1 + 1

სრული ანოტაცია

D3 ჯუნიორ დენკი – საკვები დანამატი ჩვილებისა და მცირეწლოვანი ბავშვებისთვის.

შეიცავს კალიუმს, D3 და K2 ვიტამინებს.

ვიტამინი D პასუხისმგებელია ორგანიზმში მიმდინარე ბევრ პროცესზე. ის ხელს უწყობს, ძვლებისა და კბილების ნორმალურ განვითარებას, კუნთების ფუნქციონირებას და ჯანსაღ იმუნურ სისტემას. გარდა ამისა, ვიტამინი D მნიშვნელოვანია კალციუმის და ფოსფორის ნორმალური შეწოვისა და გამოყენებისთვის, რომლებიც, თავის მხრივ, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ძვლის მეტაბოლიზმში.

D ვიტამინის დაახლოებით 80% ორგანიზმში წარმოიქმნება კანის მეშვეობით მზის სხივების დახმარებით. 20% უნდა იქნას მიღებული საკვებით. განსაკუთრებით ჩვილებს აქვთ D ვიტამინის გაზრდილი მოთხოვნილება. ვინაიდან დედის რძე არ შეიცავს საკმარის D ვიტამინს და ჩვილები უნდა მოარიდონ მზის სხივებს მათი მგრძნობიარე კანის გამო, D ვიტამინის დანამატი აუცილებელია მათთვის. D3 junior Denk – ი ადაპტირებულია ჩვილებისა და ბავშვების კონკრეტულ საჭიროებებზე და აკმაყოფილებს მათთვის ყოველდღიურ D ვიტამინის საჭირო დოზას.

არ მიიღება ბავშვებში, რომლებსაც აღენიშნებათ სისხლში და/ან შარდში კალციუმის დონის მომატება ან ჰიპერმგრძნობელობა სოიოს მიმართ. თუ რომელიმე მედიკამენტები მიიღება კომბინირებული თერაპიის სახით, აუცილებელია ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია, შესაძლო ურთიერთქმედების შესახებ.

D3 ჯუნიორ დენკი არის სასურსათო დანამატი (არ არის სამკურნალო პროდუქტი), ამიტომ გამოყენებისას არ ხდება გაფრთხილებებისა და სიფრთხილის ზომების მონიტორინგი.

მიღების წესი: ერთი აბი დღეში, იხსნება 1 კოვზ წყალში.

Status

ურეცეფტო

 

შემადგენლობა 1 ტაბლეტში
ვიტამინი დ3 12,5 მკგ (500 ს.ე)
D3 ჯუნიორ დენკი 100 ტაბლეტი
33.00

In stock