1+1

სრული აღწერა:
კაპტოპრილი დენკ 25 მიეკუთვნება ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორების (აგფ ინჰიბიტორი) ჯგუფს. ისინი აინჰიბირებენ აგფ-ს, ფერმენტი რომელიც მონაწილეობს ანგიოტენზინ I-ის გარდაქმნაში ანგიონტენზინ II-ად. ანგიოტენზინ II, ნივთიერება, რომელიც ბუნებრივად წარმოიქმნება ორგანიზმში უერთდება სისხლძარღვების რეცეპტორებს და შესაბამისად იწვევს სისხლძარღვების შევიწროებას. ეს იწვევს არტერიული წნივის მომატებას.
კაპტოპრილი აფერხებს ანგიოტენზინ II-ის წარმოქმნას და შესაბამისად იწვევს სისხლძარღვების მოდუნებას და არტერიული წნევის დაქვეითებას.

კაპტოპრილ დენკ 25 გამოიყენება
• სისხლის მაღალი წნევის (ჰიპერტენზის) სამკურნალოდ
• გულის მუშაობის ქრონიკული გაუარესების (გულის უკმარისობის) სამკურნალოდ.


შემადგენლობა:
 აქტიური ნივთიერება არის კაპტოპრილი. თითო ტაბლეტი შეიცავს 25 მგ კაპტოპრილს.
 სხვა ნივთიერებებია: უწყლო ლაქტოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებლი, სტეარინის მჟავა, კოლოიდური უწყლო სილიკა და ტალკი.

შესაძლო გვერდითი ეფექტები:
ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ყველას არ უვითარდება იგი.
უნდა შეწყდეს კაპტოპრილ-დენკ 25-ის მიღება და დაუყონებლივ მიემართოს სამედიცინო დახმარებას,
• თუ გამოვლინდა რომელიმე სახის ქსოვილის: ხორხის, ყელის და/ან ენის შეშუპება (ანგიოედემა), ყლაპვის გართულებასთან ერთად ან ქოშინით. დაუყონებლივ უნდა მოხდეს პაციენტეს გადაყვანა საავადმყოფოში სულ მცირე 12-24 საათის განმავლობაში მეთვალყურეობით.
• თუ გამოვლინდა არტერიული წნევის მკვეთრად დაცემა, სიყვითლე ან ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, რომელიც შეიძლება რიგ შემთხვევებში სიცოცხლისთვის საშიში იყოს. დაუყონებლივ უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს, თუ აღნიშნული გვერდითი ეფექტები გამოვლენდა მოულოდნელად, ან მოსალოდნელია მათი გაუარესება. არ შეიძლება მედიკამენტის მიღების გაგრძელება ექიმის მეთვალყურეობის გარეშე.

გვერდითი ეფექტები, რომელიც გამოვლინდა კაპტოპრილის და/ან სხვა აგფ ინფჰიბიტორებით მკურნალობის დროს შემდეგია:

ხშირი (100 ნამკურნალევი პაციენტიდან 1-დან 10 პაციენტში)
 ძილის დარღვევა
 გემოს შეცვლა
 თავბრუსხვევა
 მშრალი (არაპროდუქტიული) ხველა
 ქოშინი
 გულისრევა,
 ღებინება
 გულისრევა
 ღებინება
 კუჭის გაღიზიანება
 კუჭის ტკივილი
 დიარეა
 შეკრულობა
 პირის სიმშრალე
 ქავილი გამონაყართან ერთად ან მის გარეშე
 გამონაყარი
 ალოპეცია

არახშირი (1,000 ნამკურნალევი პაციენტიდან 1-დან 10 პაციენტში)
 ტაქიკარდია
 რითმის დარღვევები,
 სტენოკარდია,
 გულის ფრიალი
 ჰიპოტენზია,
 რეინოს სინდრომი (სისხლძარღვთა შევიწროვებით გამოწვეული ცირკულაციური დარღვევა, რაც ჩვეულებრივ თითებში არის გამოხატული),
 სახის შეწითლება,
 სიფერმკრთალე
 სახის, ტუჩების, ენის, ხელების და ფეხების შეშუპება
 ტკივილი მკერდის არეში
 გამოფიტვა
 სისუსტე

იშვიათი (10,000 ნამკურნალევი პაციენტიდან 1-დან 10 პაციენტში)
 მადის დაკარგვა
 თავბრუსხვევა
 თავის ტკივილი
 მგრძნობელობის დარღვევა
 პირის ღრუს წყლულებთან/აფთებთან დაკავშირებული ლორწოვანას ანთება
 თირკმლების ფუნქციის დარღვევა, თირკმლის უკმარისობის ჩათვლით,
 შარდის გამოყოფის გაზრდა
 შარდის გამოყოფის შემცირება
 პოლიურია

ძალიან იშვიათი (10,000 ნამკურნალევი პაციენტიდან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
 სისხლის სურათის შეცვლა
 ლიმფური კვანძების დაზიანება
 აუტოიმუნური დაავადებები
 სისხლში გლუკოზის დონის დაქვეითება
 შრატში კალიუმის მომატება
 შფოთვა
 დეპრესია
 ტვინის ცირკულაციური დარღვევები, ინსულტის და გულის წასვლის ჩათვლით
 მხედველობის დაბინდვა
 გულისგაჩერება
 შოკი
 ბრონქების არარეგულარული შევიწროვება
 სურდო
 ალვეოლის ალერგიული ანთება/პნევმონია
 გლოსიტი
 კუჭის წყლული
 პანკრეასის ანთება
 ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ქოლესტაზი (სიყვითლის ჩათვლით),
 ჰეპატიტის, ნეკროზის ჩათვლით,
 ღვიძლის ფერმენტების და ბილირუბინის მომატება
 ურტიკარია,
 ფოტოსენსიტიურობა
 კანის მძიმე რეაქციები
 კუნთების ტკივილი
 სახსრების ტკივილი
 ნეფროზული სინდრომი
 იმპოტენცია
 მამაკაცებში მკერდის გაზრდა
 სიცხე
 რამდენიმე შეცვლილი ლაბორატორიული პარამეტრი

მიღების წესი:
ორალურად მისაღები. კაპტოპრილ-დენკ 25-ის მიღება შეიძლება საკვების მიღებებს შორის შუალედში. ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს სითხესთან ერთად (დაახლოებით 1 ჭიქა წყალთან). ტაბლეტი შეიძლება გაიყოს ორ თანაბარ დოზად.

Status

რეცეფტული

ამ პროდუქტის დეტალები არ არის ხელმისაწვდომი.

კაპტოპრილ დენკი 25მგ 100 ტაბლეტი
14.00

In stock