სრული აღწერა:

დენკ-ეარ 10 მგ წარმოადგენს პრეპარატს, რომელიც ხელს უშლის ზოგიერთი ანთებითი მედიატორის (ლეიკოტრიენების) მიერთებას. ლეიკოტრიენები იწვევენ სასუნთქი გზების შევიწროვებას და შეშუპებას და ალერგიული სიმპტომების განვითარებას. ლეიკოტრიენების დაბლოკვით დენკ-ეარ 10 მგ ამსუბუქებს ასთმის სიმპტომებს, ეხმარება ასთმის კონტროლში და იცავს სეზონური ალერგიული სიმპტომების განვითარებისგან (სეზონური ალერგიული რინიტი, ასევე ცნობილია როგორც თივის ცხელება).

დენკ-ეარ 10 მგ ინიშნება დღისით და ღამით განვითარებული ასთმის სიმპტომების პრევენციისთვის.

          დენკ-ეარ 10 მგ ინიშნება პაციენტებში, რომელთა ასთმის სიმპტომები ვერ კონტროლდება ადექვატურად სხვა პრეპარატებით და რომელთაც ესაჭიროებათ დამატებითი მკურნალობა;

          დენკ-ეარ 10 მგ ასევე ხელს უშლის ფიზიკური დატვირთვით გამოწვეულ სასუნთქი გზების შევიწროვებას.

          დენკ ეარ 10 მგ-იანის მიღება ასევე იცავს სეზონური ალრგიული სიმპტომებისგან (სეზონური ალერგიული რინიტი) იმ პაციენტებშიც კი, როდესაც დენკ-ეარ 10 მგ ნაჩვენებია ასთმის სამკურნალოდ.

არსებული სიმპტომებიდან და ასთმის სიმძიმიდან გამომდინარე მკურნალი ექიმი განსაზღვრავს დენკ-ეარ 10 მგ-ს მიღების წესს. 

შემადგენლობა:

          აქტიური ნივთიერება არის მონტელუკასტი. თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 10 მგ მონტელუკასტს (მონტელუკასტის ნატრიუმის სახით);

          სხვა დამხმარე ინგრედიენტებია

          ტაბლეტის შიგთავსი: მანიტოლი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ჰიდროქსიპროპილ ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ბანანის არომატი (შეიცავს: არომატიზატორებს, გუმარაბიკს, მალტოდექსტრინს, საქაროზას, ტრიაცეტინს), ასპარტამი, მაგნიუმის სტეარატი.

          აპკიანი გარსი: ჰიპრომელოზა, ჰიდროქსილპროპილ ცელულოზა, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი, რკინის ყვითელი ოქსიდი, რკინის წითელი ოქსიდი.

შესაძლო გვერდითი ეფექტები:

ყველა პრეპარატის მსგავსად, აღნიშნულმა პრეპარატმაც შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

მონტელუკასტის 10 მგ აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტებზე ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში ყველაზე ხშირად გამოვლენილი გვერდითი ეფექტებია (ვლინდება 100 პაციენტიდან სულ მცირე 1-ში და 10 პედიატრიული პაციენტიდან სულ მცირე 1-ში), რომლებიც სავარაუდოდ გამოწვეულია მონტელუკასტით:

მუცლის ტკივილი

– თავის ტკივილი

აღნიშნული სიმპტომები ჩვეულებრივ ზომიერი სიმძიმისაა და უფრო ხშირად ვლინდებოდა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ მონტელუკასტით, ვიდრე მათში ვინც იღებდა პლაცებოს (ტაბლეტი, რომელიც არ შეიცავს პრეპარატს).

აღნიშნული გვერდითი ეფექტები შესაძლებელია გამოვლინდეს გარკვეული სიხშირით, რომელიც მოცემულია შემდეგნაირად:

ძალიან ხშირად:       1-ზე მეტი შემთხვევა ყოველი 10 პაციენტიდან

ხშირად:         1-10 შემთხვევა ყოველი 100 პაციენტიდან

არა ხშირად: 1-10 შემთხვევა ყოველი 1000 პაციენტიდან

იშვიათად:    1-10 შემთხვევა ყოველი 10,000 პაციენტიდან

ძალიან იშვიათად:  1-ზე ნაკლები შემთხვევა ყოველი 10,000 პაციენტიდან

გარდა ამისა, პრეპარატის ბაზარზე გამოსვლის შემდეგ გამოვლინდა შემდეგი:

          სასუნთქი გზების ინფექციები (ძალიან ხშირად)

          სისხლდენის გაზრდილი შანსი (იშვიათად)

          ალერგიული რეაქციაები რომელსაც ახასიათებს სახის, ტუჩების, ენის და/ან ხახის შეშუპება, რაც სავარაუდოდ იწვევს სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელებას (არა ხშირად);

          ქცევის და განწყობის ცვლილება, მაგალითად შეცვლილი სიზმრები და ასევე კოშმარები, უძილობა, ძილში სიარული, გაღიზიანება, შფოთვის შეგრძნება, გაღიზიანება, მათ შორის აგრესიული ქცევა, დეპრესია (იშვიათად), კანკალი, კონცენტრაციის დარღვევა, მეხსიერების დაქვეითება (იშვიათად), ჰალუცინაციები, დეზორიენტაცია, დეპრესია და მასთან დაკავშირებული ქცევა (ძალიან იშვიათად);

          თავბრუსხვევა, ძილიანობა, ჩხვლეტის და დაბუჟების შეგრძნება, გულყრა (არახშირად);

          გულის ფრიალი (იშვიათად);

          ცხვირიდან სისხლდენა (არახშირად), ფილტვების შეშუპება (ანთება) (ძალიან იშვიათად);

          ფაღარათი, გულისრევა, ღებინება (ხშირად), პირის სიმშრალე, საჭმლის მონელების დარღვევები (არახშირად);

          ღვიძლის მომატებული მაჩვენებლები/ ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი) (ძალიან იშვიათად);

          გამონაყარი (ხშირად), სილურჯე, ქავილი, გამონაყარი (არახშირად), მგრძნობიარე წითელი კანქვეშა კვანძები, განსაკუთრებით წვივის მიდამოში (კვანძოვანი ერითემა), კანის მძიმე რეაქციები (მულტიფორმული ერითემა), რომელიც ვითარდება მოულოდნელად (ძალიან იშვიათად);

          სახსრის ან კუნთის ტკივილი, კუნთების სპაზმი (არახშირად);

          ცხელება (ხშირად), სისუსტე/დაღლილობა, შეშუპება (არახშირად).

ასთმის მქონე პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ მონტელუკასტით, ძალიან იშვიათად ვითარდება სიმპტომების კომბინაცია, როგორიცაა გრიპის მსგავსი სიმპტომები, ჩხვლეტის შეგრძნება ფეხებში და ხელებში, პულმონარული სიმპტომების გაუარესება და/ან გამონაყარი (ჩერჯ-სტროსის სინდრომი). ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომის გამოვლინების შემთხვევაში, ასეთ შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.

მიღების წესი:

– პაციენტმა უნდა მიიღოს დენკ-ეარ 10 მგ-ის 1 ტაბლეტი ერთჯერ დღეში, როგორც დანიშნულია ექიმის მიერ;

აღნიშნული პრეპარატის მიღება გრძელდება, მიუხედავად სიმპტომების არ არსებობისა;

არ შეიძლება მკურნალობის შეწყვეტა მიუხედავად ასთმის მწვავე შეტევის არსებობისა.

დენკ-ეარ 10 მგ ყოველთვის მიიღება ექიმის დანიშნულების შესაბამისად. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული რაიმეში უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს;

მიიღება ორალურად.

Status

რეცეფტული

ამ პროდუქტის დეტალები არ არის ხელმისაწვდომი.

დენკ–ეარი 10მგ 28 ტაბლეტი
22.00

In stock