როგორ შევინარჩუნოთ პროდუქტის ვარგისიანობა მაცივარში შენახვის დროს

მაცივრის სტერილიზატორი

https://dp.ge/product/ecom-cool/

 

გიფიქრიათ ოდესმე, თუ როგორ შეიძლებოდა თქვენს მაცივარში არსებული პროდუქტები, ხილი თუ ბოსტნეული დაგეცვათ სხვადასხვა მიკრობებისგან და გაგეზარდათ მათი ვარგისიანობის ვადა?

შესაძლოა ხშირად აღმოჩენილხართ ისეთ სიტუაციაში, როდესაც მაცივრის გამოღებისას თქვენთვის სასურველ პროდუქტზე ობი ან სოკო შეგიმჩნევიათ და ამას თქვენი ხასიათი ოდნავ მაინც გაუფუჭებია. თუკი დილის პოზიტიურად და ჯანსაღად დაწყებას აპირებთ და ამ დროს აღმოაჩენთ, რომ იმ პროდუქტს, რომლის მირთმევაც ჩაფიქრებული გქონდათ, ვერ გამოიყენებთ, მაშინ ნამდვილად მიხვდებით რასაც ვგულისხმობთ.

ალბათ, გსმენიათ არა ერთი მეთოდის შესახებ, თუ როგორ შევინახოთ პროდუქტი მაცივარში, მიგიღიათ რჩევები მათი განლაგებისა და შეფუთვის შესახებ. თუმცა, უნდა გითხრათ, რომ გაცილებით ეფექტური საშუალებაც არსებობს, რომელიც ზედმეტ თავის ტკივილს აგარიდებთ, ვინაიდან ამგვარ პრობლემებზე ფიქრი აღარ დაგჭირდებათ, სულ მცირე, რამდენიმე თვის განმავლობაში მაინც.  ამ ეფექტურ საშუალებას მაცივრის სტერილიზატორი ეწოდება.

 

მაცივრის სტერილიზატორი გეხმარებათ, ხანგრძლივად და ჯანსაღად შეინახოთ როგორც ხილი, ასევე ბოსტნეული და დაიცვათ ისინი მიკრობებისგან. გარდა ამისა, არც მათ ხრაშუნა და ჯანსაღ სტრუქტურაზე მოგიწევთ დარდი. თუკი უსიამოვნო სუნმა, სოკომ და ობმა თავი მოგაბეზრათ, მაშინ ეკომ ქულის ეს სტერილიზატორი სწორედ თქვენთვისაა. რაც მთავარია, მისი გამოყენება სრულიად უსაფრთხოა მაცივრებსა და სხვადასხვა გრილ სათავსოებში და ყველა სიკეთესთან ერთად, მალფუჭებადი პროდუქტის ვარგისიანობის ვადასაც ახანგრძლივებს.

ეკომ ქული ეფექტურად მოქმედებს 3 თვის განმავლობაში – საკმაოდ დიდი პერიოდი შეგიძლიათ, თქვენს მაცივარში არსებულ პროდუქტებთან მიმართებაში, სრულიად მშვიდად იყოთ და იფიქროთ მხოლოდ მის შევსებაზე და არა ობიანი პროდუქტის გამოცალკევებაზე.