სრული აღწერა:
ამვა დენკი შეიცავს ორ ნივთიერებას ამლოდიპინს და ვალსარტანს. ორივე ეს ნივთიერება გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის საკონტორლოდ.
• ამლოდიპინი მიეკუთვნება “კალციუმის არხის ბლოკატორებად” ცნობილ ნივთიერებების ჯგუფს. ამლოდიპინი აფერხებს კალციუმის გადატანას სისხლძარღვებში. რაც აფერხებს სისხლძარღვების შევიწროებას
• ვალსარტანი მიეკუთვნება “ანგიოტენსინ-II რეცეპტორის ანტაგონისტების” სახელით ცნობილ ნივთიერებების ჯგუფს. Aნგიოტენსინ II-ის გამომუშავება ხდება ორგანიზმის მიერ და ხდება სისხლძარღვების შევიწროება, რაც იწვევს არტერიული წნევის გაზრდას. ვალსარტანი ბლოკავს ანგიოტენსინ II-ის ეფექტს
ეს ნიშნავს, რომ ორივე ეს ნივთიერება ხელს უწყობს სისხლძარღვების შევიწროების შეჩერებას. შედეგად, ხდება სისხლძარღვების დილატაცია და ატრერიული წნევა ქვეითდება.
ამვა დენკი გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ, მოზრდილ პაციენტებში, რომელთა არტერიული წნევა საკმარისად არ კონტროლდება მხოლოდ ამლოდიპინით ან ვალსარტანით.

შემადგენლობა:
• აქტიური ნივთიერებები არის ამლოდიპინი (ამლოდიპინის ბეზილატის სახით) და ვალსარტანი. თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 5 მგ ამლოდიპინს და 80 მგ ვალსარტანს.
• სხვა ნივთიერებებია: მიკროკრისტალური ცელულოზა, პოვიდონი (K-29/32), ნატრიუმის კროსკამელოზა, ტალკი, მაგნიუმის სტეარატე [ბოსტნეული], ჰიპრომელოზა, ტიტანიუმის დიოქსიდი, რკინის ყვითელი ოქსიდი, მაკროგოლი 400.

შესაძლო გვერდითი ეფექტები:
ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა იგი ყველას არ უვლინდება.

ზოგიერთი გვერდითი ეფექტი შეიძლება იყოს სერიოზული და მოითხოვს დაუყონებლივ სამედიცინო მეთვალყურეობას.
მხოლოდ რამდენიმე პაციენტში გამოვლინდა შემდეგი სერიოზული გვერდითი ეფექტები (გამოვლინდა 1,000 ნამკურნალევი პაციენტიდან 1 შემთხვევაში). თუ გამოვლინდა ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს დაუყონებლივ:
ალერგიული რეაქციები სიმპტომებით, როგორიც არის მაგალითად გამონაყარი, ქავილი, სახის, ტუჩების ან ენის შეშუპება, სუნთქვის გართულება, დაბალი არტერიული წნევა (გულისრევის შეგრძნება, მსუბუქი თავბრუსხვევა).

ამვა დენკის სხვა შესაძლო გვერდითი ეფექტები
ხშირად (შეიძლება გამოვლინდეს 10 ნამკურნალევი პაციენტიდან 1 შემთხვევაში): გრიპი (გაციება); გაჭედილი ცხვირი, ფარინგიტი და ყლაპვის დროს დისკომფორტი; თავისტკივილი; მხრების, ხელების, ფეხების, მუხლების და ტერფების შეშუპება; დაღლილობა; ასთენია (სისუსტე); სახის ან/და კისრის სიწითლე და სითბოს შეგრძნება.

არახშრად (შეიძლება გამოვლინდეს 100 ნამკურნალევი პაციენტიდან 1 შემთხვევაში): თავბრუსხვევა; გულისრევა და მუცლის ტკივილი; პირის სიმშრალე; ძილიანობა, ყურებში ხმაურის შეგრძნება ან ხელების და ფეხების დაბუჟება; ვერტიგო; გულის მომატებული რითმი, მათ შორის გულისცემის შეგრძნება; ძილიანობა ფეხზე დგომისას; ხველა; დიარეა; ყაბზობა; გამონაყარი კანზე, კანის სიწითლე; სახსრების შეშუპება, ზურგის ტკივილი; სახსრების ტკივილი.

იშვიათად (შეიძლება გამოვლინდეს 1,000 ნამკურნალევი პაციენტიდან 1 შემთხვევაში): შიშის გრძნობა; ყურებში ხმაურის შეგრძნება (ტინიტუსი); თავბრუსხვევის შეგრძნება; მომატებული შარდვა ან მოშარდვის სურვილის გამძაფრება; ერექციის უუნარობა; სიმძიმის შეგრძნება; დაბალი არტერიული წნევა მაგალითად თავბრუსხვევის, პრესინკოპეს შეგრძნებით; გადაჭარბებული ოფლიანობა; გამონაყარი მთელს სხეულზე; ქავილი; კუნთის სპაზმი.
უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს, თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი გამწვავდა.
გვერდითი ეფექტები, რომელიც გამოვლინდა მხოლოდ ამლოდიპინის ან ვალსარტანის მიღებისას და არ გამოვლინდა ორივეს კომბინაციის დროს, ან გამოვლინდა უფრო ხშირად კომბინაციის შემთხვევაში:

ამლოდიპინი
უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს დაუყონებლივ, ამ მედიკამენტის მიღების შემდეგ თუ გამოვლინდა ქვემოთ ჩამოთვლილი იშვიათი ან მწვავე გვერდითი ეფექტები:
• მოულოდნელი ხიხინი, ტკივილი მკერდის არეში, სუნთქვის შემოკლება ან გართულება.
• ქუთუთოების, სახის ან ტუჩების შეშუპება
• ენის და ხორხის შეშუპება, რომელიც იწვევს სუნთქვის გართულებას.
• მწვავე რეაქციები კანის მხრივ, მათ შორის ინტენსიური გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, მთელს სხეულზე კანის სიწითლე, მწვავე ქავილი, ბუშტუკები, კანის აქერცვლა და შეშუპება, ლორწოვანი გარსის ანთება (სტივენ-ჯონსის სინდრომი) ან სხვა ალერგიული რეაქციები.
• გულის შეტევა, გულის უჩვეულო რითმი.
• პანკრეასის ანთება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მუცლის და ზურგის მწვავე ტკივილი, რომელსაც თან ახლავს ცუდად ყოფნის შეგრძნება.
გამოვლინდა შემდეგი სახის გვერდითი ეფექტები. თუ რომელიმე მათგანი გამოიწვევს პრობლემას პაციენტისათვის, ან თუ გაგრძელდა ერთ კვირაზე დიდი ხნის განმავლობაში, უნდა მიემართოს ექიმს.
ხშირად (შეიძლება გამოვლინდეს 10 პაციენტიდან 1 შემთხვევაში): თავბრუსხვევა, ძილიანობა, ტაქიკარდია (გულისცემის შეგრძნება); ჰიპერემია, ტერფის შეშუპება (ოედემა), მუცლის ტკივილი, ავადმყოფობის შეგრძნება (გულისრევა).

არა-ხშირად (შეიძლება გამოვლინდეს 100 პაციენტიდან 1 შემთხვევაში):
განწყობის ცვლილება, შფოთვა, დეპრესია, უძილობა, კანკალი, დარღვევები გემოვნების მხრივ, სინკოპე, ტკივილის შეგრძნების დაკარგვა; დარღვევები მხედველობის მხრივ, დაბურული მხედველობა, ყურებში ხმაურის შეგრძნება; დაბალი არტერიული წნევა; ცემინება / გაჭედილი ცხვირი, რომელიც გამოწვეულია ცხვირის გარსის ანთებით (რინიტი); დისპესია, ღებინება (ავადმყოფობა); თმის ცვენა, ჭარბოფლიანობა, კანის ქავილი, კანის გაუფერულება; დარღვევები შარდის გამოყოფის მხრივ, შარდის გამოყოფის მომატება ღამის განმავლობაში; მოშარდვის რაოდენობის გაზრდა; ერექციის უუნარობა, დისკომფორტი ან მკერდის გაზრდა მამაკაცებში, ტკივილი, ცუდად ყოფნის შეგრძნება, კუნთების ტკივილი, კუნთის სპაზმი, წონის მომატება ან შემცირება.

იშვიათად (შეიძლება გამოვლინდეს 1,000 პაციენტიდან 1 შემთხვევაში):
კონფუზია.

ძალიან იშვიათად (შეიძლება გამოვლინდეს 10,000 პაციენტიდან 1 შემთხვევაში): ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება, თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს უჩვეულო სისხლჩაქცევები ან გაადვილოს სისხლენა (სისხლის წითელი უჯრედების დაზიანება); სისხლში შაქრის დონის სიჭარბე (ჰიპერგლიკემია); ღრძილების შეშუპება, მეტეორიზმი (გასტრიტი); შეცვლილი ღვიძლის ფუნქცია, ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი), კანის სიყვითლე (სიყვითლე), ღვიძლის ფერმენტების გაზრდა, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ზოგიერთ სამედიცინო ანალიზის შედეგზე; კუნთის დაჭიმულობის გაზრდა; სისხლძარღვების ანთება კანის გამონაყართან ერთად, მგრძნობელობა სინათლის მიმართ; დარღვევები, რომელიც აერთიანებს არაელასტიურობას, თრთოლა და/ან მოძრაობის მხრივ დარღვევებს.

უცნობი სიხშირით: (არსებული მონაცემების საფუძველზე, სიხშირი ვერ დადგინდება):
კანკალი, ხისტი პოზა, ნიღბის მსგავსი სახე, შენელებული მოძრაობა და წაბორძიკება, გაუწონასწორებელი სიარული.

ვალსარტანი
უცნობი სიხშირით (არსებული მონაცემების საფუძველზე ვერ დადგინდა სიხშირე):
სისხლის წითელი უჯრედების შემცირება, სიცხე, ინფექციით გამოწვეული ანგინა ან ყელის და პირის ღრუს დაჩირქება; მოულოდნელი სისხლდენა ან ჰემატომები; სისხლში კალიუმის მაღალი დონე; ღვიძლის მაჩვენებლების უჩვეულო შედეგები; თირკმელის ფუნქციის შემცირება და მწვავედ შემცირება; ძირითადად სახის და ხორხის შეშუპება; კუნთების ტკივილი; გამონაყარი, იასამნისფერ-მოწითალო ლაქები; სიცხე; ქავილი; ალერგიული რეაქციები; ბუშტუკები კანზე (ე.წ ბულოზური დერმატიტის ნიშნები).

თუ გამოვლინდა რომელიმე ზემოთ აღნიშნული, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს დაუყონებლივ.

მიღების წესი:
ეს მედიკამენტი ყოველთვის მიიღება ექიმის დანიშნულების ზუსტი დაცვით. უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული რაიმეში. ეს ეხმარება პაციენტს მიიღოს საუკეთესო შედეგი და შეამციროს გვერდითი ეფექტის გამოვლენის რისკი.
ამვა-დენკ 5/80 მგ-ის სტანდარტული დოზა არის 1 გარსით დაფარული ტაბლეტი დღეში ერთჯერ.
• უმჯობესია დანიშნული მედიკამენტის მიღება ყოველ დღე ერთი და იგივე დროს.
• აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს ჭიქა წყალთან ერთად.
• ამვა დენკის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მისგან დამოუკიდებლად. ამვა დენკი არ მიიღება გრეიფუტთან ან გრეიფუტის წვენთან ერთად.
იმის მიხედვით, თუ როგორი შედეგი აქვს მკურნალობას, მკურნალმა ექიმმა შეიძლება გაზარდოს ან შეამციროს დოზა. არ შეიძლება დანიშნული დოზის გადაჭარბება.

Status

რეცეფტული

ამ პროდუქტის დეტალები არ არის ხელმისაწვდომი.

Amva Denk 5/80 mg 28 Tablets – ამვა დენკი 5მგ/80მგ 28 ტაბლეტი
16.00

In stock