აქტიური ინგრედიენტები:

კალციუმი აუცილებელია ძვლებისა და კბილების ნორმალური მდგომარეობის შესანარჩუნებლად, ძვლის ზრდისა და განვითარებისათვის ბავშვებში. კალციუმი და ვიტამინი D ასევე აუცილებელია ბავშვებში ძვლების ნორმალური ზრდისა და განვითარებისთვის.

D ვიტამინი ხელს უწყობს კალციუმის და ფოსფორის ნორმალურ შეწოვასა და გამოყენებას,გარდა ამისა, სისხლში კალციუმის ნორმალური დონის შენარჩუნებას.

გარდა ამისა, D ვიტამინი ხელს უწყობს ძვლებისა და კბილების ნორმალურ შენარჩუნებას და აუცილებელია ბავშვებში ძვლების ნორმალური ფორმირებისთვის.

მაგნიუმი ხელს უწყობს ენერგიის გამომუშავების ნორმალურ მეტაბოლიზმს და ცილების სინთეზს, ამცირებს დაღლილობასა და სისუსტეს. მაგნიუმი ასევე ხელს უწყობს ძვლების ნორმალურ შენარჩუნებას და ელექტროლიტების ბალანსს.

თუთია ხელს უწყობს მჟავა-ტუტოვანი მეტაბოლიზმის ნორმალურ პროცესს და ძვლების შენარჩუნებას. თუთია ასევე ხელს უწყობს ცხიმოვანი მჟავების ნორმალურ მეტაბოლიზმს და ცილების გამომუშავებას და იცავს უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან.

უკუჩვენებები

არ გამოიყენოთ მისი რომელიმე კომპონენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის ან ცნობილი ალერგიის შემთხვევაში.

სიფრთხილის ზომები

საკვები დანამატი არ უნდა იქნას გამოყენებული მრავალფეროვანი და დაბალანსებული კვების და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელად.

არ უნდა გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.

ინახება ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას.

ურთიერთქმედებები

თუ იღებთ ოსტეოვიქს ლიქუიდს, აცნობეთ ექიმს და ფარმაცევტს, თუ იღებთ სხვა მედიკამენტებს ან დანამატებს.

 დოზირება და მიღების წესი

დოზირების ფორმა: ბოთლი

მიღების ფორმა: პერორალური

მიღების წესი: 6–18 წლამდე 10 მლ დღეში ერთხელ, 18 და ზევით 10მლ დღეში ორჯერ

 არასასურველი გვერდითი მოვლენები

არ არის აღწერილი გვერდითი მოვლენები.

დოზის გადაჭარბება

დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

არ გადააჭარბოთ მაქსიმალურ რეკომენდებულ დოზას.

შეუთავსებლობები

უცნობია.

შენახვის ვადა

შენახვის ვადაა წარმოების თარიღიდან 3 წელი, რაც მითითებულია შეფუთვაზე.

ვარგისიანობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

 

აქტიური ნივთიერება    10მლ %NRV
კალციუმი 300მგ 38
მაგნიუმი 150მგ 40
თუთია 6მგ 60
ვიტამინი D 2,5 მკგ (100IU) 50
ოსტევიქს ლიქუიდი –250 მლ
28.00

In stock