სრული აღწერა:

დენკ-ეარ ჯუნიორ 5 მგ წარმოადგენს პრეპარატს, რომელიც ხელს უშლის ზოგიერთი ანთებითი მედიატორის (ლეიკოტრიენების) მიერთებას. ლეიკოტრიენები იწვევენ ფილტვისმიერი სასუნთქი გზების შევიწროვებას და შეშუპებას. ლეიკოტრიენების დაბლოკვით დენკ-ეარ ჯუნიორ 5 მგ ამსუბუქებს ასთმის სიმპტომებს, ეხმარება ასთმის კონტროლში.

შემადგენლობა:

აქტიური ნივთიერება არის მონტელუკასტი. თითოეული საღეჭი ტაბლეტი შეიცავს 5 მგ მონტელუკასტს (მონტელუკასტის ნატრიუმის სახით);

          სხვა დამხმარე ინგრედიენტებია: მანიტოლი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ჰიდროქსიპროპილ ცელულოზა, რკინის წითელი ოქსიდი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ალუბლის არომატი (შეიცავს: არომატიზატორებს, გუმარაბიკს, მალტოდექსტრინს, პროპილენის გლიკოლს), ასპარტამი, მაგნიუმის სტეარატი [მცენარეული]

შესაძლო გვერდითი ეფექტები:

ყველა პრეპარატის მსგავსად, აღნიშნულმა პრეპარატმაც შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

მონტელუკასტის 5 მგ საღეჭ ტაბლეტებზე ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში, ყველაზე ხშირად გამოვლენილი გვერდითი ეფექტებია (ვლინდება 10 პაციენტიდან სულ მცირე 1-ში, რომლებიც სავარაუდოდ გამოწვეულია მონტელუკასტით:

თავის ტკივილი

დამატებით, ასევე შემდეგი გვერდითი ეფექტი გამოვლინდა, მონტელუკასტის 10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტებით კლინიკურ კვლევებში.

–          მუცლის ტკივილი

აღნიშნული სიმპტომები ჩვეულებრივ ზომიერი სიმძიმისაა და უფრო ხშირად ვლინდებოდა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ მონტელუკასტით, ვიდრე მათში ვინც იღებდა პლაცებოს (ტაბლეტი, რომელიც არ შეიცავს მედიკამენტს).

სერიოზული გვერდითი ეფექტები

დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს, თუ პაციენტს გამოუვლინდა ჩამოთვლილთაგან რომელიმე გვერდითი ეფექტი, რომელიც შეიძლება იყოს სერიოზული და რისთვისაც შეიძლება დასჭირდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

არახშირი (შეიძლება გავლენა იქონიოს 100-დან 1 ადამიანში)

  •         ალერგიული რეაქციები, რომელსაც ახასიათებს სახის, ტუჩების, ენის და/ან ხახის შეშუპება, რაც სავარაუდოდ იწვევს სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელებას 
  •         ქცევის და განწყობის ცვლილება: გაღიზიანება, მათ შორის აგრესიული ქცევა ან ცუდად მოქცევა, დეპრესია
  •         კრუნჩხვა

იშვიათი (შეიძლება გავლენა იქონიოს 1,000-დან 1 ადამიანში)

სისხლდენის გაზრდილი შანსი

თრთოლვა

პალპიტაციები

ძალიან იშვიათი (შეიძლება გავლენა იქონიოს 10,000-დან 1 ადამიანში)

სიმპტომების კომბინაცია როგორიცაა: გრიპის მაგვარი დაავადება, ჩხვლეტა,  ხელების ან ფეხების დაბუჟება, ფილტვის სიმპტომების გაუარესება და/ან გამონაყარი (ჩარგ-სტრაუსის სინდრომი) (იხ. პუნქტი 2)

დაბალი სისხლის თრომბოციტების რაოდენობა

ქცევის და განწყობის ცვლილება: ჰალუცინაციები, დეზორიენტაცია, სუიციდური ფიქრები და ქცევები

ფილტვების შეშუპება (ანთება)

კანის მწვავე რეაქციები (მულტიფორმული ერითემა), რომელიც შეიძლება განვითარდეს მოულოდნელად

ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი)

გარდა ამისა, პრეპარატის ბაზარზე გამოსვლის შემდეგ, გამოვლინდა სხვა გვერდითი ეფექტები:

ძალიან ხშირი (შეიძლება გავლენა იქონიოს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში)

ზედა სასუნთქი გზების ინფექციები

ხშირი (შეიძლება გავლენა იქონიოს 10-დან 1 ადამიანში)

დიარეა, გულისრევა, ღებინება

გამონაყარი

გაციება

ღვიძლის ფერმენტის მომატება

არახშირი (შეიძლება გავლენა იქონიოს 100-დან 1 ადამიანში)

ქცევის და განწყობის ცვლილება: უჩვეულო სიზმრები და ასევე კოშმარები, უძილობა, ძილში სიარული, გაღიზიანება, შფოთვის შეგრძნება, მოუსვენრობა

თავბრუსხვევა, ძილიანობა, ჩხვლეტის და დაბუჟების შეგრძნება,

ცხვირიდან სისხლდენა

პირის სიმშრალე, საჭმლის მონელების დარღვევები

სილურჯე, ქავილი, ჭინჭრის ციება

სახსრის ან კუნთის ტკივილი, კუნთების სპაზმი

წოლითი სველება ბავშვებში

სისუსტე/დაღლილობა, ცუდად ყოფნის შეგრძნება, შეშუპება

იშვიათი (შეიძლება გავლენა იქონიოს 1,000-დან 1 ადამიანში)

ქცევის და განწყობის ცვლილება: ყურადღების დარღვევა, მეხსიერების დაქვეითება, კუნთების უკონტროლი მოძრაობები

ძალიან იშვიათი (შეიძლება გავლენა იქონიოს 10,000-დან 1 ადამიანში)

მგრძნობიარე წითელი კანქვეშა კვანძები, განსაკუთრებით წვივის მიდამოში (კვანძოვანი ერითემა)

ქცევის და განწყობის ცვლილება: ობსესიურ-კომპულსიური სიმპტომები

შენელებული მეტყველება

მიღების წესი:

აღნიშნული მედიკამენტი ყოველთვის მიიღება მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის ზუსტი რეკომენდაციის დაცვით. თუ პაციენტი არ არის რაიმეში დარწმუნებული, რჩევისთვის უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

– თქვენ ან თქვენმა ბავშვმა უნდა მიიღოთ დენკ-ეარ ჯუნიორ 5 მგ-ის მხოლოდ 1 ტაბლეტი ერთჯერ დღეში, როგორც დანიშნულია ექიმის მიერ

– აღნიშნული პრეპარატით მკურნალობა გრძელდება, მიუხედავად სიმპტომების არ არსებობისა

– არ შეიძლება მკურნალობის შეწყვეტა მიუხედავად ასთმის მწვავე შეტევის არსებობისა.

Status

რეცეფტული

ამ პროდუქტის დეტალები არ არის ხელმისაწვდომი.

დენკ–ეარ ჯუნიორი 5მგ 28 ტაბლეტი
17.00

In stock