მოკლე აღწერა:
ენალაპრილი მიეკუთვნება ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორის კლასს (ACE-ინჰიბიტორები) და აქვეითებს არტერიულ წნევას სისხლძარღვების გაფართოების გზით.
ჰიდროქლოროთიაზიდი (HCT) მიეკუთვნება დიურეტიკების კლასს (შარდმდენები) და აქვეითებს არტერიულ წნევას შარდის გამოყოფის მომატებით.
ენა+ჰქთ-დენკი შეიცავს ენალაპრილის და ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაციას და მიიღება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ, როდესაც მხოლოდ ენალაპრილით მკურნალობა, არ არის საკმარისი.
სრული აღწერა:
ენალაპრილი მიეკუთვნება ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორის კლასს (ACE-ინჰიბიტორები) და აქვეითებს არტერიულ წნევას სისხლძარღვების გაფართოების გზით.
ჰიდროქლოროთიაზიდი (HCT) მიეკუთვნება დიურეტიკების კლასს (შარდმდენები) და აქვეითებს არტერიულ წნევას შარდის გამოყოფის მომატებით.
ენა+ჰქთ-დენკი შეიცავს ენალაპრილის და ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაციას და მიიღება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ, როდესაც მხოლოდ ენალაპრილით მკურნალობა, არ არის საკმარისი.
მკურნალმა ექიმმა შეიძლება დანიშნოს ენა+ჰქთ-დენკი ენალაპრილის ან ჰიდროქლოროთიაზიდის აღნიშნული დოზირების ცალკეული ტაბლეტების ნაცვლად.
ეს ფიქსირებული კომბინაცია არ მიიღება მკურნალობის საწყის ეტაპზე.
უნდა მიემართოს ექიმს თუ პაციენტის მდგომარეობა არ გაუმჯობესდა ან გაუარესდა.
შემადგენლობა:
• აქტიური ნივთიერება არის ენალაპრილის (მალეატის სახით) და ჰიდროქლოროთიაზიდი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 20 მგ ენალაპრილის მალეატს და 12.5 მგ ჰიდროქლოროთიაზიდს.
• სხვა ნივთიერებებია ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, პრეჟელატინირებული სახამებელი, სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი.
შესაძლო გვერდითი ეფექტები:
ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ყველას არ უვლინდება იგი.
თუ გამოვლინდა ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე, უნდა შეწყდეს ენა+ჰქთ-დენკ-ის მიღება და დაუყონებლივ უნდა მიემართოს ექიმს ან უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებას.
• მწვავე ალერგიული რეაქციები ე.წ. ანგიოედემა (გამონაყარი, ქავილი, კიდურების, სახის, ტუჩების, პირის ღრუს ან ხორხის შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის და სუნთქვის გართულება). ეს არის სერიოზული და ხშირი (ვლინდება 100 ნამკურნალევი პაციენტიდან 1-ზე მეტ და 10 ნამკურნალევი პაციენტიდან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში) გვერდითი ეფექტი. პაციენტს შეიძლება დასჭირდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.
• სიყვითლე (კანის და თვალის თეთრი გარსის სიყვითლე). ეს არის პოტენციურად სერიოზული, თუმცა იშვიათი გვერდითი ეფექტი (ვლინდება 10 000 ნამკურნალევი პაციენტიდან 1-ზე მეტ და 1 000 ნამკურნალევი პაციენტიდან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში), რომელიც მიუთითებს ღვიძლის ანთების ჩვენებაზე პაციენტს შეიძლება დასჭირდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.
ენა+ჰქთ-დენკი ხშირად იწვევს არტერიული წნევის დაცემას, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს თავის მსუბუქ ტკივილთან და სისუსტესთან. ზოგიერთ პაციენტში ზემოთ აღნიშნული შეიძლება გამოვლინდეს პირველი დოზის მიღების შემდეგ ან როდესაც ხდება დოზის გაზრდა. თუ გამოვლინდა რომელიმე ნიშანი, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს დაუყონებლივ.
ენა+ჰქთ-დენკ-მა იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს სისხლის თეთრი უჯრედების (ლეიკოციტების) რაოდენობის შემცირება და შეიძლება შემცირდეს პაციენტის რეზისტენტულობა ინფექციის მიმართ. უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს დაუყონებლივ თუ გამოვლინდა ინფექციის ნიშნები, როგორიც არის სიცხე და ზოგადი მდგომარეობის გაუარესება, ან ადგილობრივი ინფექციით გამოწვეული სიცხე, ისეთი სიმპტომებით, როგორიც არის ყელის, ხახის / პირის ღრუს დაწყლულება შარდის გამოყოფის მხრივ დარღვევები. აუცილებელია სისხლის ანალიზის ჩატარება, რადგან არსებობს სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირების (აგრანულოციტოზი) შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია ექიმი ინფორმირებული იყოს პაციენტის ინფორმაციის შესახებ.
მშრალი ხველა, რომელიც შეიძლება გახანგრძლივდეს, დაფიქსირდა ძალიან ხშირად (ვლინდება 10 ნამკურნალევი პაციენტიდან 1-ზე მეტ შემთხვევაში) ენა+ჰქთ-დენკ-ის და სხვა აგფ-ინჰიბიტორების მიღების დროს, ასევე შეიძლება გამოვლინდეს ზედა სასუნთქი გზების ინფექციების ნიშნები. თუ გამოვლინდა აღნიშნული ნიშნები უნდა მიემართოს ექიმს.
ასევე გამოვლინდა შემდეგი გვერდითი ეფექტები:
ძალიან ხშირი (10 ნამკურნალევი პაციენტიდან ერთ შემთხვევაზე უფრო ხშირად)
• დაბურული მხედველობა
• თავბრუსხვევა
• გულისრევა
• სისუსტე
• ხველა
ხშირი (მეტი ვიდრე 100-ში 1, მაგრამ ნაკლები ვიდრე 10-ში 1)
• სისხლში კალიუმის დაბალი დონე, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კუნთების სისუსტე, კონვულსია და გულის უჩვეულო რითმი
• სისხლში ქოლესტერინის ან შარდოვანას მაღალი დონე
• თავისტკივილი, დეპრესია
• გულისწასვლა, დაბალი არტერიული წნევა, დაკავშირებული “პოზის” ცვლილებასთან (როგორიც არის დაცემის შიში და სისუსტე, როდესაც პაციენტი ადგება წოლითი მდგომარეობის შემდეგ), მკერდის ტკივილი, გულის უჩვეულო რითმი, განსაკუთრებით მომატებული გულისცემა (ტაქიკარდია)
• სუნთქვის უკმარისობა
• დიარეა, მუცლის ტკივილი
• გემოვნების შეგრძნების დარღვევა
• გამონაყარი
• დაღლილობა
• სისხლში კალიუმის დაბალი დონე, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს გულის უჩვეულო რითმი; სისხლში კრეატინინის დონის მომეტება
• კუნთის სპაზმი
არახშირი (მეტი ვიდრე 1 000-ში 1, მაგრამ ნაკლები ვიდრე 100-ში 1)
• სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება, რომელმაც იწვევს სიფერმკრთალეს ან სუნთქვის უკმარისობას (ანემია)
• ჰიპოგლიკემია (სისხლში შაქრის დაბალი დონე) (იხილეთ პუნქტი 2 “სიფრთხილით და სიფრთხილის ზომები”)
• სისხლში მაგნიუმის დაბალი დონე
• შემაერთებელ ქსოვილებში შარდოვანას კრისტალები (პოდაგრა)
• დაბნეულობა, ძილიანობა, უძილობა, გაღიზიანება, ჩხვლეტის შეგრძნება ან დაბუჟება, თავბრუსხვევა
• სექსუალური მოთხოვნილების შემცირება
• გულისცემის მომატება (სწრაფი ან პრაქტიკულად ძლიერი ან არარეგულარული გულის რითმის შეგრძნება)
• გულის შეტევა ან ცერებროვასკულარული შეტევა (“მინი-ინფარქტი”) (ძირითადად იმ პაციენტებში რომელთაც აქვთ დაბალი არტერიული წნევა)
• სურდო, ფარინგიტი, ხმის ჩახლეჩა, გართულებული სუნთქვა, ხიხინი
• ნაწლავის გაუვალობა, პანკრეასის ანთება, რომელიც იწვევს მუცლის და ზურგის არეში ტკივილს (პანკრეატიტი), ღებინება, დისპესია, ყაბზობა, მადის დაკარგვა, კუჭის გაღიზიანება, პირის სიმშრალე, პეპტიკური წყლული, მეტეორიზმი
• ოფლდენა, ქავილი, გამონაყარი, თმის ცვენა
• სახსრების ტკივილი
• თირკმელის მხრივ დარღვევები, შარდში პროტეინები
• იმპოტენცია
• ალები, ყურებში ხმაურის შეგრძნება
• ცუდად ყოფნის შეგრძნება, სიცხე
• სისხლში ნატრიუმის დაბალი დონე, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობის შეგრძნება და დაბნეულობა, კუნთების კონვულსია, სპაზმი ან კომა, ასევე დეჰიდრატაცია და დაბალი არტერიული წნევა, წამოდგომის შემდეგ პაციენტი გრძნობს თავბრუსხვევას; სისხლში შარდოვანას დონის მომატება
იშვიათად (მეტი ვიდრე 10 000-ში 1, მაგრამ ნაკლები ვიდრე 1 000-ში 1)
• სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება, რაც ინფექციის ნიშანს ჰგავს, სისხლის სხვა უჯრედების რაოდენობის შემცირება, სისხლის “შემადგენლობის” ცვლილება, ძვლის ტვინის გამომუშავების შემცირება, ლიმფური კვანძების მხრივ დარღვევები, აუტოიმუნური დარღვევები, როდესაც ორგანიზმი საკუთარ თავს ვნებს.
• უცნაური სიზმრები, ძილის მხრივ დარღვევები
• პარეზი
• რეინოს სინდრომი, სისხლძარღვის დაავადება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს თითებსა და ფეხის თითებში ჩხვლეტის შეგრძნება, და გაუფერულება, შემდეგ გალურჯება და შემდეგ გაწითლება
• ფილტვების მხრივ დაავადებები, მათ შორის პნეუმონია, ცხვირის ლორწოვანის ანთება, რაც იწვევს სურდოს (რინიტი)
• პირის ღრუს წყლულები, ენის ანთება
• ღვიძლის მხრივ დარღვევები, ნაღვლის ბუშტის ანთება
• გამონაყარი კანზე, მწვავე გამონაყარი, კანის სიწითლე, სტივენ-ჯონსის სინდრომი (გამონაყარი კანზე, პირის ღრუში, თვალებსა და გენიტალიებზე), ლაილის სინდრომი (კანი სჩანს როგორც დამწვარი ან აქერცლილი), კანის მგრძნობელობა სინათლის მიმართ, კანის აქერცლილი ერითემა ცხვირსა და ლოყებზე (მგლურას ერითემატოზი), პემფიგუსი (გამონაყარის და დაზიანების გამომწვევი მდგომარეობა, რომელიც იწყება პირის ღრუში, ჭინჭრის ციება, თმის ცვენა და ქავილი). ზოგჯერ, კანის მხრივ დაზიანებებს შეიძლება თან ახლდეს სიცხე, მწვავე ანთება, სისხლძარღვების ანთება, კუნთების და სახსრების ტკივილი, ცვლილებები სისხლის შემადგენლობაში და გაზრდილი დალექვის სიჩქარე (ანთებითი პროცესის გამოსაკვლევი სისხლის ანალიზი)
• შარდის გამოყოფის შემცირება
• თირკმელის ანთება (ინტერსტიციული ნეფრიტი)
• მკერდის გაზრდა მამაკაცებში
• ღვიძლის მიერ გამომუშავებული ფერმენტების და არასაჭირო ნივთიერებების რაოდენობის გაზრდა
• სისხლში შაქრის მომატებული დონე
ძალიან იშვიათი (ნაკლები ვიდრე 10 000-ში 1)
• ნაწლავების შეშუპება
• სისხლში კალციუმის დონის მომატება (იხილეთ პუნქტი 2 “სიფრთხილე და სიფრთხილის ზომები)
უცნობი სიხშირით (არსებული მონაცემებით სიხშირე ვერ დადგინდა)
• შეუსაბამო ანტიდიურეზული ჰორმონის სეკრეცია (ცნობილია როგორც SIADH), სხვა სიმპტომებთან ერთად იწვევს ზოგად გვერდით ეფექტებს დაბნეულობა, გულისრევა, განწყობილების ცვლილება, კრუნჩხვა და გონების დაკარგვა
• სანერწყვე ჯირკვლის ანთება
• გლუკოზის გამოყოფა შარდში (გლუკოზურია)
• მადის დაქვეითება, თავბრუსხვევა
• ყვითელი მხედველობის დომინირება, რაც გამოწვეულია თვალის ოპტიკური შემავსებლის გაყვითლებით (ქსანტოფსია)
• კანის და ტუჩის კიბო ( არა-მელანომური კანის კიბო)
მიღების წესი:
ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს წყალთან ერთად.
ენა+ჰქთ-დენკ-ის მიღება შეიძლება საკვებთან ერთად, ან უზმოზე
გამყოფი ხაზი გამოიყენება მხოლოდ ტაბლეტის გასაყოფად უფრო ადვილად გადასაყლაპად და არა დოზის გასაყოფად.







