რა არის რეფერენტული ფასი და რა ფასად შეძლებთ მედიკამენტების შეძენას ჩვენს
ციფრულ აფთიაქში?
არსებობს მედიკამენტები, რომლებზეც განსაკუთრებული მოთხოვნაა მოსახლეობის
მხრიდან. ეს მედიკამენტები იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ბევრი ადამიანი მათ
ყოველდღიურად მოიხმარს. პერიოდულად ზოგიერთი მედიკამენტი გარკვეულ
სააფთიაქო ქსელში დეფიციტშია, თუმცა მათი შეძენის მთვარი შემაფერხებელი ფაქტორი
მაინც ფასია. აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე საქართველოს მთავრობამ
დაამტკიცა რეფერენტული ფასები იმ მედიკამენტებზე, რომელთა მოხმარებაც ძალიან
ხშირია. ნამდვილად მისასალმებელია ეს ნაბიჯი, რადგან გაცილებით მეტი ადამიანი
შეძლებს მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტის შეძენას შედარებით
დაბალ ფასად.
რა არის რეფერენტული ფასი?
ეს გახლავთ მედიკამენტის საცალო ან საბითუმო ფასის ზედა ზღვარი, რომელსაც
სახელმწიფო ადგენს და ამ ფასზე მაღალი ფასით მედიკამენტის გაყიდვა იკრძალება
მთელი ქვეყნის მასშტაბით. ფასების სახელმწიფო რეგულირებას დაქვემდებარებული
მედიკამენტების ჩამონათვალი და მაქსიმალური ზღვრული ფასი განთავსებულია
ინტერნეტ სივრცეში და ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს აქვს ნახვის
შესაძლებლობა.
როგორი იქნება მედიკამენტების ფასი ჩვენს ციფრულ აფთიაქში?
პირველ რიგში აღვნიშნავთ, რომ ციფრული აფთიაქი მიესალმება მედიკამენტებზე
რეფერენტული ფასის დაწესებას და მიაჩნია, რომ მსგავსი რეგულაცია მოსახლეობის
ინტერესებს ემსახურება. აქვე ჩვენს მომხმარებლებს მოვახსენებთ, რომ ციფრულ
აფთიაქში არსებული მედიკამენტების ფასები იქნება დაბალანსებული როგორც
რეფერენტულ საბითუმო, ასევე რეფერენტულ საცალო ფასთან მიმართებით. ყველა
ქვეყანაში წრმოებული მედიკამენტი ერთნაირ ფასად ბუნებრივია ვერ გაიყიდება, თუმცა
გეტყვით, რომ ციფრულ აფთიაქში სავსებით შესაძლებელი იქნება ბევრი დასახელების
მედიკამენტის შეძენა რეფერენტული ფასის მაჩვენებელზე უფრო დაბალ ფასად.
