ვაქცინაცია COVID 19

რატომ შეიძლება გამოუვლინდეთ აცრის შედეგად მსგავსი გვერდითი რეაქციები იმ ადამიანებს, ვისაც უკვე ჰქონდა კოვიდ-19

უმნიშვნელო გვერდითი ეფექტები ნორმალური ნიშანია იმისა, რომ იმუნური სისტემა გამოიმუშავებს ვაქცინის შემდგომ დამცველობით პასუხს, თუმცა, არა უნივერსალური.

24 თებერვალი 2021ლინდა გედსი

ათეულობით მილიონი ადამიანი უკვე აიცრა SARS-CoV-2-ზე და შემდეგ თვეებში ასეულობით მილიონი შეემატება მათ რიგს. ბევრი მათგანი მცირე გვერდით ეფექტებს განიცდის თითოეული დოზიდან საათებისა და დღეების გასვლის შემდეგ, მაგალითად, დაბუჟებულ მხარს, მსუბუქ სიცხეს, თავის ტკივილსა და გულისრევას. ასეთი რეაქციები არამხოლოდ ნორმალურია და ჩნდებიან ვაქცინაციის დღეს და მალევე ქრებიან, არამედ იმისი ნიშანიც შეიძლება იყოს, რომ ვაქცინა მუშაობს. მიუხედავად ამისა, არ უნდა შეშფოთდეთ, თუ არ გივლინდებათ მსგავსი გვერდითი რეაქციები. ისინი უფრო მეტად ხშირია, თუ უკვე გადატანილი მაქვთ კოვიდ-19, რადგანაც თქვენი იმუნური სისტემა გამოცდილია ვირუსის წინააღმდეგ პასუხში – იმ უწყინარი ფრაგმენტების, ან მათი ინსტრუქციების ჩათვლით, რომელიც ვაქცინაშია.

ეს გვერდითი ეფექტები არაა საშიში და უბრალოდ იმის ნიშანია, რომ სხეულს ახსოვს ვირუსი და მის წინააღმდეგ ეფექტურ პასუხს გამოიმუშავებს.

ვაქცინები ასწავლიან იმუნურ სისტემას პათოგენის ამოცნობასა და მის წინაღმდეგ პასუხის გამომუშავებას ვირუსის დაზიანებული ფორმის, ვირუსული ცილებისა ან ამ ცილების წარმოქმნისთვის საჭირო ინსტრუქციების სხეულში შემოტანის გზით. ამგვარად, შემდეგ ჯერზე როცა პათოგენს შეხვდებით, თქვენი სხეული მას სწრაფად შეებრძოლება. ეს “წვრთნის” პროცესი იწვევს იგივე იმუნურ რეაქციებს, რასაც ნამდვილი პათოგენი გამოიწვევდა: იმუნოლოგიური “პირველი მოპასუხე” უჯრედები გამოანთავისუფლებენ ქიმიურ მესიჯებს, რომლებიც იხმობენ სხვა იმუნურ უჯრედებს ინექციის ადგილას და ამავე ადგილას სისხლძარღვებს მეტად “ჟონვადს” ხდის, რათა იმუნურ უჯრედებს საჭირო ადგილამდე მოსვლაში დაეხმაროს. ეს იმუნური უჯრედები იწყებენ “ადაპტური” იმუნური პასუხის ჩამოყალიბებს, რაც მოიცავს ანტისხეულთა წარმომქნელ ბ უჯრედებს და იმუნურ ტ უჯრედებს, რომლებიც ანადგურებენ ვირუსით დაინფიცირებულ უჯრედს. ამ რეაქციათა ერთობლიობას შეუძლია გამოიწვიოს იგივე სიმპტომები, რაც ვლინდება რეალურ ინფექციასთან ბრძოლის დროს: სიცხე, შემცივნება, დაღლილობა, შესიებული ლიმფური ჯირკვლები, სიწითლე, შესიება და ინექციის ადგილის გახევება.

შემდეგ ჯერზე როცა პათოგენს შეხვდებით, ეს პასუხი უფრო სწრაფად და უფრო ძლიერად ჩამოყალიბდება, რადგანაც თქვენი იმუნური სისტემა უკვე გაწვრთნილია საიმისოდ, რომ ამოიცნოს პათოგენი და უპასუხოს მას. ესაა მიზეზი, თუ რატომ შეიძლება განიცდიდნენ კოვიდ-19-გადატანილი ადამიანები უფრო მეტ მსგავს მსუბუქ რეაქციას. ეს არაა არაფერი საშიში და მხოლოდ იმიას ასახავს, რომ სხეულს ახსოვს ვირუსი და მის წინააღმდეგ ეფექტური პასუხის შემუშავებას ახორციელებს. ესაა ვაქცინის მეორე დოზის მიღების მსგავსი რეაქციები: ორივე შემთხვევაში, თქვენმა სხეულმა უკვე იცოდა, როგორ ამოეცნო ანტიგენი ან წინარე ინფექციის ან პირველი დოზის მეშვეობით.

ბუნებრივია, რომ ორმა პატარა კვლევამ შემოგვთავაზა, რომ ადამიანებს, ვისაც ჰქონიათ SARS-CoV-2 შეიძლება მ-რნმ ვაქცინის მხოლოდ 1 დოზა დასჭირდეთ, რადგანაც პირველი დოზის მიღების დროს ისინი იწყებენ დიდი რაოდენობით ანტისხეულების წარმოქმნას ვირუსის წინააღმდეგ, თუმცა, დამატებითი კვლევაა საჭირო იმის დასადასტურებლად, რომ ეს იმუნური პასუხი დროთა განმავლობაში ნარჩუნდება.
ერთ-ერთმა კვლევამ ასევე შეადარა გვერდითი რეაქციების სიხშირე პფაიზერის ან მოდერნას ვაქცინის პირველი დოზის მიღების შემდეგ 231 ადამიანში, რომლებსაც ან უკვე ჰქონდათ SARS-CoV-2, ან არა. ნაჩვენები იქნა, რომ ეს სიმპტომები, რომლებიცაა ტკივილი ან შესიება ინექციის ადგილას, პაციენტების ორივე ჯგუფში მსგავსი იყო, მაგრამ მთლიანი სხეულის რეაქციები, როგორიცაა დაღლილობა, თავის ტკივილი, შემცივნება, სიცხე, კუნთებისა და სახსრების ტკივილი იყო უფრო მეტად ხშირი იმ ადამიანებში, ვისაც გადატანილი ჰქონდა კოვიდ-19.

ეს ემთხვევა ZOE COVID სიმპტომების კვლევის მონაცემებს. ეს კვლევა მოუწოდებდა მონაწილეებს შეეყვანათ თავიანთი დღიური სიმპტომები სმარტფონის აპლიკაციით და ჰყავდა 4 მილიონზე მეტი კონტრიბუტორი გლობალურად. დადგინდა, რომ ადამიანებს, რომლებსაც გადატანილი ჰქონდათ კოვიდ-19-ის ინფექცია, ორჯერ უფრო მეტად მოსალოდნელად უვითარდებოდათ ერთი ან მეტი მსუბუქი, მთელი სხეულის რეაქცია პფაიზერ-ბიონტექის ვაქცინის მიღების შედეგად, იმათთან შედარებით, ვისაც ინფექცია არ ჰქონიათ გადატანილი.

ყველაზე ხშირი სიმპტომები რაც მათ აჩვენეს იყო დაღლილობა (9%), თავის ტკივილი (8%) და შემცივნება (4%), ძირითადად ვაქცინის მიღებიდან პირველი ორი დღის განმავლობაში. მიუხედავად ამისა, დაახლოებით მესამედმა იმ ადამიანებისა, ვისაც მანამდე ჰქონდა კოვიდ-19, აჩვენა მინიმუმ ერთი მსუბუქი, მთელი სხეულის რეაქცია შვიდი დღის განმავლობაში იმ 19%-თან შეედარებით, ვისაც არ ჰქონია მანამდე კოვიდ-19.

55 წელს ქვემოთ ასაკობრივ ჯგუფებში მეტად მოსალოდნელი იყო ამ სიმპტომების გამოვლენა. სიმპტომები ასევე უფრო მსგავსი და საერთო იყო იმ ადამიანებში, ვინც მიიღო ვაქცინის მეორე დოზა. ძირითად შემთხვევებში, ეს მსუბუქი გვერდითი ეფექტები გაგრძელდა ცოტა ხანს და მხოლოდ ადამიანთა 3% განიცდიდა მათ 3 დღეზე უფრო მეტხანს.

========================================================
GAVI არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც 2000 წელს შეიქმნა და წარმოადგენს ვაქცინის გლობალურ ალიანსს. ის აკავშირებს საჯარო და კერძო სექტორებს საერთო მიზნით: მსოფლიოს უღარიბეს ქვეყნებში მცხოვრები ბავშვებისთვის შეიქმნას თანაბარი წვდომა ახალ და არასაკმარისად გამოყენებულ ვაქცინებზე. GAVI-ს სათავო ოფისები მდებარეობს ჟენევასა და ვაშინგტონში.

სტატია თარგმნილია ინგლისურიდან, სტატიის ორიგინალი იხილეთ აქ…