სრული აღწერა:
ამლო-დენკ 10-ის აქტიური ნივთიერება არის ამლოდიპინი და მიეკუთვნება კალციუმის ანტაგონისტების სახელწოდებით ცნობილ მედიკამენტების ჯგუფს.
ამლო-დენკ 10 გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) ან მკერდის ტკივილის ზოგიერთი ტიპის ტკივილის ე.წ. სტენოკარდიის სამკურნალოდ, რომლის იშვიათი ფორმაა პრინცმეტალის ან ვარიანტული სტენოკარდია.

მაღალი არტერიული წნევის მქონე პაციენტებში, ეს მედიკამენტი მოქმედებს, როგორც სისხლძარღვების მომდუნებელი, შედეგად სისხლი სისხლძარღვებში უფრო მარტივად გადაადგილდება. სტენოკარდიის მქონე პაციენტებში, ამლო-დენკ 10 აძლიერებს გულის კუნთისათვის სისხლის მიწოდებას, აქტიურდება ჟანგბადით მომარაგება, შედეგად მკერდის ტკივილი ჩერდება. ეს მედიკამენტი ვერ უზრუნველყოფს სტენოკარდიით გამოწვეული მკერდის ტკივილის დაუყოვნებლივ შეჩერებას.

შემადგენლობა:
– აქტიური ნივთიერება არის ამლოდიპინი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 12.79 მგ ამლოდიპინის მეზილატის 1 H2O, რაც 10 მგ ამლოდიპინის ექვივალენტურია.
– სხვა ნივთიერებებია: მიკროკრისტალური ცელულოზა, კალციუმის უწყლო წყალბადის ფოსფატი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, მაგნიუმის სტეარატე [მცენარეული].

შესაძლო გვერდითი ეფექტები:
ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა იგი ყველას არ უვლინდება.
დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს ექიმს, თუ ამ მედიკამენტის მიღების შემდეგ პაციენტს გამოუვლინდა ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტები:
• მოულოდნელი ხიხინი, ტკივილი მკერდის არეში, სუნთქვის გაძნელება ან შემოკლება
• ქუთუთოების, სახის ან ტუჩების შეშუპება
• ენის ან ხორხის შეშუპება, რაც იწვევს სუნთქვის გაძნელებას
• მწვავე რეაქციები კანის მხრივ, მათ შორის გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, მთელს სხეულზე კანის გაწითლება, მწვავე ქავილი, გამონაყარი, აქერცვლა და კანის შეშუპება, ლორწოვანი გარსის ანთება (სტივენ ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი) ან სხვა ალერგიული რეაქციები
• გულის შეტევა, გულის უჩვეულო რითმი
• პანკრეასის ანთება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მუცლის ან ზურგის მწვავე ტკივილი, რომელსაც თან ახლავს ძალიან ცუდად ყოფნის შეგრძნება.
გამოვლინდა შემდეგი სახის ძალიან ხშირი გვერდითი ეფექტები. თუ რომელიმე მათგანმა გამოიწვია პაციენტისთვის პრობლემები, ან თუ გახანგრძლივდა 1 კვირაზე უფრო დიდი დროის განმავლობაში, უნდა მიემართოს ექიმს.
ძალიან ხშირი: ვლინდება 10 პაციენტიდან 1-ზე მეტ შემთხვევაში
• ტერფის შეშუპება (ოედემა)
გამოვლინდა შემდეგი სახის ხშირი გვერდითი ეფექტები. თუ რომელიმე მათგანმა გამოიწვია პაციენტისთვის პრობლემები, ან თუ ისინი გახანგრძლივდა 1 კვირაზე უფრო დიდი ხნის განმავლობაში, უნდა მიემართოს ექიმს.
ხშირი: ვლინდება 10 პაციენტიდან 1-მდე შემთხვევაში
• თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა (განსაკუთრებით მკურნალობის საწყის ეტაპზე)
• გულის ცემის გაძლიერება (საკუთარი გულისცემის შეგრძნება), სიწითლე
• მუცლის ტკივილი, ავადმყოფობის შეგრძნება (გულისრევა)
• ცვლილებები ნაწლავის ფუნქციის მხრივ, დიარეა, ყაბზობა, დისპერსია
• დაღლილობა, სისუსტის შეგრძნება
• დარღვევები მხედველობის მხრივ, მხედველობის გაორება
• კუნთის სპაზმი
• შეშუპებული კოჭები
გამოვლენილია სხვა გვერდითი ეფექტები, მოცემულია ქვემოთ. თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი გართულდა, ან თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების მოცემულ ინსტრუქციაში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
არახშირი: ვლინდება 100 პაციენტიდან 1-მდე შემთხვევაში
• ხასიათის ცვლილება, შფოთვა, დეპრესია, უძილობა
• შიში, დარღვევები გემოვნების მხრივ, გულის წასვლა
• კიდურებში დაბუჟების ან ჩხვლეტის შეგრძნება, ტკივილის შეგრძნების დაკარგვა
• ყურებში ხმაურის შეგრძნება
• დაბალი არტერიული წნევა
• ცემინება/სურდო, რაც გამოწვეულია ცხვირის გარსის ანთებით (რინიტი)
• ხველა
• პირის სიმშრალე, ღებინება (ავადმყოფობა)
• თმის ცვენა, მომატებული ოფლიანობა, კანის ქავილი, კანზე წითელი ბუშტუკები, კანის გაუფერულება
• დარღვევები შარდის გამოყოფის მხრივ, შარდის გამოყოფის მომატება ღამის განმავლობაში, შარდის გამოყოფის რაოდენობის მომატება
• ერექციის უუნარობა, დისკომფორტი ან მკერდის გაზრდა მამაკაცებში
• ტკივილი, ცუდად ყოფნის შეგრძნება
• სახსრების ან კუნთების ტკივილი, ზურგის ტკივილი
• წონის მომატება ან შემცირება
იშვიათად: ვლინდება 1,000 პაციენტიდან 1-მდე შემთხვევაში
• კონფუზია
ძალიან იშვიათად: ვლინდება 10,000 პაციენტიდან 1-მდე შემთხვევაში
• სისხლის თეთრი უჯრედების (ლეიკოციტების) რაოდენობის შემცირება, თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლჩაქცევები ან სისხლდენა (სისხლის წითელი უჯრედების დაზიანება)
• სისხლში შაქრის დონის გადაჭარბება (ჰიპერგლიკემია)
• დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ, რაც შეიძლება იყოს სისუსტის, ჩხვლეტის ან დაბუჟების შეგრძნების გამომწვევი
• ღრძილების შეშუპება
• მუცლის შებერილობა (გასტრიტი)
• ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი), კანის სიყვითლე (სიყვითლე), ღვიძლის ფერმენტის მომატება, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ზოგიერთ სამედიცინო ანალიზზე.
• კუნთის გაზრდილი დაჭიმულობა
• სისხლძარღვების ანთება, ხშირად გამონაყარით კანზე
• სინათლის მიმართ მგრძნობელობა
• დარღვევები, რომელიც აერთიანებს სიხისტეს, კანკალს და/ან მოძრაობის მხრივ დარღვევებს

მიღების წესი:
ეს მედიკამენტი ყოველთვის მიიღება მკურნალი ექიმის დანიშნულების ზუსტი დაცვით. უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ პაციენტი არ არის რაიმეში დარწმუნებული.
ჩვეულებრივ საწყისი დოზა არის 5 მგ ამლოდიპინი დღეში ერთჯერ. დოზა შეიძლება გაიზარდოს 10 მგ-მდე დღეში. ტაბლეტი შეიძლება გაიყოს თანაბარ დოზებად.
ეს მედიკამენტი შეიძლება მიღებული იქნას საკვების და სასმელის მიღებამდე ან მის შემდეგ. ეს მედიკამენტი მიიღება ყოველდღე ერთი და იგივე დროს წყლის მიყოლებით. არ შეიძლება ამლო-დენკ 10-ის მიღება გრეიფუტის წვენთან ერთად.

Status

რეცეფტული

ამ პროდუქტის დეტალები არ არის ხელმისაწვდომი.

ამლო–დენკი 10მგ 50 ტაბლეტი
11.00

In stock