სრული აღწერა:
ატენოლოლი არის მედიკამენტი, რომელიც ამცირებს გულის მხრივ დარღვევებს ბეტა-რეცეპტორის ბლოკირებით.
ატენოლოლ დენკ 50-ის ჩვენებები:
– გულსისხლძარღვთა ფუნქციური დარღვევები, რაც გამოხატულია მუდმივად მომატებული გულისცემით და არტერიული წნევის დროებით გაზრდით.
– გულმკერდის ან გულის ტკივილი (სტენოკარდია), რომელიც შესაძლებელია მიმდინარეობდეს სულ მცირე 4 კვირის განმავლობაში და ეს ვითარდება მხოლოდ ფიზიკური ვარჯიშის შემდეგ ან იცვლება, იზრდება ან პაციენტი იმყოფება მოსვენებულ მდგომარეობაში და ასოცირდება გულისცემის სიხშირესთან ან არტერიულ წნევასთან.
– გულის რითმის დარღვევები, თუ მკურნალი ექიმის მიერ დადგენილ იქნა შემდეგი მდგომარეობებიდან ერთ-ერთი:
გულის რითმის დარღვევები, რომლებიც წარმოქმნილია გულის წინაგულებიდან
– როგორც დამატებითი თერაპია, თუ ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერაქტიურობა იწვევს გახშირებულ გულისცემას.
– გახშირებული გულისცემის ეპიზოდები, რომელიც მომდინარეობს გულის წინაგულებიდან
– წინაგულების ფიბრილაციის და მოციმციმე არითმიის დროს, თუ კარდიალური მედიკამენტებით (გლიკოზიდებით) მაღალი დოზით მკურნალობა პაციენტისთვის არ არის ეფექტური.
გულის რითმის დარღვევები, რომელიც გულის პარკუჭებიდან მომდინარეობს
– თუ გულისცემა წარმოქმნილია გულის პარკუჭებში არსებული მისი ნორმალური რითმის მიუხედავად და მათ შორის, სიმპათიკური სისტემის გააქტიურების შედეგად (ფიზიკური აქტივობა, ანესთეზიის დასაწყისში, გარკვეულ დამამშვიდებლებთან [ჰალოტანის ანესთეზია] და სხვა სამკურნალო საშუალებებთან [ეგზოგენური სიმპათომიმეტიკები] ერთად.
– სწრაფად განვითარებულიGგულის რითმის დარღვევების შემთხვევაში, რომელიც მომდინარეობს გულის პარკუჭებიდან ან გამოწვეულია პარკუჭოვანი ფიბრილაციით (განსაკუთრებით, როდესაც ვენტრიკულური არითმია ვითარდება სიმპათიკური სისტემის გააქტიურების გამო).
– მაღალი არტერიული წნევა (არტერიული ჰიპერტენზია).

შემადგენლობა:
• აქტიური ნივთიერება არის ატენოლოლი. თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 50 მგ ატენოლოლს.
• დამატებითი ნივთიერებებია: მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი, პოვიდონი K29/32, ტალკი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი [მცენარეული], სიმინდის სახამებელი, პრეჟელატინირებული სახამებელი (სიმინდი), ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი 6000.

შესაძლო გვერდითი ეფექტები:
ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა შესაძლებელია ყველა პაციენტს არ გამოუვლინდეს ის.
გვერდითი ეფექტების კლასიფიკაცია ხდება სიხშირის მიხედვით:
ხშირი (შეიძლება გავლენა იქონიოს 10 პაციენტიდან 1 პაციენტზე):
• შენელებული გულის რითმი
• ცივი ხელები და ფეხები
• თავბრუსხვევა ან ოფლიანობა, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში შესაძლებელია ცენტრალური ნერვუსი სისტემის მხრივ დარღვევების განვითარება
• დაღლილობა
• გასტროინტესტინალური ტრაქტის მხრივ დროებითი დარღვევები (გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, დიარეა)
არახშირი (შეიძლება გავლენა იქონიოს 100 პაციენტიდან 1 პაციენტზე)
• მძაფრი სახის სიზმრები ან უძილობა
• სისხლში მომატებული ღვიძლის ფერმენტები (ტრანსამინაზები)
• კონიუქტივიტი
• კუნთების სისუსტე ან კუნთების სპაზმი
• დიაბეტის შესაძლო გამოვლინება ან არსებული დიაბეტის გაუარესება.
იშვიათი (შეიძლება გავლენა იქონიოს 1,000 პაციენტიდან 1 პაციენტზე)
• გართულებული გულის უკმარისობა, სტიმულის გამტარობის დარღვევა, დაბალი არტერიული წნევა, განსაკუთრებით მწოლიარე მდგომარეობიდან წამოდგომის დროს, გონების დაკარგვის შემთხვევები.
• სხეულის პერიფერიულ მიდამოებში პაციენტებში, რომელთაც აქვთ სისხლის მიმოქცევის დარღვევები, შესაძლებელია სიმპტომების გამწვავება (პაციენტები წყვეტილი კლაუდიკის მქონე) ან თითების არტერიების სპაზმის მქონე (რეინოს სინდრომი).
• ჰალუცინაციები, ფსიქოზური დარღვევები
• დაბნეულობა, ძილიანობა
• ჩხვლეტის შეგრძნება ან დაბუჟება
• თავის ტკივილი
• დეპრესიული განწყობები
• ღამის კოშმარები
• პირის სიმშრალე
• ღვიძლის დაზიანება, ღვიძლში ნაღვლის სტაგნაცია
• სისხლდენა კანში და ლორწოვან გარსებში
• თრომბოციტების შემცირებული რაოდენობა სისხლში
• კანის ალერგიული რეაქციები (სიწითლე, ქავილი, გამონაყარი)
• თმის ცვენა
• ფსორიაზის განვითარება, ამ მდგომარეობის სიმპტომების გაუარესება ან ფსორიაზის მსგავსი გამონაყარი (წამლის კლასის ეფექტი)
• ლიბიდოს დაქვეითება და პოტენციის დარღვევა
• სუნთქვის გაძნელება პაციენტებში, რომელთაც აქვთ სასუნთქი გზების სპაზმი (განსაკუთრებით იმ პირობებში, რომლებიც ავიწროებს სასუნთქ გზებს), რადგან შესაძლებელია გაიზარდოს სასუნთქი გზების წინააღმდეგობა.
• მხედველობის დარღვევა ან შემცირებული ცრემლდენის ნაკადი (გასათვალისწინებელია მათთვის, ვინც იყენებს კონტაქტურ ლინზებს)
ძალიან იშვიათი (შეიძლება გავლენა იქონიოს 10,000-დან 1 პაციენტზე):
• კარდიალური პრობლემის მქონე პაციენტებში გულის მწვავე შეტევები ან მკერდის ტკივილი (სტენოკარდია)
• მწვავე ალერგიული რეაქციები, რომლებიც არ რეაგირებენ ეპინეფრინის ანტიდოტის ჩვეულებრივ დოზაზე
• მომატებული მაჩვენებელი გარკვეულ ლაბორატორიულ ტესტებში, რომელთა მნიშვნელობა ჯერ არ არის დადგენილი.
უცნობი სიხშირით (ამ მომენტისთვის დადგენილი არ არის):
• ლუპუსის მსგავსი სინდრომი (მდგომარეობა, როდესაც იმუნური სისტემა წარმოქმნის ანტისხეულებს, რომლებიც ძირითადად უტევენ კანს და შემაერთებელ ქსოვილებს).

მიღების წესი:
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად საკმარისი რაოდენობის სითხესთან ერთად (სასურველია ერთი ჭიქა წყალი) საკვების მიღებამდე. აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტის დაყოფა შესაძლებელია თანაბარ დოზებად.
უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ატენოლოლ დენკის მოქმედება ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია.

Status

რეცეფტული

ამ პროდუქტის დეტალები არ არის ხელმისაწვდომი.

ატენოლოლ დენკი 50მგ 100 ტაბლეტი
14.00

In stock