სრული აღწერა:

კოლოსარ-დენკ 100/12.5 მგ წარმოადგენს ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორის ანტაგონისტის (ლოსარტანი) და შარდმდენის (ჰიდროქლოროთიაზიდი) კომბინირებულ პრეპარატს. ნივთიერება ანგიოტენზინ II წარმოიქმნება სხეულში და ხელს უწყობს არტერიული წნევის დარეგულირებას. ის რეცეპტორებს აკავშირებს სისხლძარღვებში, რაც იწვევს მათ დაჭიმვას. ეს იწვევს არტერიული წნევის მატებას. როდესაც, არტერიული წნევა მაღალია, ანგიოტენზინ II დიდ როლს თამაშობს მაღალი წნევის შენარჩუნებაში. ლოსარტანი აფერხებს ანგიოტენზინ II-ის ამ რეცეპტორებთან შეკავშირებას, რაც იწვევს სისხლძარღვების მოდუნებას, რაც თავის მხრივ ამცირებს არტერიულ წნევას.

ჰიდროქლოროთიაზიდი მოქმედებს თირკმელებით, მეტი წყლისა და მარილის გადატანით. ეს ასევე ხელს უწყობს არტერიული წნევის შემცირებას.  

კოლოსარ-დენკ 100/12.5 გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის (ესენციური ჰიპერტენზიის) სამკურნალოდ.

შემადგენლობა:

–          აქტიური ნივთიერებებია: ლოსარტანის კალიუმი და ჰიდროქლოროთიაზიდი.

თითოეული აპკიანი გარსით ტაბლეტი შეიცავს 100 მგ ლოსარტანის კალიუმს, რაც ექვივალენტურია 91.52 მგ ლოსარტანის და 12.5 მგ ჰიდროქლოროთიაზიდს.

დამხმარე ნივთიერებები:

–          სხვა ინგრედიენტებია: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, პრეჟელატინირებული სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი (მცენარეული), ჰიპრომელოზა, ჰიდროქსიპროპილ ცელულოზა, ტიტანის დიოქსიდი.

შესაძლო გვერდითი ეფექტები:

სხვა პრეპარატების მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვლინდება.

თუ პაციენტს გამოუვლინდება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი ნიშანი, კოლოსარ-დენკ 100/12.5-ით მკურნალობა უნდა შეწყდეს და დაუყოვნებლივ მიემართოს მკურნალ ექიმს, უახლოეს გადაუდებელ სამედიცინო დახმარების განყოფილებას ან საავადმყოფოს:

მწვავე ალერგიული რეაქციები (გამონაყარი, ქავილი, სახის, ტუჩების, პირის ღრუს ან ხორხის შეშუპება, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს ყლაპვის და სუნთქვის გაძნელებასთან). ეს არის სერიოზული, თუმცა იშვიათი გვერდითი რეაქცია (გავლენას ახდენს 10,000-დან 1-ზე მეტ პაციენტზე, მაგრამ 1,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტზე). პაციენტს შესაძლებელია დასჭრიდეს სასწრაფო სამედიცინო მეთვალყურეობა ან ჰოსპიტალიზაცია.

გამოვლინდა შემდეგი სახის გვერდითი რეაქციები:

ხშირი (1 შემთხვევაში ყოველი 10 პაციენტიდან):

–          ხველა, ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, ცხვირში გაჭედვის შეგრძნება, პარანაზალური სინუსის ანთება ან დარღვევები;

–          ფაღარათი, მუცლის ტკივილი, ღებინება, დისპეპსია;

–          კუნთების ტკივილი ან სპაზმი, ფეხების ტკივილი, ზურგის ტკივილი;

–          უძილობა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა;

–          სისუსტე, დაღლილობის შეგრძნება, ტკივილი გულ-მკერდის არეში;

–          კალიუმის მომატებული დონე (რაც იწვევს არითმიას), ჰემოგლობინის დონის შემცირება;

–          თირკმლის ფუნქციის დარღვევა, თირკმლის უკმარისობის ჩათვლით

–          სისხლში შაქრის დონის შემცირება (ჰიპოგლიკემია)

 

არახშირი (1 შემთხვევაში ყოველი 100 პაციენტიდან):

–          ანემია (სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება), წითელი და ყავისფერი ლაქები კანზე (ზოგჯერ ტერფებზე, ფეხებზე, ხელებზე და დუნდულოებზე, რასაც თან ახლავს სახსრების ტკივილი, ხელებისა და ფეხების შეშუპება და კუჭის ტკივილი), სისხლის თეთრი უჯრედების და თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, სისხლის შედედების მხრივ დარღვევები და სისხლჩაქცევები

–          მადის დაკარგვა, შარდმჟავას დონის მომატება ან პოდაგრა, გლუკოზის დონის მომატება, სისხლში ელექტროლიტების უჩვეულო რაოდენობა

–          შფოთვა, ნერვიულობა, პანიკური აშლილობა (განმეორებითი პანიკური შეტევები), გონების დაბინდვა, დეპრესია, უჩვეულო სიზმრები, ძილის დარღვევა, ძილიანობა, მეხსიერების დარღვევა

–          ტკივილი და ჩხვლეტის შეგრძნება ან მსგავსი პარესთეზია, ტკივილი კიდურებში, კანკალი, შაკიკი, გულის წასვლა

–          მხედველობის დაბინდვა, თვალებში წვის ან ჩხვლეტის შეგრძნება, კონიუქტივიტი, მხედველობის დაქვეითება, ყვითელი მხედველობა

–          ყურებში ხმაურის, ბზუილის ან ტკაცუნის შეგრძნება (ტინიტუსი), ვერტიგო

–          არტერიული წნევის დაცემა, რაც სავარაუდოდ უკავშირდება პოზიციის შეცვლას (თავბრუსხვევა ან სისუსტის შეგრძნება წამოდგომის დროს), სტენოკარდია (ტკივილი გულ-მკერდის არეში), გულის რითმის დარღვევა, ინსულტი (თIA, ,,მინი-ინსულტი”), გულის შეტევა, ტაქიკარდია

–          სისხლძარღვების ანთებითი დაზიანება, რაც ხშირად უკავშირდება გამონაყარს და სისხლჩაქცევებს;

–          ყელის ჩახეხვის შეგრძნება, გართულებული სუნთქვა, ბრონქითი, პნევმონია, ფილტვებში სითხის დაგროვება (რაც იწვევს სუნთქვის გაძნელებას), სისხლდენა ცხვირიდან, რინიტი, სასუნთქი გზების გაჭედვა;

–          ყაბზობა, აირების დაგროვება, კუჭის გაღიზიანება და კრუნჩხვები, ღებინება, პირის სიმშრალე, სანერწყვე ჯირკვლების ანთება, კბილის ტკივილი;

–          სიყვითლე (თვალებისა და კანის სიყვითლე), პანკრეასის ანთება

–          ჭინჭრის ციება, ქავილი, კანის ანთება, გამონაყარი, კანის სიწითლე, კანის მგრძნობელობა სინათლის მიმართ, კანის სიმშრალე, წამოწითლება, ოფლიანობა, თმის ცვენა.

–          ტკივილი მკლავების, ფეხების, მხრების, თეძოების, მუხლების ან სხვა სახსრების მიდამოში, სახსრების შეშუპება, რიგიდობა, კუნთების სისუსტე;

–          გახშირებული შარდვა, მათ შორის ღამის განმავლობაშიც, თირკმელის ფუნქციის დარღვევა, მათ შორის: თირკმელების, საშარდე გზების ანთება, გლუკოზა შარდში;

–          ლიბიდოს შემცირება, იმპოტენცია;

–          სახის შეშუპება, ადგილობრივი შეშუპება, ცხელება.

იშვიათი (1 შემთხვევაში ყოველი 1,000 პაციენტიდან):

–          ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი), ცვლილებები ღვიძლის ფუნქციურ პარამეტრებში.

უცნობი სიხშირით: (არსებული მონაცემების საფუზველშე სიხშირე ვერ დადგინდა)

  •         გრიპის მსგავსი სიმპტომები
  •         კუნთების გაურკვეველი ტკივილი მუქი (ჩაისფერი) შარდის გამოყოფით (რაბდომიოლიზი)
  •         სისხლში ნატრიუმის დონის შემცირება (ჰიპონატრაემია)
  •         ზოგადი სისუსტე
  •         დაქვეითებული გემოვნების შეგრძნება (დისგეზია)
  •         კანის და ტუჩის კიბო (არა-მელანომა კანის კიბო)
  •         მაღალი წნევის გამო მხედველობის დაქვეითება ან თვალების ტკივილი (სითხის დაგროვების შესაძლო ნიშნები თვალის სისხლძართვოვან შრეში (ქოროიდული ეფუზია) ან მწვავე დახურული კუთხის გლაუკომა) 

მიღების წესი:

ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, ჭიქა წყლის მიყოლებით.

Status

რეცეფტული

ამ პროდუქტის დეტალები არ არის ხელმისაწვდომი.