სრული აღწერა:
აზიტრომიცინი არის მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკი. იგი გამოიყენება ზოგიერთი ბაქტერიის ან მიკრო-ორგანიზმის მიერ გამოწვეული ინფექციის სამკურნალოდ, რომელიც მოიცავს:
 გულმკერდის, ყელის ან ცხვირის ინფექციები (როგორიც არის ბრონქიტი, პნეუმონია, ტონზილიტი, ყელის ტკივილი [ფარინგიტი] და სინუსიტი)
 ყურის ინფექციები
 კანის და რბილი ქსოვილების ინფექციები (როგორიც არის აბცესი და ძირმაგარა)
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, რომლის გამომწვევია

  • Chlamydia trachomatis ან Neisseria gonorrhoeae.

.
ანტიბიოტიკების მიღების დროს გასათვალისწინებელია, რეზისტენტობის სტატუსი და ოფიციალური / ადგილობრივი გაიდლაინები ანტიბიოტიკური საშუალებების შესაბამის გამოყენებასთან დაკავშრებით.

შემადგენლობა:
• აქტიური ნივთიერება არის აზიტრომიცინი. აპკიანი გარსით დაფარული თითოეული ტაბლეტი შეიცავს 500 მგ აზიტრომიცინს (აზიტრომიცინის მონოჰიდრატის სახით)
• სხვა ნივთიერებები:
ტაბლეტის შიგთავსი: კალციუმის ჰყდროგენ ფოსფატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ჰიპროლოზა, ნატრიუმის დოდეცილ სულფატი, ნატრიუმის კარბოქსიმეთილ სახამებელი (ა ტიპი), ნატრიუმის სტეარილ ფუმარატი.
გარსი: ჰიპრომელოზა, მაკროგოლ 6000, ტალკი, ტიტანიუმის დიოქსიდი

შესაძლო გვერდითი ეფექტები:
ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად ამ მედიკამენტმაც შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვლინდება
ქვემოთ მოყვანილი სიხშირეები გამოიყენება გვერდითი ეფექტების შესაფასებლად
ძალიან ხშირი: 10 პაციენტში ერთ შემთხვევაზე ხშირად
ხშირი: შეიძლება გამოვლინდეს 10 პაციენტიდან 1 შემთხვევაში
არა ხშირი: შეიძლება გამოვლინდეს 100 პაციენტიდან 1 შემთხვევაში
იშვიათი: შეიძლება გამოვლინდეს 1,000 პაციენტიდან 1 შემთხვევაში
ძალიან იშვიათი: შეიძლება გამოვლინდეს 10,000 პაციენტიდან 1 შემთხვევაში
უცნობი სიხშირით: არსებული მონაცემებით ვერ დადგინდა

მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტები ან ნიშნები, რომლებზეც პაციენტმა უნდა გაამახვილოს ყურადღება და რა უნდა მოიმოქმედოს თუ ისინი გამოვლინდება
ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები, ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის საშიში. თუ პაციენტი განიცდის ქვემოთ ჩამოთვლილ რომელიმე გვერდით ეფექტს, უნდა შეწყდეს აზიტრო-დენკის მიღება და რაც შეიძლება სწრაფად მიემართოს ექიმს.

ჰიპერმგრძნობელობის მწვავე რეაქციები (მაგ. ანაფილაქსია)
ძალიან იშვიათ, თუმცა შესაძლო სიცოცხლისთვის საშიში ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში (მაგალითად ანაპილაქტური შოკი), აზიტრო-დენკით მკურნალობა უნდა შეწყდეს დაუყონებლივ და მიღებული უნდა იქნა ყველა ზოგადი სასწრაფო გადაუდებელი ღონისძიება (მაგ. ანტიჰისტამინები, კორტიკოსტეროიდები, სიმფატომიტიკები და თუ აუცილებელია ჩაუტარდეს ხელოვნული სუნთქვა.

მიღების წესი:
აზიტრო-დენკი მიიღება საკვებთან ერთად ან მისგან დამოუკიდებლად. აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად სითხესთან ერთად. ტაბლეტი შეიძლება დაიყოს თანაბარ დოზებად.

Status

რეცეფტული

ამ პროდუქტის დეტალები არ არის ხელმისაწვდომი.