add_action('wp_footer', function () { ?>

ბლოგი #1

Digital Pharmacy – პირველი ციფრული აფთიაქი ქართულ ბაზარზე

თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარება, ბუნებრივია სხვა სფეროებთან ერთად
მედიცინის სფეროსაც შეეხო.ონლაინ შოპინგი, რომელიც ჯერ კიდევ წლების წინ
დაინერგა, უფრო და უფრო ვითარდება და დღესდღეობით ადამიანებს მედიკამენტების
ონლაინ შეძენაც უპრობლემოდ  შეუძლიათ. 
თუმცა ციფრული აფთიაქი, რომლის შესახებაც უნდა მოგითხროთ, სრულიად
განსხვავდება ბაზარზე არსებული ონლაინ აფთიაქებისაგან. საქმე იმაშია, რომ აქ
მედიკამენტებისა და საკვები დანამატების ფართო არჩევანია და რაც ყველაზე
მნიშვნელოვანია, თქვენ საშუალება გექნებათ პირდაპირ მწარმოებლისგან მიიღოთ
უმაღლესი ხარისხის პროდუქცია. 
 
რას ნიშნავს მედიკამენტები პირდაპირ მწარმოებლისგან?

ეს უპირველეს ყოვლისა ნიშნავს მედიკამენტების მაღალ ხარისხს და შედარებით დაბალ
ფასს. ყველას კარგად მოგვეხსენება, რომ თანამედროვე სამყაროში ადამიანს არაერთ
დაავადებასთან უწევს ბრძოლა. ამ ბრძოლაში კრიტიკულად მნიშნელოვანია
მედიკამენტოზური მკურნალობა. ჩვენ მივმართავთ ასევე პროფილაქტიკურ და
პრევენციულ მკურნალობას. არც ის ფაქტია უცხო, რომ ყოველდღიურად ბევრ
სააფთიაქო ქსელში ადამიანები ხშირად ვერ შოულობენ სასურველ მედიკამენტებს.
ზოგჯერ აფთიაქის თანამშრომლები სთავაზობენ განსხვავებული დასახელების
მედიკამენტს ნივთიერების იმავე შემადგენლობით, მაგრამ ეს იწვევს დაბნეულობას და
ნდობის დაბალ ხარისხს მომხმარებლებში. ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტი
დარწმუნებული იყოს მედიკამენტის ხარისხსა და სანდოობაში. ვისაც გამოგიცდიათ,
დაგვეთანხმებით, რომ ეს სიტუაცია ძალიან სტრესულია. თქვენ აღარ მოგიწევთ
სტრესსა და გაურკვევლობაში ყოფნა, ამიერიდან შეგიძლიათ სახლიდან გაუსვლელად,
კომფორტულად შეიძნოთ უმაღლესი ხარისხის მედიკამენტები ონლაინ ჩვენს ციფრულ
აფთიაქში.
 
როგორ შეიქმნა ციფრული აფთიაქის ახალი პლატფორმა?
 
ნათქვამია, რომ ყველა საქმე ამ საქმის პროფესიონალმა უდა გააკეთოს. ეს
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამედიცინო სფეროში. გამოცდილებას მოაქვს
სანდოობა და პროფესიონალიზმი. სწორედ ასეთი პროფესიონალებისაგან შემდგარ
გუნდში გაჩნდა იდეა ციფრული აფთიაქის შექმნისა, სადაც მომხმარებელებს
შეეძლებოდათ გაცილებით დაბალ ფასად ხარისხიანი,გერმანული ბრენდის
მედიკამენტების შეძენა. გუნდის წევრები 25 წელია რაც ფარმაცევტულ სფეროში
მოღვაწეობენ და მათ ზუსტად იციან თქვენი საჭიროებები. იდეას სწრაფადვე შეესხა
ფრთები და მალე ციფრული აფთიაქის პლატფორმა ყველა თქვენთაგანის ოჯახში
შემოვა, როგორც საუკეთესოზე უკეთესი არჩევანი თქვენი ჯანმრთელობისთვის.
 
რას გთავაზობთ ციფრული აფთიაქი?

  • ჩვენ გთავაზობთ გერმანული ხარისხის მედიკამენტებს პირდაპირ მწარმოებელი
    ბრენდისაგან
  • ჩვენს პლატფორმაზე თქვენთვის საჭირო მედიკამენტებს შეიძენთ ხარისხთან
    მიმართებაში ყველაზე მისაღებ ფასად
  • ჩვენ გვაქვს მედიკამენტების უფასო მიტანის სერვისი მთელი საქართველოს
    მასშტაბით!
     
    რა ბენეფიტები აქვს ახალი ციფრული აფთიაქის პლატფორმას?
     
    ახალ ციფრულ პლატფორმაზე განთავსებული მედიკამენტები და საკვები დანამატები
    გერმანული ხარისხისაა და მათი მოწოდება პირდაპირ მწარმობლისგან ხდება. ამ
    სივრცეში თქვენ ნახავთ მედიკამენტებისა და საკვები დანამატების ფართო
    ასორტიმენტს, მათ შორისაა: იმუნიტეტის, ნივთიერებათა ცვლის, დიაბეტის, წნევის,
    ონკოლოგიური მიმართულების, ტკივილგამაყუჩებლები და მრავალი სხვა. დროს და
    რესურსს ხომ დაზოგავთ და უმაღლესი ხარისხის მედიკამენტებს ყველაზე მისაღებ
    ფასადაც შეიძენთ. 
     
    მოკლედ, დროა დაუმეგობრდეთ ციფრულ აფთიაქს, ის თქვენი ყოველდღიურობის
    ყველაზე  საჭირო მეგობარი გახდება, რადგან აქ მთავარი პრიორიტეტი თქვენი
    ჯანმრთელობაა!

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *