რა არის როქსაბან დენკი და რისთვის გამოიყენება
როქსაბან დენკი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას რივაროქსაბანს.
როქსაბან დენკი გამოიყენება მოზრდილებში:
- სისხლის შედედების პრევენცია თავის ტვინსა (ინსულტი) და სხეულის სხვა სისხლძარღვებში, თუ გაქვთ არარეგულარული გულის რითმი, რომელსაც ეწოდება არასარქვლოვანი წინაგულების ფიბრილაცია
- ფეხის ვენებსა (ღრმა ვენების თრომბოზი) და ფილტვის სისხლძარღვებში (ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია) თრომბების სამკურნალოდ, ასევე ფეხის და/ან ფილტვის სისხლძარღვებში თრომბების განმეორებით წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად.
როქსაბან დენკი გამოიყენება ბავშვებსა და 18 წლამდე მოზარდებში სხეულის მასით 30 კგ ან მეტი:
- სისხლის შედედების მკურნალობა და მორეციდივე სისხლის შედედების პროფილაქტიკა ვენებსა ან ფილტვის სისხლძარღვებში, საწყისი მკურნალობის შემდეგ მინიმუმ 5 დღე საინექციო მედიკამენტებით, რომლებიც გამოიყენება სისხლის შედედების სამკურნალოდ.
როქსაბან დენკი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, სახელწოდებით „ანტითრომბოზული საშუალებები“. პრეპარატის მოქმედების პრინციპია სისხლის შედედების ფაქტორის (Xa ფაქტორი) ინჰიბირება და სისხლის თრომბების წარმოქმნისადმი მიდრეკილების შემდგომი შემცირება.
რა არის გასათვალისწინებელი როქსაბან დენკის მიღებამდე
როქსაბან დენკი არ მიიღება
- თუ პაციენტი ალერგიულია რივაროქსაბანის ან ამ მედიკამენტის სხვა ნივთიერების მიმართ (ჩამოთვლილია პუნქტში 6),
- თუ პაციენტს აქვს ძლიერი სისხლდენა
- თუ პაციენტს აქვს დაავადება ან მდგომარეობა, რომელიც ზრდის ძლიერი სისხლდენის განვითარების რისკს (მაგალითად, კუჭის წყლული, თავის ტვინის ტრავმა ან სისხლჩაქცევა, თავის ტვინის ან თვალის ახლახან გადატანილი ოპერაცია);
- თუ პაციენტი იღებს მედიკამენტებს სისხლის შედედების თავიდან ასაცილებლად (მაგალითად, ვარფარინს, დაბიგატრანს, აპიქსაბანს ან ჰეპარინს), გარდა ანტიკოაგულანტური თერაპიის შეცვლის ან ჰეპარინის შეყვანისას ვენური ან ინტრაარტერიული კათეტერის მეშვეობით რათა დარჩეს ღია,
- თუ პაციენტს აქვს ღვიძლის დაავადება, რომელიც ზრდის სისხლდენის რისკს
- თუ პაციენტი არის ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში
როქსაბან დენკი არ მიიღება და უნდა მიემართოს ექიმს, თუ რომელიმე ზემოთ აღნიშნული ეხება პაციენტს
განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები
როქსაბან დენკის მიღებამდე, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე როქსაბან დენკის მიღებისას
- სისხლდენის გაზრდილი რისკის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს შემდეგ სიტუაციებში:
- თირკმლის მწვავე დაავადება მოზრდილებში და თირკმლის საშუალო ან მწვავე დაავადება ბავშვებსა და მოზარდებში, ვინაიდან თირკმლის ფუნქციამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ორგანიზმზე ზემომქმედი სამკურნალო პრეპარატის რაოდენობაზე;
- სისხლის შედედების თავიდან ასაცილებლად სხვა მედიკამენტების მიღებისას (მაგალითად, ვარფარინი, დაბიგატრანი, აპიქსაბანი ან ჰეპარინი), ანტიკოაგულანტური თერაპიის შეცვლისას ან ჰეპარინის შეყვანისას ვენური ან ინტრაარტერიული კათეტერის მეშვეობით (იხ. ნაწილი “როქსაბან დენკის ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან”);
- სისხლის შედედების დარღვევები;
- ძალიან მაღალი არტერიული წნევის დროს, რომელიც არ ემორჩილება თერაპიული კონტროლს;
- კუჭის ან ნაწლავების დაავადებების დროს, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა, მაგალითად, ნაწლავების ან კუჭის ანთება ან საყლაპავი მილის ანთება, მაგალითად, გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების გამო (დაავადება, რომლის დროსაც კუჭის წვენი საყლაპავ მილში ხვდება) ან სიმსივნეების დროს, რომლებიც განლაგებულია კუჭსა ან ნაწლავებში, სასქესო ან საშარდე გზებში;
- თვალის უკანა ნაწილში სისხლძარღვებთან დაკავშირებული პრობლემების დროს (რეტინოპათია);
- ფილტვების დაავადებისას, რომლის დროსაც ბრონქები გაფართოებულია და გავსებულია ჩირქით (ბრონქოექტაზია), ან ანამნეზში ფილტვებიდან სისხლდენის შესახებ ინფორმაციის არსებობისას;
- გულის ხელოვნური სარქვლის არსებობა.
- დაავადების არსებობისას, რომელსაც ეწოდება ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი (დარღვევა იმუნური სისტემის მხრიდან, რომელიც იწვევს თრომბების წარმოქმნის გაზრდილ რისკს), უნდა აცნობოთ ამის შესახებ თქვენს ექიმს, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას მკურნალობის სქემის შეცვლის შესახებ.
- თუ ექიმი დაადგენს, რომ არტერიული წნევა არასტაბილურია, ან დაგეგმილია სხვა მკურნალობის ან ქირურგიული პროცედურის ჩატარება ფილტვებიდან თრომბის მოსაშორებლად.
თუ ზემოაღნიშნულიდან რომელიმე ეხება პაციენტს, მიმართეთ ექიმს როქსაბან დენკის მიღებამდე. ექიმი გადაწყვეტს, უნდა მიიღოს თუ არა პაციენტმა ეს პრეპარატი, ასევე შეაფასებს უფრო ყურადღებით დაკვირვების აუცილებლობას.
თუ პაციენტი გეგმავს ქირურგიულ ჩარევის ჩატარებას
- ძალიან მნიშვნელოვანია, როქსაბან დენკი მიღებული იქნას ოპერაციამდე და ოპერაციის შემდეგ ზუსტად იმ დროს, რომელიც ექიმმა მიგითითათ.
- თუ ოპერაციის დროს დაგიყენდებათ კათეტერი ან გაგიკეთდებათ ინექცია ხერხემალში (მაგალითად, ეპიდურული და სპინალური ანესთეზიისთვის ან ტკივილის შესამცირებლად):
- ძალზე მნიშვნელოვანია, რომ როქსაბან დენკი მიღებული იქნას ინექციის ან კათეტერის მოხსნამდე ან შემდეგ, ექიმის მიერ მითითებულ ზუსტ დროს
- დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ ანესთეზიის მოქმედების დასრულების შემდეგ იგრძნობთ დაბუჟებას ან სისუსტეს ფეხებში, პრობლემებს ნაწლავებთან ან შარდის ბუშტთან დაკავშირებით. შესაძლოა, საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება.
ბავშვებში და მოზარდებში
არ არის რეკომენდებული როქსაბან დენკის შემოგარსული ტაბლეტების მიღება 30 კგ-ზე ნაკლები სხეულის მასის მქონე ბავშვებში. ინფორმაცია ბავშვების და მოზარდების მიერ პრეპარატის გამოყენების შესახებ არასაკმარისია, ზრდასრულთა მითითებებში.
სხვა სამკურნალო საშუალებები და როქსაბან დენკი
თუ პაციენტი იღებს, უახლოეს წარსულში იღებდა, ან აპირებს რომ მიიღოს ნებისმიერი სხვა სამკურნალო პრეპარატები, უნდა ეცნობოს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება სამკურნალო პრეპარატებს, რომლებიც ურეცეპტოდ გაიცემა.
თუ პაციენტი იღებს
- სოკოვანი ინფექციების სამკურნალო ზოგიერთი პრეპარატი (მაგალითად, ფლუკონაზოლი, იტრაკონაზოლი, ვორიკონაზოლი, პოსაკონაზოლი) და ისინი არ გამოიყენება მხოლოდ კანზე
- კეტოკონაზოლის ტაბლეტებს (გამოიყენება კუშინგის სინდრომის სამკურნალოდ, როდესაც ორგანიზმი გამოიმუშავებს ჭარბი რაოდენობით კორტიზოლს)
- ზოგიერთ ანტიბაქტერიულ პრეპარატს (მაგალითად, კლარითრომიცინს, ერითრომიცინს)
- ზოგიერთ ანტივირუსულ პრეპარატს აივ/შიდსის სამკურნალოდ (მაგალითად, რიტონავირს)
- სისხლის შედედების შესამცირებელ სხვა სამკურნალო პრეპარატებს (მაგალითად, ენოქსაპარინს, კლოპიდოგრელს ან K ვიტამინის ანტაგონისტებს, როგორიცაა ვარფარინი და აცენოკუმაროლი)
- ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელ პრეპარატებს (მაგალითად, ნაპროქსენს ან აცეტილსალიცილის მჟავას)
- დრონედარონს, პრეპარატს გულის რითმის დარღვევების სამკურნალოდ
- ზოგიერთ პრეპარატს დეპრესიის სამკურნალოდ (სეროტონინის უკუმიტაცების შერჩევითი ინჰიბიტორები [SSRIs] ან სეროტონინი-ნორეპინეფრინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები [SNRIs]).
თუ რომელიმე ზემოთ აღნიშნული ეხება პაციენტს, როქსაბან დენკის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს, ვინაიდან როქსაბან დენკის მოქმედება შეიძლება გაძლიერდეს. ექიმი გადაწყვეტს პაციენტმა მიიღოს თუ არა ეს მედიკამენტი და შეაფასებს უფრო ყურადღებით დაკვირვების აუცილებლობას.
თუ ექიმი ფიქრობს, რომ ხართ კუჭის ან ნაწლავის წყლულების განვითარების მომატებული რისკის ქვეშ, მან ასევე შეიძლება გამოიყენოს პროფილაქტიკური წყლულოვანი მკურნალობა.
თუ პაციენტი იღებს
- ეპილეფსიის სამკურნალო ზოგიერთ პრეპარატს (ფენიტოინს, კარბამაზეპინს, ფენობარბიტალს)
- კრაზანას (Hypericum perforatum), მცენარეულ სამკურნალო პრეპარატს, რომელიც გამოიყენება დეპრესიის დროს.
- რიფამპიცინს, ანტიბაქტერიულ სამკურნალო პრეპარატს.
თუ რომელიმე ზემოთ აღნიშნული ეხება პაციენტს, როქსაბან დენკის მიღებამდე კონსულტაციისათვის უნდა მიემართოს ექიმს, რადგან როქსაბან დენკის ეფექტი შეიძლება შემცირდეს. ექიმი გადაწყვეტს, მიიღოს თუ არა პაციენტმა როქსაბან დენკის და ასევე შეაფასებს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უფრო ყურადღებით დაკვირვების აუცილებლობას.
ორსულობა და ლაქტაცია
არ მიიღოთ როქსაბან დენკი ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს. თუ არსებობს ორსულობის დადგომის ალბათობა, გამოიყენება საიმედო კონტრაცეფციის საშუალებები როქსაბან დენკის მიღების დროს. თუ დაორსულდით ამ მედიკამენტით მკურნალობის დროს, დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს ექიმს, რომელიც გადაწყვეტს მკურნალობის სქემას.
გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინება
თუ გამოვლინდება ნებისმიერი არასასურველი რეაქცია, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება ნენისმიერ გვერდით ეფექტს, რაც არ არის აღწერილი გამოყენების ამ ინსტრუქციაში.
როქსაბან დენკის შენახვის პირობები
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ეს მედიკამენტი არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რაც მითითებულია შეფუთვის ყუთსა და ბლისტერზე “Exp”-ს შემდეგ. ვარგისობის ვადის ამოწურვის თარიღი არის მითითებული თვის ბოლო დღე.
შენახვის ვადა: 3 წელი
ინახება 30°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
როქსაბან დენკ–ის აღწერილობა და შეფუთვის შემადგენლობა
როქსაბან დენკ 15 მგ არის წითელი, მრგვალი ფორმის ორმხრივამოზნექილი, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები ჭდით ‘’II’’ ერთ მხარეს.
როქსაბან დენკი ხელმისაწვდომია PVC/PVDC/ალუმინის ბლისტერებში.
შეფუთვა: 28 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
მარკეტინგული აუტორიზაციის მფლობელი
დენკ ფარმა გმბჰ & კო. კგ
პრინცრეგენტენშტრასე. 79
81675 მიუნხენი
გერმანია







