სრული აღწერა:
კაპტოპრილ+ჰქთ დენკი არის არტერიული წნევის დამაქვეითებელი კომბინირებული პრეპარატი.
კაპტოპრილ+ჰქთ დენკი გამოიყენება არა-ორგანული მიზეზით გამოწვეული მაღალი არტერიული წნევის შესამცირებლად, რომლის შემცირება არასაკმარისად ხდება კაპტოპრილის ან ჰიდროქლოროთიაზიდის მონოთერაპიის დროს.

შემადგენლობა:
 აქტიური ნივთიერებებია კაპტოპრილი და ჰიდროქლოროთიაზიდი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 50 მგ კაპტოპრილს და 25 მგ ჰიდროქლოროთიაზიდს.
 სხვა ნივთიერებებია: მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, სტეარინის მჟავა და მაგნიუმის სტეარატი.


შესაძლო გვერდითი ეფექტები:

ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტსაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა იგი ყველას არ უვლინდება
უნდა შეწყდეს კაპტოპრილ+ ჰქთ დენკის მიღება და დაუყონებლივ მიემართოს სამედიცინო დახმარებას
• თუ გამოვლინდა რომელიმე სახის ქსოვილის: ხორხის, ყელის და/ან ენის შეშუპება (ანგიოედემა), ყლაპვის გართულებასთან ერთად ან ქოშინით. დაუყონებლივ უნდა მოხდეს პაციენტეს გადაყვანა საავადმყოფოში სულ მცირე 12-24 საათის განმავლობაში მეთვალყურეობით.
• თუ გამოვლინდა სერიოზული რეაქციები კანის მხრივ.
• თუ გამოვლინდა არტერიული წნევის მკვეთრად დაცემა, სიყვითლე ან ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები. Uნდა ეცნობოს ექიმს, თუ აღნიშნული გვერდითი ეფექტები გამოვლენდა მოულოდნელად, ან მოსალოდნელია მათი გაუარესება. არ შეიძლება მედიკამენტის მიღების გაგრძელება ექიმის მეთვალყურეობის გარეშე.

შესაძლო გვერდითი ეფექტები
კაპტოპრილი
ხშირი (შეიძლება გამოვლინდეს 1-დან 10 შემთხვევაში)
 მშრალი, გამაღიზიანებელი, არა-პროდუქტიული ხველა, ქოშინი,
 გულისრევა, ღებინება, კუჭის გაღიზიანება, მუცლის ტკივილი, დიარეა, ყაბზობა, პირის სიმშრალე
 ძილის მხრივ დარღვევები
 ვერტიგო
 ქავილი გამონაყარით ან მის გარეშე, გამონაყარი და თმის ცვენა
 გემოს შეგრძნების მხრივ დარღვევა

არახშირი (შეიძლება გამოვლინდეს 100 პაციენტიდან 1 შემთხვევაში)
 გულის რითმის მხრივ დარღვევები (ტაქიკარდია ან ტაქიარითმია), გულის ტკივილი, რომელიც გამოწვეულია არასაკმარისი რაოდენობის სისხლის მიწოდებით (სტენოკარდია), გულისცემის შეგრძნება
 არტერიული წნევის დაცემა, სისხლის მიმოქცევის მხრივ პრობლემები თითებში (რეინოს სინდრომი), კანის ეპიზოდური სიწითლე, რომელსაც თან ახლავს ცხელების შეგრძნება (ჰიპერემია), ფერმკრთალობა
 ტკივილი გულ-მკერდის არეში, დაღლილობის შეგრძნება, ცუდად ყოფნის შეგრძნება
 სახის, ტუჩების, კიდურების, ყელის და/ან ხორხის შეშუპება, შესაძლებელია ასევე ყლაპვის გართულება ან ქოშინი (ანგიოედემა)

იშვიათი (შეიძლება გამოვლინდეს 1,000 პაციენტიდან 1 შემთხვევაში)
 თირკმლის ფუნქციის დარღვევები, მათ შორის თირკმლის უკმარისობა, მომატებული ან შემცირებული შარდვა, წყლის გამოყოფის მატება
 თვლემა, თავის ტკივილი და არატიპიური შეგრძნებები (ყურებში ხმაურის შეგრძნება)
 პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება წყლულებით (აფთოზური წყლული)
 მადის დაკარგვა

ძალიან იშვიათი (შეიძლება გამოვლინდეს 10,000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში)
 კარდიალური შეტევა, კარდიოვასკულარული შოკი
 შემთხვევები ტვინთან სისხლის არასაკმარისი მიწოდების გამო, მათ შორის ინსულტი და გონების დაკარგვა
 სისხლის ზოგიერთი თეთრი უჯრედის რაოდენობის შემცირება ან გავრცელების ნაკლებობა (ნეიტროპენია /აგრანულოციტოზი), სისხლის ყველა უჯრედების მწვავე შემცირება (პანციტოპენია), კერძოდ თირკმლის დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებში, ანემია (მათ შორის, ანემიის სპეციალური ფორმები, სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნის შემცირების ან დაშლის შედეგად), თრომბოციტების უკმარისობა, ლიმფური კვანძების პათოლოგიური ცვლილებები, სისხლის თეთრი უჯრედების პროლიფერაცია (ეოზინოფილია), აუტოიმუნური დარღვევები და/ან ანტინუკლეარული ანტისხეულების დადებითი ტიტრები (გარკვეული ლაბორატორიული მაჩვენებლები, რომლებიც აუტოიმუნურ დარღვევებზე მიუთითებენ)
 ბრონქების შეტევისებური შევიწროება, რინორეა, ალერგიული პნეუმონია
 ენის ლორწოვანი გარსის ანთება, გასტროინტესტინალური წყლული, პანკრეასის ანთება
 თირკმლის დაავადება, რომელსაც მოსდევს შარდში პროტეინების გამოყოფა (ნეფროზული სინდრომი)
 ღვიძლის დარღვეული ფუნქცია და ნაღვლის შეგუბება (მათ შორის სიყვითლე), ღვიძლის ანთება, მათ შორის ღვიძლის ქსოვილის განადგურება (ჰეპატიტი, მათ შორის ნეკროზი) ღვიძლის ფერმენტებისა და ბილირუბინის მაჩვენებლების მომატება (სისხლის წითელი პიგმენტის დაშლის პროდუქტი)
 ჭინჭრის ციება, კანის გარკვეული სერიოზული დაავადებები (ერითროდერმია, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, მულტიფორმული ერითემა), ჰიპერმგრძნობელობა სინათლეზე, კანის რეაქციები ბუშტუკებისა და აქერცვლის წარმოქმნით (პემფიგოიდური რეაქციები და ექსფოლიატიური დერმატიტი)
 სისხლში შაქრის დონის დაქვეითება, სისხლში კალიუმის დონის მომატება
 კონფუზია, დეპრესია
 კუნთების ტკივილი, სახსრების ტკივილი
 დაბინდული მხედველობა
 იმპოტენცია, მკერდის გადიდება მამაკაცებში
 ცხელება
 ინდივიდუალური ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილება.

ჰიდროქლოროთიაზიდი
უცნობი სიხშირით (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირე ვერ დადგინდა):
 სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება, სისხლის გარკვეული თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება ან გავრცელების ნაკლებობა (ნეიტროპენია/აგრანულოციტოზი), თრომბოციტების ნაკლებობა, ანემია, რომელიც გამოწვეულია სისხლის წითელი უჯრედების შემცირებული ფორმირებით ან მომატებული განადგურებით, ძვლის ტვინის ფუნქციის შემცირებით
 სისხლში შაქრის დონის, შარდში შაქრის დონის მომატება, სისხლში შარდმჟავას დონის მომატება, მინერალების დისბალანსი (მათ შორის ნატრიუმის ან კალიუმის ნაკლებობა სისხლში), ქოლესტერინის და სისხლში ცხიმების დონის მატება.
 გულის დაავადებები, მდგომარეობის შეცვლისას არტერიული წნევის დაცემა, გულის რითმის მხრივ დარღვევები,
 მცირე სისხლძარღვების ანთება (ნეკროტიზირებადი ანგიიტი, ვასკულიტი, კანის ვასკულიტი)
 ქოშინი (მათ შორის ფილტვის, სახსრის ანთება და ფილტვში სითხის დაგროვება)
 სიყვითლე
 ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები სინათლის მიმართ, ხანმოკლე გამონაყარი კანზე, წითელი მგლურას მსგავსი კანის რეაქციები, კანის წითელი მგლურას რეაქტივაცია (სპეციფიკური აუტოიმუნური დაავადება კანის დაზიანებით, ჭინჭრის ციება, ჰიპერმგრძნობელური რეაქციები, კანის სპეციფიკური სერიოზული დაავადება ბუშტუკებით (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროზი)
 თირკმლის ფუნქციის მხრივ დარღვევა, თირკმელის შემაერთებელი ქსოვილის ანთება
 კუჭის გაღიზიანება, დიარეა, ყაბზობა, პანკრეასის ანთება
 სანერწყვე ჯირკვლების ანთება
 მოუსვენრობა, დეპრესია, ძილიანობის მხრივ დარღვევები
 მადის დაკარგვა, არატიპიური შეგრძნებები (ყურებში ხმაურის შეგრძნება), თვლემა
 ვერტიგო
 კუნთის სპაზმი
 ყვითელი ფერის მხედველობა, დროებითი დაბინდული მხედველობა, მხედველობის შემცირება და ტკივილი თვალის არეში (შესაძლო მწვავე კუთხე-დახურული გლაუკომა)
 სიცხე, სისუსტე
 კანის და ტუჩების სიმსივნე (კანის არამელანომური სიმსივნე)

მიღების წესი:
აღნიშნული მედიკამენტი ყოველთვის მიიღება მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციის ზუსტი დაცვით. რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
შენიშვნა: მაღალი არტერიული წნევის მკურნალობა უნდა დაიწყოს ერთი აქტიური ნივთიერებით დაბალი დოზით (ტიტრაცია). დოზის ფიქსირებული კომბინაცია, როგორც წესი, გამოიყენება მხოლოდ წინა მკურნალობის შემდეგ, რომელიც პაციენტს ჩაუტარდა მხოლოდ კაპტოპრილის და ჰიდროქლორიათიზის თავისუფალი კომბინაციით, თუ ინდივიდუალური ნივთიერებების შემანარჩუნებელი დოზები შეესაბამება ფიქსირებული კომბინაციის დოზებს და აღნიშნულმა ვერ უზრუნველყო სისხლის წნევის ადექვატურად დარეგულირება. თუ კლინიკურად გამართლებულია, შესაძლებელია განიხილებოდეს მონოთერაპიის კურსიდან ფიქსირებულ კომბინაციაზე პირდაპირი გადასვლა.

 

Status

რეცეფტული

ამ პროდუქტის დეტალები არ არის ხელმისაწვდომი.

კაპტოპრილი + ჰქთ დენკი 50/25მგ 100 ტაბლეტი
31.00

In stock