სრული აღწერა:

ამოქსიკლავ-დენკ 1000/125 არის ანტიბიოტიკი, რომელიც შედგება პენიცილინ ამოქსიცილინისგან და ბ-ლაქტამაზას ინჰიბიტორ კლავულანის მჟავასგან.
ამოქსიკლავ-დენკ 1000/125 გამოიყენება მწვავე და ქრონიკული ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც ექვემდებარება პერორალურ მკურნალობას. გრამ-დადებითი და გრამ-უარყოფითი მიკროორგანიზმები არიან შესაძლო პათოგენები, რომელთა მდგრადობაც ბეტა-ლაქტამის შემცველი ანტიბიოტიკების მიმართ გამოწვეულია ბეტა ლაქტამაზებით, რომლებიც თავის მხრივ მგრძნობიარეა ამოქსიცილინისა და კლავულანის მჟავას კომბინაციის მიმართ.
თუ არსებობს ლოგიკური ეჭვი, რომ ინფექცია შესაძლოა გამოწვეული იყოს ზემოთ ხსენებული პათოგენებით, ამოქსიკლავ-დენკ 1000/125-ით მკურნალობის დაწყება შეიძლება ანტიბიოტიკების მიმართ მგრძნობელობის განსაზღვრამდე (ანტიბიოგრამა).
მედიკამენტი გამოიყენება შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ:
• ზედა და ქვედა რესპირატორული გზების ინფექციები:
 შუა ყურის ინფექციები (ოტიტის მედია)
 პარანაზალური წიაღების მწვავე ინფექციები (მწვავე სინუსიტი)
 ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება
 ფილტვის ინფექციები (პნეუმონია)
• თირკმლის და ქვედა საშარდე გზების ინფექციები.
• სასქესო ორგანოების ინფექციები.


შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება არის ამოქსიცილინ ტრიჰიდრატი და კლავულანის კალიუმი.
ერთი პაკეტი შეიცავს 1148 მგ ამოქსიცილინ ტრიჰიდრატს, ექვივალენტურია 1000 მგ ამოქსიცილინის და 148.9 მგ კლავულანის კალიუმის, რომელიც შეესაბამება 125 მგ კლავულანის მჟავას.
დამხმარე ნივთიერებები არის სილიციუმის დიოქსიდი, საქაროზა, ქსანტანის ქვა, ნატრიუმის საქჩარინი, ფორთოხლის არომატი.


შესაძლო გვერდითი ეფექტები:
ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, ამოქსიკლავ-დენკ 1000/125 იწვევს გვერდით ეფექტებს. თუმცა ყველას არ უვითარდება ისინი.
გვერდითი ეფექტების კლასიფიკაცია ხდება შემდეგი სიხშირით:
ძალიან ხშირი: 10 პაციენტში ერთ შემთხვევაზე ხშირად
ხშირი: 1 /10-ზე იშვიათად, მაგრამ 1/100-ზე ხშირად
არა ხშირი: 1/100-ზე იშვიათად, მაგრამ 1/1000-ზე ხშირად
იშვიათი: 1/1000-ზე იშვიათდ, მაგრამ 1/10,000-ზე ხშირად
ძალიან იშვიათად 1/10,000–ზე ან უფრო ნაკლები, ინდივიდუალური შემთხვევების ჩათვლით
უცნობი სიხშირით არსებული მონაცემების მიხედვით სიხშირე არ არის დადგენილი
ამ დროისთვის მოცემულია შემდეგი სახის გვერდითი ეფექტები:
ინფექციები
ხშირი: კანის და ლორწოვანი გარსის გაძლიერებული კოლონიზაცია სოკოვანი ინფექციებით (კანდიდიაზი).
ამოქსიცილინ/კლავულანის მჟავის გახანგრძლივებულმა და განმეორებითმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს, რეზისტენტული ბაქტერიებით ან სოკოთი გამოწვეული ინფექციის განვითარება.

სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ
იშვიათი: სისხლის მონაცემების ცვლილება, მაგალითად სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ლეიკოპენია, მათ შორის ნეიტროპენია), თრომბოციტების რიცხვის შემცირება (თრომბოციტოპენია).
ძალიან იშვიათი: სისხლის მონაცემების ცვლილება, რომელიც გამოხატულია გარკვეული ტიპის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირებით (გრანულოციტოპენია, აგრანულოციტოზი), სისხლის ყველა ტიპის უჯრედის რაოდენობის შემცირება (პანციტოპენია), ჰემოლიზური ანემია, ძვლის ტვინის მიერ სისხლის წარმოქმნის სუპრესია (მიელოსუპრესია) სისხლდენის და პროთრომბინის დროის გახანგრძლივება. ეს გამოვლინებები შექცევადია მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

იმუნური სისტემის მხრივ
ძალიან იშვიათი: მწვავე ალერგიული რეაქციები, რომელიც ვითარდება 6-ამინო პენიცილის მჟავათი სენსიბილიზაციის შედეგად, მაგ. წამლისმიერი ტემპერატურის მომატება, სპეციფიკური სისხლის უჯრედების რაოდენობის მომატება (ეოზინოფილია), კანის და ლორწოვანის მტკივნეული შეშუპება (კვინკეს შეშუპება), ალერგიული რეაქციები ყველანაირი სიმძიმის, ზოგჯერ იწვევს ალერგიულ შოკს (ანაფილაქსიას), შრატის დაავადება, სისხლძარღვების ალერგიული დაავადება და თირკმლისმიერი ჩივილები (ვასკულიტი და/ან ნეფრიტი) და ხორხის შეშუპება, საჰაერო გზების დახშობით და გაძნელებული სუნთქვით (ლარინგიალური შეშუპება).
სიმწვავის ყველა ხარისხის ალერგიული რეაქცია, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში იწვევს ანაფილაქტიურ შოკს, გამოვლინდა პენიცილინებთან ერთად მიღების დროს. ძლიერი ანაფილაქტოიდური რეაქციები შეიძლება საჭიროებდეს შესაბამის გადაუდებელი დახმარების ზომების მიღებას (იხ. სიცოცხლისთვის საშიში გვერდითი ეფექტების განვითარების დროს მისაღები ზომები).

ნერვული სისტემის მხრივ
არახშირი: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა.
ძალიან იშვიათი: შექცევადი ჰიპერაქტიურობა, აგზნებადობა, უძილობა, გონების დაბინდვა, აგრესია და გულყრები. სხვა პენიცილინების მსგავსად, ცერებრალური გულყრები შეიძლება განუვითარდეთ იმ პაციენტებს, რომელთაც აქვთ თირკმლის ფუნქციის დარღვევა ან იღებენ დიდი დოზით ამოქსიცილინ/კლავულანის მჟავას. შესაფერისი დოზის შერჩევა ხდება სიფრთხილით, განსაკუთრებით იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც დაქვეითებული აქვთ თირკმლის ფუნქცია.

გასტროინტესტინალური ტრაქტის მხრივ
ძალიან ხშირი: დიარეა
ხშირი: გულისრევა (ძლიერდება მაღალი დოზების მიღების შემთხვევაში), ღებინება, მუცლის ტკივილი, შებერილობა და თხელი ფეკალური მასები. აღნიშნული ძირითადად მსუბუქი მიმდინარეობის არის და მკურლაობის შეწყვეტის შემდეგ თავისით ქრება. ამოქსიკლავ-დენკ 1000/125 ადვილად შეიწოვება ორგანიზმის მიერ, როდესაც მიიღება საკვებთან ერთად.
არახშირი: მუცლის ზედა ნაწილთან დაკავშირებული ჩივილები (დისპეპსია).
იშვიათი: ნაწლავების გაძლიერებული კოლონიზაცია სოკოვანი ინფექციებთან ერთად (ნაწლავური კანდიდიაზი).
ძალიან იშვიათი: ანტიბიოტიკებით გამოწვეული ნაწლავური ინფექცია (ანტიბიოტიკებთან დაკავშირებული ენტეროკოლიტი, მათ შორის ფსევდომემბრანოზული ენტერკოლიტი და ჰემორაგიული ენტეროკოლიტი), რომელიც შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის საშიში. ძლიერი გახანგრძლივებული ფაღარათის დროს, რომელიც ვითარდება მკურნალობიდან პირველ რამდენიმე კვირაში, გასათვალისწინებელია ფსევდომემბრანოზული ენტეროკოლიტის დიაგნოზი (უმეტეს შემთხვევებში გამოწვეულია პათოგენით ცლოსტრიდიუმ დიფფიცილე) (იხ. სიცოცხლისთვის საშიში გვერდითი ეფექტების განვითარებისას მისაღები ზომები). შავი ენა.
იმ ქალებთან ჩატარებული ერთჯერადი კვლევის შედეგად, რომლებსაც ორსულობის დროს ჰქონდათ ამნიონური მემბრანის ნაადრევი დარღვევა, გამოვლინდა, რომ ამოქსიკლავ-დენკ 1000/125-ით პროფილაქტიკური მკურნალობა შესაძლოა დაკავშირებული იყოს ახალშობილებში მძიმე ფორმის ნაწლავურ ინფექციასთან (ნეკროზული ენტეროკოლიტი).

ღვიძლის და სანაღვლე გზების მხრივ
არახშირი: ღვიძლის ფერმენტების (Aშთ, ALთ, ტუტე ფოსფატაზა) ზომიერი ასიმპტომური მომატება. თუმცა ეს არ არის აუცილებლად ამოქსიცილინ/კლავულანის მჟავის მიღების შედეგად განვითარებული ღვიძლის დაზიანების ნიშანი.
ძალიან იშვიათი: ღვიძლის გარდამავალი ინფექცია და სანაღვლე გზების დახშობით გამოწვეული სიყვითლე (ქოლესტაზური სიყვითლე). ასეთი რეაქციები ასევე აღინიშნებოდა სხვა პენიცილინებთან და ცეფალოსპორინებთანაც.
ღვიძლის დაზიანების სიმპტომები (ხშირად მწვავე ქავილი, კანის და თვალის სკლერების სიყვითლე, მუქი შარდი და ჩვეულებრივზე უფრო ღია ფერის ფეკალური მასები) შეიძლება განვითარდეს ამოქსიკლავ-დენკ 1000/125 მკურნალობის დროს და მკურნალობის დამთავრებიდან ძალიან მალე. ზოგიერთ შემთხვევაში, ისინი არ ვლინდება მკურნალობის დამთავრებიდან რამოდენიმე კვირის გასვლამდე. ღვიძლის დაზიანება შეიძლება იყოს მწვავე ფორმის და უმეტესად ვლინდება მამაკაც და ხანდაზმულ პაციენტებში (60 წლის და მეტი) ან თუ მკურნალობა გრძელდება 14 დღეზე მეტ ხანს. ის ხშირად დროებითია. თუმცა ძალიან იშვიათ შემთხვევებში, გამოვლინდა ფატალური შედეგიც. ეს უმეტეს შემთხვევებში ვლინდება ისეთ პაციენტებში, რომელთაც უკვე აქვთ რომელიმე სახის სერიოზული დაავადება ან იმ პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ სხვა მედიკამენტებსაც.
ღვიძლის დაზიანება ასევე აღინიშნებოდა ბავშვებში ძალიან იშვიათ შემთხვევებში.
თუ გამოვლინდა რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომთაგანი, დაუყოვნებლვ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.

კანისა და კანქვეშა ქსოვილების დაავადებები
არახშირი: გამონაყარი (ჭინჭრის ციება), ქავილი (პრურიტი), გამონაყარი კანზე (ეგზანთემა).
ეს ტიპიური წითელას მსგავსი გამონაყარი ვითარდება მკურნალობის დამთავრებიდან 5-11 დღეში.
ინფექციური მონონუკლეოზით დაავადებული პაციენტებს (პფეიფერის დაავადება) და პაციენტები, რომლებსაც აქვთ გარკვეული სახის ლეიკემია (ლიმფური ლეიკემია), იმყოფებიან ეგზანთემის განვითარების მაღალი რისკის ქვეშ. გამონაყარით გამოხატული კანის დაუყოვნებლივი რეაქცია ხშირად მიუთითებს ნამდვილ პენიცინილ ალერგიულობაზე და მკურნალობა უნდა შეწყდეს.
ასევე შეიძლება განვითარდეს მუკოზიტი (ლორწოვანის ანთება), პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება. პირის სიმშრალე და გემოვნების ცვლილებები.
იშვიათი: სიცოცხლისთვის საშიში კანის გაძლიერებული აქერცვლა (ერითემა ეხსუდატივუმ მულტიფორმი).
ძალიან იშვიათი: ფართოდ გავრცელებული გამონაყარი ბუშტუკებით და კანის აქერცვლა, განსაკუთრებით პირის ღრუს, ცხვირის, თვალების და სასქესო ორგანოების გარშემო (სტივენ-ჯონსონის სინდრომი), და უფრო მწვავე ფორმა, რომელიც იწვევს კანის აქერცვლას (სხეულის ზედაპირის ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის 30%-ზე მეტი); ფართოდ გავრცელებული წითელი გამონაყარი კანზე, ბუშტუკოვანი გამონაყარით (ბულოზური ექსფოლიატური დერმატიტი); წითელი, აქერცლილი, კანქვეშა ბუშტუკოვანი გამონაყარი (ეგზანთემა პუსტულოზი); გრიპის მსგავსი სიმპტომები როგორიცაა: გამონაყარი, ცხელება, შესიებული ჯირკვლები და პათოლოგიური სისხლის ტესტის შედეგები (მათ შორის, სისხლის თეთრი უჯრედების მომატება (ეოზინოფილია) და ღვიძლის ფერმენტები) (წამლის რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DღEშშ)). კანის მხრივ რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში, უნდა შეწყდეს ამოქსიკლავ-დენკ 1000/125-ით მკურნალობა და უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს.
ალერგიული რეაქცია არ გამოირიცხება იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ან წარსულში ქონდათ სოკოვანი ინფექციები, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ პენიცილინი ეძლევად პირველად (სოკოსა და პენიცილინს შორის ანტიგენის გაერთიანება).

თირკმლის და საშარდე გზების მხრივ
ძალიან იშვიათი: თირკმლის ინფექციები (მწვავე ინტერსტიციალური ნეფრიტი), აქტიური ნივთიერების ამოქსიცილინის კრისტალიზაცია შარდში (კრისტალურია).

ზოგადი სახის დარღვევები და მიღების ადგილის მდგომარეობები:
ძალიან იშვიათი: სხვა ანტიბიოტიკების მსგავსად, აღინიშნებოდა კბილების ფერის ცვლილება. მიუხედავად პირის ღრუს ინტენსიური ჰიგიენისა, თითქმის ნახევარ შემთხვევაში ფერის ცვლილება დარჩა (უფრი ხშირად 10 წლამდე ასაკის ბავშვებში).

სიცოცხლისთვის საშიში გვერდითი ეფექტების განვითარების დროს მისაღები ზომები
ზოგიერთი, ზემოთ ჩამოთვლილი წამლის გვერდითი ეფექტი შეიძლება იყოს მწვავე და სიცოცხლისთვის საშიში. თუ ასეთი მოვლენები განვითარდა, ან მოულოდნელად გართულდა, დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.

ფსევდომემბრანოზული ენტეროკოლიტი
ძლიერი, გახანგრძლივებული ფაღარათი ამოქსიცილინ/კლავლანის მჟავით მკურნალობის დროს ან მკურნალობის შემდეგ, შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიში ფსევდომემბრანოზული ენტეროკოლიტის მაჩვენებელი. საჭიროა ამოქსიცილინ/კლავულანის მჟავით მკურნალობის დაუყოვნებლივ შეწყვეტა, და აუცილებლობის შემთხვევაში შესაბამისი მკურნალობის დაწყება ექიმის მიერ (მაგალითად სპეციფიკური ანტიბიოტიკების/ქიმიოთერაპიული საშუალებების დანიშვნა, რომელთა კლინიკური ეფექტურობა დამტკიცებულია). არ მიიღება მედიკამენტები, რომლებიც აფერხებენ ნაწლავის მოძრაობას (პერისტალტიკას).

მწვავე ფორმის, სიცოცხლისთვის საშიში მწვავე ალერგიული რეაქციები
ამოქსიცილინ/კლავულანის მჟავით მკურნალობა უნდა შეწყდეს ალერგიული რეაქციის პირველივე ნიშნების გამოვლენისთანავე და საჭიროა სიმპტომების შესაბამისი გადაუდებელი მკურნალობის ზომების მიღება (მაგ. ანტიჰისტამინების, კორტიკოს-ტეროიდების, სიმპათომიმეტიური საშუალებების დანიშვნა საჭიროების შემთხვევაში ხელოვნური ვენტილაცია) კვალიფიციური ექიმების მიერ.

გულყრების (ეპილეფსიის მსგავსი) განვითარება
საჭიროა შესაბამისი გადაუდებელი მკურნალობის ზომების მიღება (მაგ. სასუნთქი გზების გათავისუფლება, ანტიკონვულსანტების დანიშვნა, როგორიცაა დიაზეპამი ან ბარბიტურატები).
ამოქსიკლავ-დენკ 1000/125-ის დიდი დოზებით მიღების დროს სასურველია საკმარისი რაოდენობის სითხის მიღება და გამოყოფა რათა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ამოქსიცილინის კრისტალურიის განვითარება.
თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი მიიღებს სერიოზულ სახეს ასევე ნებისმიერ გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის აღნიშნული მოცემულ ინსტრუქციაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

მიღების წესი:
ერთჯერადი დოზა მიიღება რეგულარული ინტერვალებით მთელი დღის განმავლობაში. მიღებამდე პაკეტის შიგთავსი იხსნება ნახევარ ჭიქა წყალში.
ამოქსიკლავ-დენკ 1000/125-ის მისაღებად საუკეთესო დრო არის კვების დაწყებისას, პირველი ლუკმის მიღების შემდეგ. ამოქსიკლავ-დენკ 1000/125 ყველაზე უფრო ეფექტურია ასეთი გზით მიღებისას. თუმცა, ამოქსიკლავ-დენკ 1000/125 ასევე ეფექტურია როდესაც მიიღება ჭამის წინ ან ჭამის შემდეგ.

Status

რეცეფტული

ამ პროდუქტის დეტალები არ არის ხელმისაწვდომი.

ამოქსიკლავ-დენკი 1000/125მგ 8 საშეტი
20.00

In stock