სრული აღწერა:

ამოქსი-დენკ 500 გამოიყენება ორგანიზმის სხვადასხვა ლოკაციაზე ბაქტერიით გამოწვეული ინფექციის სამკურნალოდ. ამოქსი-დენკ 500 ასევე გამოიყენება კუჭის წყლულის სამკურნალოდ სხვა მედიკამენტებთან ერთად კომბინაციაში.


შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება არის ამოქსიცილინის ტრიჰიდრატი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 574 მგ ამოქსიცილინის ტრიჰიდრატს, რაც 500 მგ ამოქსიცილინის ექვივალენტურია.
დამხმარე ნივთიერებებია: მაკროგოლი 6000, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი, სწრაფად ხსნადი სილიციუმის დიოქსიდი.


შესაძლო გვერდითი ეფექტები:
ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ყველას არ უვლინდება ის.
უნდა შეწყდეს ამოქსი-დენკ 500-ის მიღება და დაუყონებლივ მიემართოს მკურნალ ექიმს, თუ გამოვლინდა ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე სერიოზული გვერდითი ეფექტი – შესაძლებელია პაციენტს დასჭირდეს სასწრაფო სამედიცინო მკურნალობა:
ქვემოთ ჩამოთვლილი ვლინდება ძალიან იშვიათად (10 000 ნამკურნალევი პაციენტიდან 1 შემთხვევაში)
• ალერგიული რეაქციები, ნიშნები შეიძლება მოიცავდეს: კანის ქავილი ან გამონაყარი, სახის, ტუჩების, ენის, სხეულის შეშუპება, ან სუნთქვის გართულება. აღნიშნული შეიძლება იყოს სერიოზული და იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს გარდაცვალება
• გამონაყარი ან ძალიან პატარა წითელი მრგვალი ლაქები კანქვეშ ან კანის ჩალურჯებები. ეს გამოწვეულია ალერგიული რეაქციით გამოწვეული სისხლძარღვების კედლის ანთებით. იგი შეიძლება დაკავშირებული იყოს სახსრების ტკივილთან (ართრიტი) და თირკმელის მხრივ პრობლემებთან.
• შენელებული ალერგიული რეაქცია შეიძლება ჩვეულებრივ გამოვლინდეს ამოქსიცილინის მიღებიდან 7-12 დღის განმავლობაში. ნიშნები შეიძლება მოიცავდეს: გამონაყარი, სიცხე, სახსრების ტკივილი, ლიმფური ჯირკვლების გადიდება, განსაკუთრებით მხრების ქვეშ.
• კანის რეაქცია ე.წ. ‘პოლიმორფული ერითემა’, როდესაც შეიძლება განვითარდეს: ქავილის გამომწვევი მოწითალო იასამნისფერი ლაქები, განსაკუთრებით ხელისგულზე ან ფეხის ძირზე, ‘ჭინჭრის ციების მსგავსი’ შეშუპებული ადგილები კანზე, პირის ღრუს, თვალის ან გენიტალიების ზედაპირის რბილ ადგილებზე. პაციენტს შესაძლებელია ჰქონდეს სიცხე ან იყოს ძალიან დაღლილი
• კანის სხვა ალერგიული რეაქციები შეიძლება იყოს: კანის ფერის შეცვლა, კანქვეშა გამონაყარი, გამონაყარი, აქერცვლა, ტკივილი, ქავილი, გამომშრალი კანი. აღნიშნული შეიძლება დაკავშირებული იყოს სიცხესთან, თავის და სხეულის ტკივილთან
• გაციების მსგავსი ნიშნები, როგორიც არის გამონაყარი, სიცხე, ჯირკვლების შეშუპება, სისხლის ანალიზების უჩვეულო შედეგები (მათ შორის სისხლის თეთრი უჯრედების (ოეზინოფილია) და ღვიძლის ფერმენტების რაოდენობის ზრდა) (მედიკამენტის რეაქცია ეოზინოფილიასთან და სისტემურ ნიშნებთან ერთად (DRESS))
• სიცხე, კანკალი, ფარინგიტი ან ინფექციის სხვა ნიშნები, ან თუ პაციენტს ადვილად უჩნდება სისხლნაჟღენთები. აღნიშნული არის სისხლის უჯრედების მხრივ პრობლემების ნიშნები.
• იარიშ-ჰერქსჰეიმერის რეაქცია, რომელიც ვლინდება ამოქსი-დენკ 1000-ით ლაიმის სინდრომის მკურნალობის დროს და იწვევს სიცხეს, კანკალს, თავის ტკივილს, კუნთების ტკივილს და გამონაყარს კანზე
• მსხვილი ნაწლავის ანთება (კოლინჯი) დიარეასთან (ზოგჯერ სისხლის შემცველობით), ტკივილთან და სიცხესთან ერთად
• შეიძლება გამოვლინდეს სერიოზული გვერდითი ეფექტები ღვიძლის მხრივ. ძირითადად ვლინდება იმ პაციენტებში, რომლებიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში მკურნალობენ, მამაკაცებში და ხანდაზმულ პაციენტებში. უნდა მიემართოს ექიმს დაუყოვნებლივ თუ გამოვლინდა:
– მწვავე დიარეა სისხლთან ერთად
– გამონაყარი, სიწითლე ან ჩალურჯებები კანზე
– მუქი ფერის შარდი ან ღია ფერის განავალი
– კანის სიყვითლე ან თვალების გათეთრება (სიყვითლე). იხილეთ ასევე ანემია, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სიყვითლე
ეს შეიძლება გამოვლინდეს პრეპარატით მკურნალობის დროს ან რამდენიმე კვირის შემდეგ.
თუ გამოვლინდება, რომელიმე ზემოთ აღნიშნული უნდა შეწყდეს მედიკამენტის მიღება და მიემართოს მკურნალ ექიმს დაუყონებლივ.
ზოგჯერ შეიძლება გამოვლინდეს ნაკლებად მწვავე ალერგიული რეაქციები, როგორიც არის:
• საშუალო სიმწვავის გამონაყარი ქავლით (მრგვალი ფორმის, მოვარდისფრო-წითელი ფერის ლაქები), ‘ჭინჭრის ციების მსგავსი’ შეშუპებული ადგილები მკლავებზე, ფეხებზე, ხელისგულზე, ხელებზე, ტერფებზე. აღნიშნული იშვიათია (შეიძლება გამოვლინდეს 100 ნამკურნალევი პაციენტიდან 1 შემთხვევაში)
თუ გამოვლინდა რომელიმე, უნდა მიემართოს ექიმს, რადგან საჭირო იქნება ამოქსი-დენკ 500-ით მკურნალობის შეწყვეტა
სხვა გვერდითი ეფექტები შემდეგია
ხშირი (შეიძლება გამოვლინდეს 10 ნამკურნალევი პაციენტიდან 1 შემთხვევაში):
• გამონაყარი კანზე
• ავადმყოფობის შეგრძნება (გულისრევა)
• დიარეა
არახშირი (შეიძლება გამოვლინდეს 100 ნამკურნალევი პაციენტიდან 1 შემთხვევაში):
• ავადმყოფობა (ღებინება)
ძალიან იშვიათად (შეიძლება გამოვლინდეს 10 000 ნამკურნალევი პაციენტიდან 1 შემთხვევაში):
• რძიანა (ვაგინალური, პირისღრუს ან კანის ნაკეცების სოკოვანი ინფექცია), ექიმის ან ფარმაცევტისაგან პაციენტი მიიღებს რძიანასთვის განკუთვნილ მკურნალობის რეკომენდაციას
• თირკმელის მხრივ პრობლემები
• კრუნჩხვები (კონვულსიები), ვლინდება იმ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ მაღალი დოზებით ან აქვთ თირკმელის მხრივ პრობლემები
• თავბრუსხვევა
• პიპერაქტიურობა
• კრისტალები შარდში, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს, როგორც ამღვრეული შარდი, გართულებული შარდვა ან დისკომფორტი შარდვის დროს
• პაციენტი უნდა დარწმუნდეს, რომ ღებულობს საკმარისი რაოდენობის სითხეს, რათა შემცირდეს აღნიშნული ნიშნების გამოვლენის რისკი
• ენა შეიძლება გაყვითლდეს, გაყავისფრდეს ან გაშავდეს და ასევე ჰქონდეს “თმიანი” გამოვლინება
• ერითროციტების რაოდენობის მკვეთრი დაცემა, რაც იწვევს ანამიის ტიპს. ნიშნები მოიცავს: დაღლილობის შეგრძნება, თავის ტკივილი, ქოშინი, თავბრუსხვევა, სიფერმკრთალე და კანის გაყვითლება და თვალების გათეთრება
• ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება
• სისხლის შედედებაში მონაწილე უჯრედების რაოდენობის შემცირება
• სისხლის შედედებას შეიძლება დასჭირდეს უჩვეულოდ დიდი დრო. პაციენტმა ეს შეიძლება შეამჩნიოს ცხვირიდან სისხლდენის ან დაზიანების შემთხვევაში

მიღების წესი:
• მკურნალი ექიმი დანიშნავს ამოქსიცილინის ბავშვისათვის ან ჩვილისთვის განკუთვნილ რეკომენდებულ დოზას
• ზოგადი დღიური დოზა არის 40მგ-დან 90მგ-მდე სხეულის მასის თითოეულ კილოგრამზე, გაყოფილი 2 ან სამ დოზად
• მაქსიმალური რეკომენდებული დღიური დოზა არის 100მგ სხეულის მასის თითოეულ კილოგრამზე

Status

რეცეფტული

ამ პროდუქტის დეტალები არ არის ხელმისაწვდომი.

ამოქსი დენკი 500მგ 20 ტაბლეტი
9.00

In stock