატორების სამკურნალო საშუალებების ჯგუფს (სამკურნალო საშუალება, მაღალი არტერიული წნევისა და აჩქარებული გულისცემის სამკურნალოდ).კარვედი-დენკ 25 გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს.კარვედი-დენკ 25 გამოიყენება შემდეგისთვის:

  • მაღალი არტერიული წნევა (რომელიც არაორგანულად არის გამოწვეული)
  • ქრონიკული სტაბილური სტენოკარდია
  • გულის ქრონიკული უკმარისობის ყველა სტადიის (გულის უკმარისობა) სამკურნალოდ, იქნება ეს იშემიური  თუ  არაიშემიური წარმოშობის დაავადება (დაკავშირებულია თუ არა ცირკულაციის დარღვევებთან). როგორც წესი, მკურნალობის პროცესს თან ახლავს შარდმდენი საშუალებებისა და აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობა, საჭიროების შემთხვევაში, დიგიტალისის (გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე მოქმედი მედიკამენტები) გამოყენებაც კი.

კარვედი-დენკ 25 შეიძლება მიღებული იქნას ესენციური ჰიპერტენზიის სამკურნალოდ როგორც მონოთერაპია, ასევე სხვა წნევის-დამაქვეითებელ მედიკამენტებთან ერთად, განსაკუთრებით თიაზიდ-დიურეტიკებთან ერთად.

კარვედი-დენკ 25 მგ-ით მკურნალობის დაწყებამდე დაახლოებით 4 კვირით ადრე, გულის უკმარისობის მქონე პაციენტები აუცილებელია, რომ სტაბილურად იმყოფებოდნენ გულის უკმარისობის სტანდარტულ თერაპიაზე (შარდმდენი საშუალებები, დიგიტალისი, აგფ ინჰიბიტორები).

შემადგენლობა:

  • აქტიურ ნივთიერებას წარმოადგენს კარვედილოლი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 25 მგ კარვედილოლს.
  • დამატებითი ინგრედიენტებია: მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი [მცენარეული], კოლოიდური უწყლო სილიციუმი.

 

შესაძლო გვერდითი ეფექტები:

ყველა სხვა სამკურნალო საშუალების მსგავსად, აღნიშნულმა მედიკამენტმა შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, მაგრამ არა ყველას შემთხვევაში.

თავბრუსხვევის, მხედველობის დარღვევისა და შენელებული გულისცემის გარდა (ბრადიკარდია),  დანარჩენი სიმპტომების განვითარება არ არის დოზა-დამოკიდებული.

კარვედილოლის გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი იდენტურია ყველა ჩვენებისათვის. გამონაკლისები აღწერილია ქვემოთ მოცემულ პუნქტში „შერჩეული გვერდითი ეფექტების აღწერა“.

გვერდითი ეფექტები

ძალიან ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში)

  • თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, გულის უკმარისობა, დაბალი არტერიული წნევა, სისუსტე (ასთენია).

ხშირი (შეიძლება განვითარდეს 1-დან 10-მდე შემთხვვევაში  100 პაციენტი-დან)

  • ბრონქიტი, პნევმონია, ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, საშარდე გზების ინფექციები.
  • ანემია (სისხლში ერითროციტების რაოდენობის შემცირება)
  • წონაში მატება, ქოლესტერინის დონის ზრდა, სისხლში შაქრის დონის გაზრდა ან შემცირება (დიაბეტის მქონე პაციენტებში).
  • დეპრესია, დეპრესიული განწყობა.
  • ცნობიერების ხანმოკლე დაკარგვა (სინკოპე).
  • დარღვევები მხედველობის მხრივ, შემცირებული ცრემლწარმოქმნა (თვალის სიმშრალე), თვალის გაღიზიანება.
  • შენელებული გულისცემა, შეშუპება (მთელი სხეულის ან მისი ნაწილების), სითხის შეკავება, ჰიპერჰიდრატაცია, არტერიული წნევის შემცირება წამოდგომის ან ჩამოჯდომის მომენტში (ორთოსტატული ჰიპოტენზია), არტერიული წნევის მატება.
  • პრობლემები სუნთქვის მხრივ, ფილტვების შეშუპება (ფილტვებში სითხის არსებობა), ასთმა და სუნთქვის გაძნელება ბრონქოსპაზმისადმი მიდრეკილ პაციენტებში.
  • გულისრევა, ღებინება, დიარეა, საჭმლის მონელების დარღვევა,  ტკივილი კუჭის არეში.
  • ტკივილი (მაგალითად: ხელებსა და ფეხებში)
  • თირკმლის ფუნქციის დაქვეითება და თირკმლების უკმარისობა, შარდვის გაძნელება.
  • ზოგადი ტკივილი
  • ქვემო კიდურებში სისხლის მიმოქცევის გაუარესება (ცივი თითები ან ტერფები, ხანგამოშვებითი კოჭლობა)
  • რეინოს სინდრომი (მტკივნეული თითები, რომლებიც თავდაპირველად იძენენ მოლურჯო, მოგვიანებით თეთრ და საბოლოოდ მოწითალო შეფერილობას).

იშვიათი (1-დან 10-მდე შემთხვევაში 1,000 პაციენტში)

  • ძილის მხრივ დარღვევა, კოშმარები, ჰალუცინაციები, დაბნეულობა.
  • ჩხვლეტის შეგრძნება კიდურებში (პარესთეზია)
  • გულის ბლოკადა, გულის არეში ტკივილი (სტენოკარდია).
  • ყაბზობა
  • კანის მხრივ რეაქციები
  • ერექციული დისფუნქცია

იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 1-დან 10-მდე შემთხვვევაში  10, 000 პაციენტში)

  • სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება.
  • გაჭედილი ცხვირი, პირის სიმშრალე.

ძალიან იშვიათი (10,000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში)

  • ფსიქოზი
  • სისხლში ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება.
  • ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ალერგიები).
  • ღვიძლის ფერმენტების მატება.
  • უნებლიე შარდვა (შეუკავებლობა) ქალებში, შექცევადი მედიკამენტით მკუნრალობის შეწყვეტის შემდეგ.

უცნობი სიხშირით (სიხშირის შეფასება არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით შეუძლებელია)

  • მწვავე რეაქციები კანის მხრივ (მაგ: მულტიფორმული ერითემა, სტივენ-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი [TEN]).
  • თმის ცვენა.

რჩევა დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის

ბეტა-რეცეპტორის ბლოკატორების კლასის მედიკამენტებმა შესაძლოა შენიღბოს ლატენტური დიაბეტის არსებობა, გამოიწვიოს ახლად დიაგნოსტირებული დიაბეტის გამწვავება, სისხლში გლუკოზის დონის მარეგულირებელი მექანიზმების ფუნქციის დაქვეითება.

მიღების წესი:

მთლიანი ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს საკმარისი ოდენობით სითხის მიყოლებით.  რეკომენდირებულია კარვედი-დენკ 25-ის საკვებთან ერთად მიღება. ამრიგად, აქტიური ნივთიერება შეიწოვება უფრო ნელა, რაც თავის მხრივ ამცირებს წამოდგომისას თავბრუსხვევის (ორთოსტატული ეფექტები)  განვითარების რისკს.

Status

რეცეფტული

ამ პროდუქტის დეტალები არ არის ხელმისაწვდომი.

Carvedi-Denk 25 mg 30 Tablets – კარვედი დენკი 25 მგ 30 ტაბლეტი
11.00

In stock