სრული აღწერა:
დიკლო-დენკ 50 არის ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი და მიეკუთვნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო / ანტირევმატიული საშუალებების (ასასმ) კლასს. გამოიყენება ტკივილის და ანთებითი პოცესების სიმპტომური მკურნალობის დროს, ისეთ შემთხვევებში როგორიცაა:
სახსრების მწვავე ანთება (მწვავე ართრიტი), მათ შორის პოდაგრა;
სახსრების ქრონიკული ანთება (ქრონიკული ართრიტი), განსაკუთრებით რევმატოიდული ართრიტი (ქრონიკული პოლიართრიტი);
ბეხტერევის დაავადება (მაანკილოზებელი სპონდილიტი) და ხერხემლის სხვა ანთებითი რევმატიული დაავადებები;
სახსრების და ხერხემლის დეგენერაციული დაავადებების (ართროზი და სპონდილოართროზი) გამწვავება;
რბილი ქსოვილების ანთებითი რევმატიული დაავადებები;
ტრავმის შემდგომი მტკივნეული შეშუპება ან ანთება.
დიკლო-დენკ 50-ის აქტიური ნივთიერების დიკლოფენაკის ნელი გამოთავისუფლების გამო, შესაძლებელია მისი ეფექტის შენელება. აქედან გამომდინარე დიკლო-დენკ 50-ის მიღება, არ არის რეკომენდებული ისეთი დაავადებების შემთხვევაში, რომელიც საჭიროა სწრაფი შედეგის მიღება.
შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება არის დიკლოფენაკის ნატრიუმი.
ნაწლავში ხსნადი 1 შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 50 მგ. ნატრიუმის დიკლოფენაკს.
სხვა ნივთიერებებია: ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, პოვიდონი, სილიციუმის კოლოიდური ანჰიდრიდი, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, პოლი (მეტაკრილიკური მჟავის-კო-მეთილ აკრილატი), პოლისორბატი, მაკროგოლ 6000, ტალკი, ტიტანის დიოქსიდ, რკინის ოქსიდი.
შესაძლო გვერდითი ეფექტები:
ისევე როგორც სხვა პრეპარატებმა, ამ მედიკამენტმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები. თუმცა, ყველა ადამიანში არ ვლინდება ის.
გვერდითი ეფექტების შესაფასებლად ჩვეულებრივ გამოიყენება შემდეგი კლასიფიკაცია:
ძალიან ხშირი: უფრო მეტი ვიდრე 10-ში 1;
ხშირი: მეტი ვიდრე 100-ში 1, მაგრამ ნაკლები ვიდრე 10-ში 1
არახშირი: მეტი ვიდრე 1 1000-ში, მაგრამ ნაკლები ვიდრე 100-ში 1
იშვიათი: მეტი ვიდრე 10 000-ში ერთი, მაგრამ ნაკლები ვიდრე ერთი 1000-ში
ძალიან იშვიათი: 1 ან ნაკლები 10 000, ინდივიდუალური შემთხვევების ჩათვლით
უცნობი სიხშირით: არსებული მონაცემების საფუძველზე ვერ მოხერხდა შეფასება
შესაძლო გვერდითი ეფექტები:
ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტები, მოიცავს იმ გვერდით ეფექტებსაც რომელიც გამოვლინდა დიკლოფენაკის ნაწლავში ხსნადი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების და/ან დიკლოფენაკის სხვა ფარმაცევტული ფორმის მიღების შემდეგ, როგორც ხანგრძლივი ისე ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში მკურნალობის შემთხვევაში.
აღსანიშნავია, რომ ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები ძირითადად დოზა-დამოკიდებულია და სხვადასხვა პაციენტში სხვადასხვაგვარად ვლინდება.
წამლის გვერდითი ეფექტი უფრო ხშირია საჭმლის მომნელებელი სისტემაზე. უმეტესად ხანდაზმულ პაციენტებში შეიძლება გამოვლინდეს კუჭ-ნაწლავის / თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული (პეპტური წყლული), პერფორაცია ან სისხლდენა, ზოგ შემთხვევაში ფატალურად. გულისრევა, ღებინება, დიარეა, მუცლის შებერილობა, ყაბზობა, მეტეორიზმი, მუცლის ტკივილი, მელენა, სისხლიანი ღებინება, ორალური ლორწოვანი გარსის ანთებითი წყლული (წყლულოვანი სტომატიტის), კოლიტის გაღიზიანება და კრონის დაავადება გამოვლინდა გამოყენების შემდეგ. ნაკლებად ხშირად ვლინდება გასტრიტი.
შეშუპება, მაღალი არტერიული წნევა და გულის უკმარისობის შემთხვევები დაფიქსირდა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით, მათ შორის დიკლო-დენკ 50-ით, მკურნალობის დროს.
მედიკამენტის, როგორიც არის მაგალითად დიკლო-დენკ 50-ის გამოყენება ზრდის გულის შეტევის (მიოკარდიალური ინფაქტი) რისკს, აღნიშნული ეხება, როდესაც მედიკამენტი მიიღება მაღალი დოზებით და ხანგრძლივად
კარდიოვასკულარული სისტემის მხრივ:
აღნიშნული გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს არახშირად, განსაკუთრებით, თუ დიკლოფენაკი მიიღება ხანგრძლივი დროის განმავლობაში მაღალი დოზებით (150 მგ/დღეში): გულის შეტევა, გულის კუნთის სისუსტე (გულის უკმარისობა), პალპიტაცია, მკერდის ტკივილი
ძალიან იშვიათად: სითხის შეკავება (შეშუპება).
სისხლი და ლიმფური სისტემის მხრივ:
ძალიან იშვიათად: სისხლწარმოქმნის დარღვევა (ანემია, ლეუკოპენია, თრომბოციტოპენია, პანციტოპენია, აგრანულოციტოზი). პირველადი ნიშანი შეიძლება იყოს სიცხე, ფარინგიტი, პირის ღრუს ზედაპირული დაზიანებები, გრიპისმაგვარი ჩივილები, შფოთვა, სისხლდენა ცხვირიდან და კანქვეშა სისხლჩაქცევები.
ასეთ შემთხვევებში უნდა შეწყდეს მკურნალობა და კონსულტაციიესთვის დაუყონებლივ მიემართოს მკურნალ ექიმს.
ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი პრეპარატებით თვითმკურნალობა დაუშვებელია. ხანგრძლივი თერაპიის შემთხვევაში აუცილებელია სისხლის მაჩვენებლების რეგულარული მონიტორინგი.
ძალიან იშვიათად: შეიძლება გამოვლინდეს ჰემოლიზური ანემია (ანემია, რომელიც გამოწვეულია სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის სწრაფი შემცირებით) ან აპლასტური ანემია (სისხლწარმოქმნის დარღვევით გამოწვეული ანემია).
ნერვული სისტემის მხრივ:
ხშირად: ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევა, როგორიცაა, თავის ტკივილი, ვერტიგო, თავბრუსხვევა, აღგზნებადობა, უძილობა, მგრძნობელობა.
ძალიან იშვიათად: სენსორული აღზნებადობა, გემოს შეგრძნების დაკარგვა, მეხსიერების დარღვევა, დეზორიენტაცია, გულის წასვლა, კანკალი.
მხედველობის ორგანოების მხრივ:
შედარებით იშვიათად: შესუსტებული მხედველობა (დაბინდული ან გაორებული მხედველობა).
სმენის ორგანოების მხრივ:
ხშირად: თავბრუსხვევა
ძალიან იშვიათად: ყურებში ხმაურის შეგრძნება (ტინიტუსი), სმენის დროებითი დაკარგვა
გასტროინტესტინალური ტრაქტის მხრივ:
ძალიან ხშირად: დარღვევები გასტროინტესტინალური ტრაქტის მხრივ, როგორიც არის გულისრევა, ღებინება და დიარეა, და გასტროინტესტინალური მცირე სისხლდენები, რაც თავის მხრივ ინდივიდუალურ შემთხვევებში შეიძლება გახდეს ანემიის მიზეზი.
ხშირად: დისპეპსია, მეტეორიზმი, მუცლის ტკივილი, მუცლის სპაზმი, მადის დაქვეითება, აგრეთვე კუჭის ან ნაწლავის წყლულები (ზოგჯერ სისხლდენით და პერფორაციით);
არახშირად: სისხლის ღებინება (ჰემატემეზისი), სისხლიანი განავალი ან სისხლიანი დიარია, მელაენა.
იშვიათად: გასტრიტი.
ძალიან იშვიათად: პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება (მათ შორის წყლული პირის ღრუში), გლოსიტი, საყლაპავის დაზიანებები, ყაბზობა, ასევე ჩივილები გასტროინტესტინალური ტრაქტის ქვედა ნაწილში, როგორიც არის მსხვილი ნაწლავის ანთება (კოლიტი), მსხვილი ნაწლავის ჰემორაგიული ანთება (ჰემორაგიული კოლიტი), კრონის დაავადების გამწვავება ან წყლულოვანი კოლიტი (მსხვილი ნაწლავის სპეციფიკური ანთება, რომელიც დაკავშირებულია წყლულთან), ნაწლავის ლორწოვანის შევიწროება, ჰემოროედია, პანკრეასის ანთება (პანკრეატიტი).
მუცლის ზედა ნაწილის მწვავე ტკივილის, სისხლის ღებინების, შავი შეფერილობის განავლის და სისხლიანი განავლის, შემთხვევაში, უნდა შეწყდეს დიკლო-დენკ 50-ის მიღება და მიემართოს ექიმს დაუყონებლივ.
უნდა შეწყდეს დიკლო-დენკ 50-ის მიღება და მიემართოს ექიმს დაუყონებლივ, თუ პაციენტმა შენიშნა მუცლის საშუალოს მწვავე სპაზმი ან მგრძნობელობა, დიკლო-დენკ 50 –ის მკურნალობის დაწყებიდან მალევე, და გაგრძელდა რექტალური სისხლდენით ან სისხლიანი დიარეით, ჩვეულებრივ მუცლის ტკივილის დაწყებიდან 24 საათის განმავლობაში (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირე ვერ დადგინდა).
თირკმელი და საშარდე გზების მხრივ
არახშირი: შეშუპების განვთარება (სითხის შეკავება ქსოვილებში), ძირითადად ისეთ პაციენტებში, რომელთაც აქვთ მაღალი არტერიული წნევა ან დაზიანებული აქვთ თირკმელის ფუნქციია.
ძალიან იშვიათად: თირკმლის ქსოვილის დაზიანება (ინტერსტიციული ნეფრიტი, პაპილარული ნეკროზი), რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს თირკმელის მწავე დისფუნქციასთან (თირკმლის უკმარისობა), შარდში ცილების დონი გაზრდა (პროტეუნერია) და/ან შარდში სისხლი (ჰაემატურია); ნეფროზული სინდრომი (წყლის დაგროვება ორგანიზმში [შეშუპება] და დიდი რაოდენობით ცილების ექსკრეცია შარდში), თირკმელის მწვავე უკმარისობა.
შარდის გამოყოფის შემცირება, ორგანიზმში სითხის დაგროვება (შეშუპება), აგრეთვე ზოგადი სისუსტე თირკმელის დაავადების სიმპტომის სახით, რაც შეიძლება გადაიზარდოს თირკმლის უკმარისობაში.
აღნიშნული სიმპტომების განვითარების ან გაძლიერების შემთხვევაში, დიკლო-დენკ 50-ის მიღება უნდა შეწყდეს და მიემართოს მკურნალ ექიმს დაუყონებლივ.
კანი და კანქვეშა ქსოვილების მხრივ:
ხშირად: კანის ანთებითი დაზიანება
არახშირად: ალოპეცია
ძალიან იშვიათად: კანის გამონაყართან ერთად გამოვლენილი სიწითლე (ეგზემა, ერითემა, ეგზანთემა), ფოტოსენსიტიურობა, პურპურა, კანის სხვადასხვა მწვავე რეაქციები, როგორიც არის გამონაყარი (სტივენ-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროზი / ლაიელის სინდრომი), კანის ანთებითი დაავადება სიწთლესთან ერთად, კანის დიდი ნაწილის აქერცვლა, შეშუპება, ქავილი, დაძაბულობის შეგრძნება და შეშუპება (ექსფოლიატური დერმატიტი), სიწითლით ანთება (ერითროდერმა).
ინფექციები და პარაზიტული დაავადებები
ძალიან იშვიათ შემთხვევებში სპეციფიკურ ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული მედიკამენტთან (NშAID-ები, მათ მიეკუთვნებათ ასევე დიკლო-დენკ50) ერთდროული გამოყენების დროს, გამოვლინდა ინფექციებით გამოწვეული ანთებითი პროცესების გაუარესება.
თუ დიკლო-დენკ 50-ით მკურნალობის განმავლობაში გამოვლინდა ინფექციის ნიშნები (მაგ. კანის სიწითლე, შეშუპება, ჰიპერთერმია, ტკივილი, ან ტემპერატურის მომატება) ან გაუარესდა ისინი, დაუყონებლივ უნდა მიემართოს ექიმს კონსულტაციისათვის.
ძალიან იშვიათად შემთხვევაში დიკლოფენაკის გამოყენება დაკავშირებული იყო არა-ინფექციით გამოწვეული მენინგიტის (სტერილური მენინგიტი) ნიშნების გამოვლენასთან, როგორიც არის თავის ძლიერი ტკივილი, გულისრევა, ღებინება, სიცხე, კისრის დაჭიმულობა ან ცნობიერების დაბინდვა. პაციენტები, რომლებსაც აწუხებთ გარკვეული ავტოიმუნური დარღვევები, როგორიც არის სისტემური წითელი მგლურა ან შერეული შემაერთებელი ქსოვილების დაავადებები, იმყოფებიან გაზრდილი რისკის ქვეშ.
სისხლძარღვოვანი სისტემის მხრივ
ძალიან იშვიათად: მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია), სისხლძარღვების ანთება
იმუნური სისტემის მხრივ:
ხშირად: ჰიპერმგრძნობელური რეაქციები, როგორიცაა გამონაყარი კანზე და ქავილი.
შედარებით იშვიათად: ჭინჭრის ციება (ურტიკარია).
ძალიან იშვიათად: გამწვავებული ზოგადი ჰიპერსენსიტიური რეაქციები, როგორიცაა სახის შეშუპება, ენის და ხორხის შესივება, რესპირატორული ტრაქტის დავიწროება, გართულებული სუნთქვა, თრთოლვა, წნევის დაცემა და სიცოცხლისათვის საშიში შოკი. სასწრაფო სამედიცინო ყურადღებაა საჭირო, თუ რომელიმე ამ სიმპტომებიდან გამოვლინდა, მედიკამენტის პირველად მიღების დროს. ასეთ შემთხვევაში უნდა შეწყდეს მედიკამენტის მიღება და უნდა მიემართოს მკუნალ ექიმს დაუყონებლივ.
ძალიან იშვიათ შემთხვევებში დაფიქსირდა სისხლძარღვის კედლის ალერგიული (ვასკულიტი) და ფილტვის (პნევმონიტი) ანთებითი პროცესები.
ღვიძლის დაავადებები
ხშირად: სისხლში ღვიძლის ფერმენტების მომატება.
არახშირად: ღვიძლის დაზიანება, განსაკუთრებით ხანგრძლივი დროით მკურნალობის დროს, ჰეპატიტის გართულებული შემთხვევები სიყვითლით და სიყვითლის გარეშე მიმდინარე ფორმები (ინდივიდუალურ შემთხვევებში ძალიან მწვავე [ფულმინანტური მიმდინარეობის] ან პროდრომული ნიშნების გამოვლენის გარეშე).
ძალიან იშვიათად: ღვიძლის უკმარისობა, ღვიძლის დაავადება, რომელიც იწვევს ღვიძლის უჯრედების დაზიანებას (ღვიძლის უჯრედების ნეკროზი)
შესაბამისად საჭიროა ღვიძლის პარამეტრების რეგულარული კონტროლი ხანგრძლივი დროით მკურნალობის დროს.
ფსიქიკის მხრივ
ძალიან იშვიათად: ფსიქიკური რეაქციები, დეპრესია, შიშის გრძნობა, კოშმარები, უძილობა.
რესპირატორული დართვევები
იშვიათად: ასთმა (მათ შორის გართულებული სუნთქვა)
ძალიან იშვიათად: ფილტვის ინტერსტიციული ანთება (პნევმონიტი)
გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში საჭიროა ზემოთ აღნიშნული მითითებებით ხელმძღვანელობა.
მიღების წესი:
ეს მედიკამენტი ყოველთვის მიიღება ექიმის დანიშნულების შესაბამისად. რაიმე შეკითხვის ან ეჭვის გაჩენის შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. დიკლოფენაკის დოზა დამოკიდებულია დაავადების სიმწვავეზე. მოზრდილებისათვის რეკომენდირებული დღიური დოზა შეადგენს 50-150 მგ დიკლოფენაკის ნატრიუმს დღეში, რომელიც იყოფა 1-3 ერთჯერად დოზად.
ასაკი ერთჯერადი დოზა მთლიანი დღიური დოზა
16 წლის და 1 ტაბლეტი 1-3 ტაბლეტი
უფროსი მოზარდები (ექვივალენტური 50მგ (ექვივალენტური 50-150მგ
და მოზრდილები დიკლოფენაკის ნატრიუმის) დიკლოფენაკის ნატრიუმი)






